26 сентября 2008

“ და ვისაც შეუძლია თავისი ემოციების დანახვა ის დაინახავს სხვისასაც .....“

( თუ ძალიან მოინდომებს,,,,, თუ ძალიან შეიყვარებს…......... )


ის ისევ იმ სიმღერას მღერის, რომელიც 16 თებერვალს დაწერა, ზუსტად 16 თებერვალს, როცა ქალაქში ჯერ კიდევ ზამთარი იყო.

იმ ზამთრის თბილ და სუსხიან საღამოს, როცა ყველა რაღაც აბსტრაქტულის დამტკიცებას ცდილობდა...

ის მხოლოდ ერთ სიტყვას ეძებდა.....

და იცოდა რომ ამ ერთ სიტყვაზე უნდა აეგო ყველაფერი.

სიტყვა ცალკე იყო, კუთხეში მიგდებული და მასთან მოსვლას არ ჩქარობდა.

ნერვიულად ათამაშებდა პასტას და ქვიშის საათში პატარა ქვიშებს ითვლიდა. მას უკვე მოთმინება ელეოდა საჭირო სიტყვის პოვნის გარეშე.

ქალაქში დაღამდა.

მთელი ღამე ებრძოდა ქალაქი უხილავ მტრებს.

მთელი ღამე ბორგავდა მთვარე და ცა არ ყოფნიდა სარეცელად.

მთელი ღამე ცდილობად ქარი ბინის პოვნას

და მთელი ღამე იჯდა ის სამ სავსე საფერფლესთან ერთად და მათ შემხედვარე ხვდებოდა რომ მარტო არ იყო. მაგრამ სიტყვები მაინც მწარედ დასცინოდნენ და გაურბოდნენ.......

და ბროლის საფერფლეს რაც უფრო ემატებოდა სიგარეტის ნამწვავი, ის უფრო მეტად ხვდებოდა, რომ სულ ახლოს იყო.

ადრე თუ გვიან ის მასთან მივიდოდა.

ის დაწერდა…......

და როცა ქალაქში ნათელმა ბნელს ოდნავ გადააჭარბა.

ჩემს ჩაძინებულ პულსს ვიღაც შეეხო და სწრაფად ფეთქვა აიძულა.


ასე ალბათ მოცარტი იდგა ხოლმე თმაგაბურძგნული, უძილო ჩალურჯებული თვალებით, მაგრამ მაინც უსაზღვროდ ბედნიერი....

რადგან დაწერა...... მაინც დაწერა...

2 комментария:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)