26 сентября 2008

” მე შენ გიამბობ ერთ ისტორიას…..”



მთვარემ ღრუბლები აზიელი ქალივით აიფარა სახეზე
ჩამობნელდა, თანაც ძალიან…..
მაგრამ ხომ ვიცი ახლა ღრუბელბიდან ცალი თვალით იჭყიტება და თან ღრუბელების სიხშირეზე ბრაზობს.
ჩემი სტუმარი ზუსტად ჩემს წინ ზის და ერთ დიდ ისტორიას მიყვება. ისტორიას ბოლო არ უჩანს და მგონია მთხრობელი არც არასდროს დასვამს წერტილს.
მე კი ვერ ვხვდები რა იქნება შემდეგ, როგორო გაგრძელდება ისტორია, არადა მაინტერესებს
თან ძალიან....
ამიტომ მგონია, რომ ვერც ვერასდროს შევწტყვეტ მოსმენას და ეს შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ვიჯდეთ ესე, როგორც ეხლა- ის იჯდეს ჩემს წინ მარტინით ხელში და ყვებოდეს ისტორიას, რომელსაც არა აქვს დასასრული, მე კი მთელი ცხოვრება ვუსმინო და არ მომბეზრდეს.
ქარი ისევ იმ მარშს უკრავს, როგორც იმ დღეს.....

იმ დღესაც წვიმდა....

მთვარე იმალება, როგროც შეუძლია...
ვიცი რატომაც.
მერე რომ თქვას არაფერი დამინახია, არც არაფერი მომისმენია და თავიდან მომიყევიო...
იცის, რომ მოვუყვები და არაერთხელ, რამდენჯერაც მთხოვს იმდენjერ მოვუყვები.
არადა, ხომ ვიცი ეხლა ყური ფანჯრისთვის აქვს მოდებული და ცდილობს სიტყვა არ გამორჩეს. ის ისე ახლოსაა, რომ ეხლა ფანჯარა რომ გავაღო მის დაბნეულ სახეს შევეფეთები. მას შერცხვება, მაგრამ მაინც ისეთ სახეს მიიღებს თითქოს მორიგ დაკარგულ ვარსკვლავს ეძებდა და შემთხვევით მოხვდა ჩემს ფანჯრებთან.
"მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს"- ბზუის ქარი და სველ ყვავილებს ისევ გზებზე ყრის.
სტუმარი წასვლას არ ჩქარობს.
მას კიდევ დარჩა სათქმელი... ალბათ.
ყვება და მე არ მჯერა, რომ ეს მართლა ხდება. თუმცა მთვარე არსად არ ჩანს, მარტინი მაინც ზღვასავით ლივლივებს და მოსაუბრის თითებს აკვირდება.
მე ისევ ვისმენ და თავში ფიქრები დარბიან, როგორც გამოcდილი გუშაგები ციხის აღებისას
"ეს ყველაფერი?
ეს ყველაფერი...........
ეს ყველაფერი...........
ეს ყველაფერი.............. "
მხოოდ ეს ორი სიტყვა დარბის თავში, ათასჯერ, მილიონჯერ და ვიცი რომ ამ ორ სიტყვას სრული აზრისთვის კიდევ აკლია ორი სიტყვა. მე ისისც ვიცი რომელი ორი სიტყვაა ეს, მაგრამ სადაა მთვარე?.... ის ხომ იტყოდა ჩემს მაგივრად....?
თაროზე აწყვია წიგნები, რომლებიც ამწუთას მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობენ: მათ ფურცლებზეც შეიძლებოდეს ესეთი საინტერესო ამბების ამოკითხვა, მაშინ ხომ არავის არასდროს არ მოსწყინდებოდათ ისინი....
როგორც მე არ მწყინდება ამბავი, რომელსაც მოსაუბრე ყვება. ასე მოგზაურები ყვებიან ხოლმე შორეული ქვეყნის ისტორიებს.
ქარი არ უსმენს, რადგან იცის უკვე ვერაფრით ვეღარ გაკვირდება ამდენი რამის მნახველი.
თუმცა კი საუბრის ტონი და მანერა არის იმდენად საინტერესო, რომ მილიონჯერ გადაღეჭილი, ყველაზე უნტერესო ლექციაც კი ყველაზე სასურველი გახდება თუ მას ასე მოყვებიან.

