იმ ქალაქში ცაა ძალიან ლურჯი და ბალახიც საოცარი სიმწვანით ბიბინებს. იმ ქალაქში თოვლი იშვიათად მოდის, მაგრამ თუ მოდის ...... ძალიან დიდხანს მოდის თითქმის აპრილამდე. მიუხედავად სიცივისა ქალაქში მაინც საოცრად თბილა, რადგან........ ბევრი მზე ათბობს ქალაქს.
იმ ქალაქში ყველანი ერთად ცხოვრობენ: ლოთები. მეძავები, მკვლელები, ქურდები, ქრისტეს გამყიდველნი, მლიქველნი, ფარისეველნი, მეხოტბენი და მგალობელნი.
და ცხოვრობენ ისინი იქ, ისე რომ ხელს არ უშლიან ერთმანეთის არსებობას.
იმ ქალაქში თვრებიან ძალიან ადრე და იძინებენ ძალიან გვიან.
და არავინ არ გავს ერთმანეთს: ყველას აქვს თავისი სახე, ფასი და გრძნობა.
და ყველა რაღაცით ამაყობს
და ყველას რაღაცა აქვს სახსოვარი
იმ ქალაქში ერთნაირად დასცინიან და უფრთხილდებიან ერთმანეთის გრძნობებს, ტირიან საერთო ვარამზე და იცინიან საერთო ლხინში.
ქალაქს არ ყავს დარაჯი, რადგან იგი ვერ იხდენს მთვლემარე მცველებს.
მრავლად არაინ აქ მორალისტები და ფარისეველნი, გამყიდველები და გამკიცხველები, თუმცა ყველანი მაინც ერთად ცხოვრობენ.
ამ ქალაქში მღერიან უფასოდ,
თვრებიან უღვინოდ
სუნთქავენ უჰაეროდ
და საუბრობენ უენოდ.
სძინათ ცისარტყელას ფერებთან ერთად
დილით კი სიზმრებს ყვებიან საჯაროდ
ამ ქალაქში ყველას ყველა უყვარს (ანდა არ უყვარს.... ფარისეველნი ბევრნი არიან მათშიც)
აქ დრო ძალიან სწრაფად გადის
და წლები მიჰქრიან როგორც ნაბდით ნაჭედი ბედაურები........
ქალაქში ცხოვრობენ, უყვართ, ოცნებობენ და ფერადი ფანქრებით ჯღაბნიან ცხოვრების დაფას.
ჩვენს ქალაქში ცაა ძალიან ლურჯი.
ჩვენ აქ უკვე დიდი ხანია რაც ვცხოვრობთ.
ქალაქს აქვს თავისი მითები, ბინძური ისტორიები, მომღიმარი კოლორიტები, რომელთაც უკვე დიდი ხანია რაც თან დაატარებს ნაცარქექიის გუდით.
ამბობენ საერთო ენა აქვთო ქალაქის მცხოვრებლებს.
იმასაც ამბობენ ქალაქში ღამით მუდამ ერთი და იმავე სიზმარს ხედავენო.
აქ ხშირად ყვებიან ლეგენდებს ქალაქის დაარსების მაგრამ ლეგენდების უკვე აღარავის სჯერა.
აქ სტანჯავთ ბავშვობის კოშმარები
და აუხდენელ ოცნებათა სიას ჩუმად ადგენენ.
აქ ყველაფერი იციან ერთმანეთის შესახებ
მაგრამ მაინც არავის ჭორავენ საჯაროდ.
აქ არასდროს იციან როდის თენდება ან როდის ღამდება, რადგან ღამდება მაშინ როცა ეძინებათ და თენდება მაშინ როცა იღვიძებენ.
ქალაქის ბედი ღამითაც არ ასვენებთ ქალაქის მკვიდრთ.
ოჰ ამ ქალაქში ცააა ძალიან ლურჯი
და მაინც
ჩვენ ვზივართ ყოველ საღამოს ჩაისთან ერთად და ერთი და იმავეზე ვოცნებობთ მუდამ: ცისფერ ზღვაზე და ზღვისფერ ცაზე.
ქალაქში ადგენენ საოცარ წესებს და იცით რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ დაარღვიონ .. ჯერ შეადგინონ, მოუარონ, მერე კი დაარღვიონ და გაანადგურონ.
და უსაზღვროა ქალაქის სივრცე
ქალაქის ზღვარი …
ჩვენ არ გვყავს მუნჯი დარაჯი და არც მოლაყბე აფთიაქარი ქალაქის კარებს ღამით არავინ კეტავს, რადგან ქალაქს არ აქვს კარი.
რადგან ამ ქალაქში ცაა ძალიააან ლურჯი.
26 сентября 2008
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий
ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)