26 сентября 2008

……………  ---------- : ) : ) : : : : : : : )

ცა ისევ შოკოლადისფერი . მზე იასამნისფერი და თავმომწონე თბილი სხივებით
ქალაქი, მძაფრი ფორთოხლის სუნით
ისრები, უამრავი ისრები... არეულ-დარეული და ცენტრისკენ მიმართული
ჰაერი კრემისფერი...
ლურჯად მოხატული გზები ცისფერი შტრიხებით.
ბალახი,როგორც ყოველთვის ყვითელი, მწვანედ დაფარული
სათვალე ისევ ვარდისფერი
თეთრებში შემოსილი შაბიამნისფერ ბედნიერება
ლურჯი ზღვა თეთრ ცასთან შერწყმული
და ზევიდან ზეცა ღია ატმისფერი
ქალაქში განთხმული გზები.... აჭრელებული შავ-თეთრი ფერებით.
მწვანე კიბეები ხორბლისფერ შენობებამდე
და ვარდისფერი ფარდები თეთრ ფანჯრებზე.....
ჩალის ჩირაღდნები, ჭრელი კოქტეილები, მოშავო ვარდები
და შავად შეღებილი თვალები დაფარული ალისფერი თმით

ასე ცხადადც არ უნდა წარმომედგინა
მომენატრა ზღვა
და ქვიშა ფორთოხლისფერი...
და მზე იასამნისფერი და ცა ატმისფერი
და ბედნიერება ისევ შაბიამნისფერი ::

1 комментарий:

  1. ase mgonia, samotxeshi iyavi da imas agwer, rac iq dainaxe... agwer imistvis, rom rogorme gagvagebino, ra lamazia is samyaro, romelsac shen xedav da chven vera :))))

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)