პოსტი ეძღვნება ჩემს უახლოეს სამ მეგობარს :love: : )
ალბათ არავისთვის არ არის უცხო ბოლო ლექციაზე შიმშილის დაუძლეველი გრძნობა. :დ ნუ ხშირად მეც და ჩემ პატივსადებ ჯგუფელებსაც ესე გვემართება ხოლმე. თითქმის ყველა ბოლო ლექციაზე უკვე ნამდვილად აღარ ვფიქრობთ იმაზე რაზეც უნდა ვფიქრობდეთ და დგება მომენტი როდესაც უკვე იმას ვარჩვეთ სად და რა უნდა შევჭამოთ. ხოლო როდესაც ქეთი ბლოკნოტში ხინკლის და ქაბაბის ხატვას იწყებს ნუ ეს უკვე ყველაზე კრიტიკული მომენტია. :D მაგრამ როდესაც ლექცია ბოლო წამებს ითვლის, ისმის საშინელი კითხვა: ” რამე კითხვა ხომ არ გაქვთ?” და ჩვენ გვიკირს რა კითხვა უნდა ჰქონდეს ადამიანს ამ დროს გარდა იმისა რომ სად შეიძლება გემრიელად ჭამა? მაგრამ ნურას უკაცრავად სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში გამოჩნდებიან ადამიანები რომელთაც, როგორც წესი საკმაოდ ფილოსოფიური და მინიმუმ ნახევარ საათიანი კითხვები აწუხებთ ხოლმე. შემდეგ 2 საათი მიაქვს იმის გარკვევას თუ რა უნდოდა ამ ადამიანს რომ ამ კითხვით ეთქვა, შემდეგ კიდევ 2 საათი - ლექტორი ფიქრობს რა უპასუხოს _ ანუ წიპა “ ეს საკმაოდ რთული საკითხია, მეცნიერებაში სადაოა და ბლა ბლა ბლა” და მერე თუ გვეღირსა პასუხი ეს პასუხი კიდევ უფორ მეტ კითხვის ნიშანს შეიცვას ვიდრე თავად კითხვა. შემდეგ გადავდივართ სხვა უფრო მნიშვნელოვან კითხვაზე …. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. მოკლედ კატასტროფა. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ როდესაც შენ ძალიან გშია მაგრამ იძულებული ხარ იჯდე გაღიმებული, დაინტერესებული სახით და ისმინო რაღაც უაზრო კითხვები რომელსაც ჩემი 6 წლის ბიძაშვილიც კი გასცემს პასუხს, ცოტა წიგნში თუ ჩაიხედავს. მოკლედ . . . თუ თქვენ დილის ცხრის ნახევრიდან ხართ უნივერიოსტეტში.ბოლო ორი ლექცია მოგიწიათ აუტანელ ხმაურში გესმინათ სრული უაზრობისთვის რომელიც წიგნებში გაცილებით უფრო მარტივად და კარგად წერია.ძალიან გთხოვთ ლექციის ბოლოს ნუ ადგებით უაღრესად შთაგონებული სახით და ნუ დასვამთ რაღც მაღალფარდოვან კითხვას რომელიც თქვენი აზრით უაღრესად დიდ და მწვავე პრობლემას წარმოადგენს იურისპრუდენციაში. თუ ასე მაინც მოიქეცით , მაშინ ძალიან გთხოვთ წყნარად მაინც დაელოდეთ პასუხს და თქვენი ნაადრევი დასკვნებით ტვინს ნუ გაბურღავთ და უაზრო პოლემიკით დროს უარესად ნუ გაჭიმავთ.მაგრამ თუ ასე მაინც მოიქცევითმაშინ ნურც ის გაგიკვირდებათ რატომ გიყურებთ 200 წყვილი თვალი ასე.
სულ ეს იყო რაც ამ დროისთვის მინდოდა მეთქვა.
ლექცია დასრულებულია.შეგიძლიათ მიბრძანდეთ.
გემრიელად მიირთვით :))
:მომღიმარი ოფიციანტის სახე:
01 сентября 2008
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий
ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)