26 сентября 2008

”მაინც....... : ) ვერავინ შენიშნავს......,. :) “

ღამის უკუნეთ სიჩუმეს კლავიატურის წკაპა-წკუპი არღვევს და . . . ჩიტების ჭიკჭიკსაც ფარავს ლამის.
გარეთ ისევ წვიმს როგორც იმ ღამეს.
იმ ღამესაც წვიმდა.
იმ ღამესაც სწორედ ესე უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდა ქარი და ერთ მოსაწყენ ამბავს ყვებოდა შორეულ მთებზე.
კლავიატურას მოურიდებლად ურახუნებენ თითებს და ერთ უინტერესო რამეს ბეჭდავენ.
-“ რას წერ ამ შუაღამეს და ამდენს? ““ ოჰ ისეთს არაფერს.. ფართო მასებზეა გათვლილი,. . . . . “
” ჰმ, - წარბი მაღლა ასწია მთვარემ – როდის აქეთ გაინტერესებს ფართო მასები? “

-“ ნწ. ჯასტ დავალება მაქვს. . . . დავალებას ვწერ. “
- “არადა ისეთი შთაგონებული სახით იჯექი მეგონა რამე ახალ პოეტურს წერდი…“
-“ რამდენი ხანია . . . რამე წმინდა პოეტური არ დამიწერია.” – ვთქვი და დამენანა.
მთვარემ ჩიბუხი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა, ასე მოხუცები იქცევიან, როცა უნდათ რამე ბრძნული გითხრან
“წმინდა პოეტურის დაწერას წმინდა პოეტური შთაგონება სჭირდება, შთაგონებას პოვნა, პოვნას მოძებნა....... დიდხანს მოძებნა.”
“- რაც დავიბადე მას შემდგე ვეძებ. . . . . შენ ხომ იცი ““ ეძებ. . . პოულობ . . . წერ . . კარგავ . . . ისევ ეძებ. . . ისევ პოულობ. . . ისევ კარგავ. . . . როგორ გგონია სადამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი. – და მოეშვი მაგ სისულელის ჯღაბნას და შემომხედე.“
სისულელის ჯღაბნას მოვეშვი. მივტრიალდი და თვალებში ისე ჩავაშტერდი, როგორც დიდი ხნის უნახავ მტერს.
”ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ არ ვიპოვი იმას რისი დაკარგვაც მართლა შემაშინებს,. ჯერ არ მიპოვია, ასე რომ მაცადე.”

ვტრიალდები და განვაგრძობ წერას.

და საერთოდაც აღარ თენდება?

არ თენდება , ბნელა , ძალიან ბნელა ., გარეთ ღამეა და ქარი დაძრწის , როგორც იმ ღამეს, იმ ღამესაც წვიმდა.
საოცრად წვიმდა.
მთვარე ანათებს და ცდილობს მიიღოს სახე ნაწყენი და გაბუტული ბავშვის, რომელიც არავინ იცის რატომ არის გაბუტული. მსახიობობა არ გამოსდის, ამიტომ ისევ მე მიბრუნდება
“ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, მაგრამ მაინც საოცრად სწორედ აზროვნებ”
“-ხალხი სხვანაირად ფიქრობს, რა ვიცი . . . . . . . .”
“ხალხი ბრბოა. დამფრთხალი ვირთხების არმია. . . . . ისინი ამბობენ რომ მე მუნჯი ვარ, მაგრამ მე დიდი ხანია უკვე შენთან ვლაპარკობ, ისინი ამბობენ რომ მე ყრუ ვარ, მაგრამ მე უკვე დიდი ხანია რაც შენ გისმენ. ისინი ამბობენ რომ მე არ შემიძლია გრძნობა, მაგრამ მე დიდი ხანია უკვე რაც მიყვარხარ.ისინი ამბობენ რომ მე ბრმა ვარ, ამიტომ დღისით განიკითხავენ და ღამით აკეთებენ იგივეს, რაც დილით გაკიცხეს.

