26 сентября 2008

---;--;;;;'))));;;;;;''

ნაწვიმარი ქალაქი, მყუდრო და ჩუმი, დადუმებული, გაყუჩებული, თითქოს რაღაცის მომლოდინე.
რაღაცას ელის
ანდაც ვიღაცას
ნაწვიმარ ქალაქში ლამპიონები ანათებენ ძალიან ცუდად
მაგრამ, მაინც ჩანს ერთი მაღაზია, რომლის კარი მუდამ ღიაა. და ამ გაღებული კარებიდან უცხო სურნელი ათრობს ქალაქს, აბრუებს ზეცას და ატრიალებს დედამიწას.

მაღაზიის ნახევრად გაღებული კარიდან სულ სხვა სამყარო იმზირება ელამი, მაგრამ მაინც საოცრად ლამაზი თვალით.

ადამიანები დადიან შავი ქოლგებით და ვერ ამჩნევენ ჩუმ მაღაზიას.

ადამიანები კანტი-კუნტად შერბიან ამ მაღაზიაში.
არა იმიტომ, რომ მოსწონთ
უბრალოდ.....
გარეთ ძალიან წვიმს .....
მაღაზიაში კი თბილა და საოცარი სურნელი ტრიალებს.
მაღაზიაში ქალი მუშაობს. ქერა თმით და გრძელი ფრჩხილებით.
ქალი ჩაის სვამს დილით მზის ამოსვლამდე, მერე კი ცარიელ თაბახებს ავსებს შორეული ქვეყნის ისტორიის წერით.
სხვა საქმეც არა აქვს რა.
რადგან მაღაზიას არ ყავს მყიდველი.
აქ მხოლოდ წვიმაში შერბიან... ისიც ცოტა ხნით.....
გადაღებამდე......

2 комментария:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)