ამიტომ ქარი ბევრ რამეს კარგავს ...
მე უამრავი კითხვა მიტრიალებს თავში, მაგრამ ვერ ვბედავ ვერაფრის კითხვას. მგონია თუ საუბრას შევაწყვეტინებ, მას სათქმელი დაავიწყდება და მისი საუბარიც ჩვეულებრივ სტილს მიიღებს. ამიტომ ვდუმვარ.
ბოლოს თავადაც გაჩუმდა.
მარტინი ბოლომდე დალია და წასასვლელად მოემზადა. მე ის გავაცილე , კარი დავკეტე და ოთახში შემოვბრუნდი, სავარძელში ჩავჯექი და ზურგით ფანჯრისკენ ვიკითხე:
-"გჯერა?"
ის თითქოს ეხლა გამოერკვა, ღრუბელბიდან გამოძვრა და ჩვეული ხმაურით დაიწყო: " სულ გაგიჟდა ეს ქარი, რეები დაუტრიალებია ფლორიდაში? ნამდვილი გადარეულია მოკლd.... ა, ხო.... რა მკითხე? .... ხო ისა ვინ იყო? ... კი არა და რა უნდოდა?
-ეგ შენ უკეთ გეცოდინება, შენ უკეთ უსმენდი
-კაი რა, ერთ-ორ სიტყვას თუ მომიტანს ქარი, თორემ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს მე...
-გჯერა?
-ეჰ! იმდენი ისტორია მაქვს გაგონილი, იმდენი ცრემლი მაქვს ნანახი, იმდენი ფიცი მაქვს მოსმენილი, იმდენი სიტყვის მოწმე ვყოფილვარ, იმდენი ღამე მაქვს თეთრად ნათევი... რომ ვერც კი ვითვლი, თუმცა ასეთი მაინც არაფერი გამიგია.
-" ლამაზად კი საუბრობს ეგ ყმაწვილი ხო იცი შენ, ენა ტკბილი აქვს, საუბარი დაწყობილი, ტონი ლაღი და თავისუფალი"- ჩემს თმას წაეკიდა ქარი.
-" კი, კი ნამდვილად ეგრეა ნამდვილად.... მაგრამ ისე წესიერად კი არც მომისმენია ამ ვარსკვლავების გადამკიდე და ერთი მომიყევი როგორ იყო, - მითხრა მვთარემ ჩვეული ღიმილით და გვერდზე მომისვა.
მე მეცინება.... ხომ ვიცი ჩემზე უკეთ გაიგო ყველაფერი.
"- მომიყევი, მომიყევი- ჩიბუხს ატრიალებს მთვარე- ხომ იცი როგორ მიყვარს ამბების შენგან მოსმენა, რაო რა მინდაო?"
"....... ყველაფერი იმ საღამოს დაწყებულა თურმე........."
"რომელ საღამოს კაცო?"-წარბი შეკრა ქარმა.
"თუ კაცი ხარ გვაცალე რა"- შუბღვირა მთვარემ.
"მაშინაც ზუსტად ასე წვიმდა...." - ვცადე გამეგრძელებინა თხრობა
"მაშინ როდის?"- არ მოეშვა ქარი ჩემს თმას
-" დედა ვერ მოვიშორეთ ეს უსაქმური......"- ბრაზდება მთვარე და ეშინია არ გადავიფიქრო ამბის მოყოლა -"წადი რა შენს საქმეს მიხედე, არაფერი დაგრჩა დასანგრევი? იქნება კიდევ რამე, კარგად მოძებნე! "
ამ წუთას მთვარეს ერჩივნა ქარს თუნდაც მთელი დედამიწა დაენგრია, oღონდაც მისთვის არ შეეშალა ხელი ამბის მოსმენაში.
"შენ ოღონდ გაჭორაოს გამჩენმა და მეტი არაფერი გინდა"-შეუტია ქარმაც და ღრუბლები მიუსია აშვებული ძაღლებივით
მერე პირი იბრუნდა გაგვეცალა.

-"ძლივს არ წავიდა კაცო? ხო მომიყევი შენ მომიყევი... ერთი თავიდან როგორ იყო?"

"როგორ და ..............



და იმ ღამით ქარი მართლაც ანგრევდა პროსპექტის ქუჩებს.....
გათენებამდე,.....

Комментариев нет:

Отправить комментарий

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)