ხალხი მასაა, რომელსაც მუდამ რაიმე კონკრეტული მიზნისთვის იყენებენ და მერე სანაგვეზე მოისვრიან, როგორც აწ უკვე უვარგისს და გამოუყენებელს.
ხალხი ბრმაა. ბეცი და დამფრთხალი თავისი სიბეცით. ამ ხალხს ფიქრიც კი არ შეუძლია. მუდამ სხვები ფიქრობენ მათ მაგივრად, ისინი კი უბრალოდ იმეორებენ სხვების მიერ დადგენილ ურყევ ჭეშმარიტებებს.
შენ კიდევ ამბობ ფიქრობენო. “

ქარი უსტევენდა...... “რამდენი ხანია მე მაგას ვამბობო”…....... ქარს უხაროდა რომ ასეთი ბრძენი, დინჯი და ყოველი სიტყვის ამწონ-დამწონი მთვარეც იგივეს იმეორებდა.

ღამის სიჩუმეს ხვრეტდა კლავიატურის მოურიდებელი რახა-რუხი.

მთვარე ისევ უცვლელად დგას..... გაუნძრევლად . . . . . დგას და ჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად. სიტყვებს აკვირდება.. . . . აკრეფილ სიტყვებს. მერე ფიქრობს, და გულში ჩუმად იცინის. ვიცი იცინის. . . . . მალავს, მაგრამ იცინის.
მე ვწერ. . . დავწერ, წავიკითხავ და იმეილით გავაგზავნი, მერე ჩემს ნაწერს ერთი გოგო ნახავს, გაიღიმებს, დააკოპირებს და თავის საიტზე განათავსებს ჩემს სახელთან ერთად. მერე ამას ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს.
წაიკითხავენ, გაიღიმებენ და კომენტარებს დამიტოვებენ.
ამ კომენტარებს მერე მე ვნახავ და მეც გამეღიმება, რადგან ამდენი ადამიანის გაღიმება შევძელი.
იქნებ მერე მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს. მე, ყოველ პარასკევ საღამოს ვურახუნო თითები კლავიატურას, შაბათ საღამოს გავგზავნო და ორშაბათს გამიხარდეს.
ჩემს თმებს მთვარე ეცემა და ტკბილი მოხუცივით იღიმება:”აზრი არა აქვს, მაინც ვერავინ შენიშნავს შენში, რაც მე შევნიშნე და რასაც მივხვდი!”
მთვარე მართალია, როგორც ყოველთვის.
მაგრამ მე მაინც ვწერ პარასკევს საღამოს - გათენებამდე და დაღამებამდე ვფიქრობ ღირს კი?
ღამით ვაგზავნი
დილით ვნანობ
საღამოს ჩემს ნაწერს კითხულობენ ლურჯი თვალები, არაბუნებრივი, მაგრამ მაინც ლურჯი, ზღვასავით.
ორშაბათს ღამით მე ვისმენ ტაშს, მაგრამ არ მიხარია.მთვარე იცინის.
მე ვბრაზდები და ვიფიცები რომ აღარ დავწერ.
მოდის პარასკევი, მე ვიდუღებ ერთ ფინჯან შავ, მაგარ ყავას, ვჯდები და ვიწყებ თითების კაკუნს.
ისევ ვაგზავნი, ისევ ვნანობ, ისევ ველოდები, იწელება დრო.
და წამი გავს საათს და დღე უფრო გრძელია, ვიდრე სიცოცხლე. . . .

კითხულობენ თვალები ნამძინარევი, ნამთვრალევი, თვალები რომელთაც ბევრი აქვთ წაკითხული და მაინც მოსწონთ.
მაგრამ მე მინდა რომ მათ მითხრან რომ მე არ შემიძლია წერა, არ მაქვს უნარი, არც ნიჭი, არც რითმა და არც სიტყვათა მარაგი საკმარისი. რომ ცარიელია ჩემი ნაწერები და ვერაფერს ხედავენ მასში, რომ სიტყვების უაზრო მარშია სპეტაკ ფურცლებზე, დროის ფლანგვაა ფუჭი.
Aასე ჯობია . . . . რადგან ამის შემდეგ მე აღარ დავწერ მათთვის და აღარ მომიწევს ვისმინო ტაში, რომელიც ყალბია ჩემთვის. რადგან ტაშს არ მოაქვს აღტაცება.
მოდის პარასკევი.....
მე ისევ ვჯდები ჩემს მაგიდასთან შავი ყავით ხელში
ისევ ეცემა მთვარის სხივები ჩემს გაშლილ თმაზე.
და ქარს მოაქვს სიტყვები: თბილი, ნაცნობი.

”მაინც ვერავინ შენიშნავს შენში, რაც მე შევნიშნე და რასაც მივხვდი.”

Комментариев нет:

Отправить комментарий

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)