ამ სახლში ხშირად უკრავდდნენ შოპენს…..
იშვიათად დადიოდნენ სტუმრები და თავად მასპინძლებიც იშვიათად ტოვებდნენ სახლს.
ამ სახლში ყველა ფანჯარა ერთ პატარა მდინარეს გადასცქეროდა, იქიდან მოვარდნილი ქარი სახლის აივნებს არწევდა და იქ ჩაძინებულ ბავშვს ზღაპარს უყვებოდა შორეულ პრინცზე.. ბავშვს მისი არ სჯეროდა, მაგრამ მაინც ყოველთვის დიდი გულისყურით უსმენდა ქარს.
ოჯახის უფროსი ოთახიდან ოთახში დააბიჯებდა და ყველა ოთახის ფნჯრიდან მუდამ ერთი და იმავე პეიზაჟს უყურებდა.
ოჯახის დიასახლისი ყოველ დილით კალებს აწყობდა საოცრად დიდ ლარნაკში და მერე მთელი დღე ცდილობდა ამ ლარნაკისთვის ადგილის პოვნას.
ამ სახლში ზუსტად 6 საათზე ეძახდნენ სავახშმოდ. ვახმშმის შემდეგ ოჯახის უფროსი ისევ იმ მუსიკას რთავდა, რაც ოჯახის დიასახლისს უკვე 10 წელია რაც ყოველ საღამოს ესმოდა.
ქარი უსტვენდა და ისევ იმ იდუმალ პრინცზე ყვებოდა.
- “არ მჯერა ,, აღარ მჯერა მე შენი “- ლოყებს ბერავდა პატარა ბავშვი.
ქარი იცინოდა და არ ჩერდებოდა.
ოჯახის უფროსი ყოველ წამს კედელზე ჩამოკიდებულ ძველ საათს უყურებდა ფიქრით ხომ არ გაჩერდაო? ამ საათს ოჯახის დიასახლი ყოველ საღამოს წმენდდა და ფიქრობდა სხვაგან ხომ არ მიეჩინა მისთვის ადგილი.
კაცს მოსწონდა როცა მისი ცოლი როიალზე უკრავდა.
ქალი მთელი დღე ოჯახის კეთილდღეობაზე ფიქრობდა და იშვიათად იცლიდა ამისთვის.
ალბათ სწორედ ამიტომ ხიბლავდა კაცს მეუუღლის როიალზე დაკვრა……
დრო კი გადიოდა.
გადიოდნენ ტყუპი დღეები….
და დადგა დრო როდესაც სახლი ოჯახის დიასახლისმა დატოვა. ის წავიდა სხვაგან სხვა ქვეყანაში , სადაც შესაძლებელი იქნებოდა აღარ მოესმინა ის მუსიკა რასაც უკვე 30 წელი ყოველ საღამოს ვახშმის შემდეგ ისმენდა. სადაც შეიძლებოდა აღარ ეფიქრა ერთი და იმავე ყოველდღიურ პრობლემებზე,. რომლებიც ისევ და ისევ ძალიან გვანდენ ერთმანეთს. სახლში მხოლოდ ორნი დარჩნენ. კაცი, რომელიც ისევ დააბოტებდა ოთახიდან-ოთახში და მუდამ კედლის საათს უყურებდა.
და ქალი, რომელსაც გაგონებაც კი აღარ უნდოდა ქარის, რომლიც უკვე დიდი ხანია ერთი და იმავე ზღაპარს უყვებოდა, მას კი უკვე ღრმა ბავშვობიდან აღარ სჯეროდა მისი. ამ სახლში ეხლა უკვე საერთოდ აღარ მოდიოდა არავინ, და სახლსაც აღარავინ სტოვებდა. მხოლოდ ქარი ანგრევდა მის კარებს, არწევდა მის აივნებს და ჩაძინებულ ქალს თმას უჩეჩავდა ისევ ძველი ამბის მოყოლით,. ქალს კი იმდენად სძულდა ეს ამბავი როგორც დედამისს ის მუსიკა, რომელსაც მამა უკვე 30 წელი უსმენდა - ყოველ საღამოს ზუსტად შვიდის ნახევარზე.
მიუხედადვ იმისა რომ ეს სახლი დიასახლისმა მიატოვა სახლი მაინც ცდილობდა შეენარჩუნებინა გარე თვალისთვის კარგად შესამჩნევი და დასამახსოვრებელი სიმშვიდე და ჰარმონულობა.
და ამას მშვენივრად ახერხებდა.
გარეთ მყოფნი შურით და მოკრძალებით უყურებდნენ ამ თეთრად შეღებილ ნაზ და ლამაზ შენობას და ყევლას ამ სახლში უნდოდა თუნდაც ერთი წამით ცხოვრება.
შიგნით მყოფნი კი გარეთ გამოღწევას ლამობდნენ.
”მონასტერს დაემსაგავსა აქაურობა”- ამბობდა გოგონა და ისევ იმ ზრაპრულ ქვეყანაზე ოცნებობდა.
ერთ დღესაც როდესაც საათმა ზუსტად 6-ს ჩამოკრა.სახლის კარი კიდევ ერთმა ადამიანმა მოიჯახუნა.
ის წავიდა, იქ სადაც რამდენიმე წლის წინ ოჯახიდან გასული დიასახლისი. იქ სადაც არ არსებობდა ასე მკაცრად გაწერილი წესები. იქ სადაც მაშინ ვახშმობდნენ როცა სურდათ და იქ სადაც დღეები ასე ტყუპებივით არ გვანდნენ ერთმანეთს,.
სახლში მხოლოდ ერთი კაცი დარჩა.
ის ძველებურად ოთახიდან ოთახში დააბიჯებდა და ყველა ოთახიდან ერთი და იმავე პეიზაჟს უყურებდა მხოლოდ.
ის ძველინდებურად ფიქრობდა რომ მისი სახლი ყველაზე თბილი და ჰარმონიული იყო სხვა სახლებთან შედარებით, ასევე ფიქრობდნენ სახლის გარეთ მდგარნი და ამ თეთრ და ლამაზ სახლში შეღწევას ამაოდ ლამობდნენ.
ძველი კედლის საათი ძველებურად რეკავდა და ოჯახიდან მრავალი წლის წინ გასულ დიასახლისს ისევ ამაოდ უხმობდა.
დღეები ისევ წყლის წვეთებივით გვანდნენ ერთმანეთს.
:)
26 сентября 2008
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
ra sevdiani ambavia.
ОтветитьУдалитьise gamovida, rom swored im kacis brali iyo aseti monotonuri cxovreba da magis gulistvis miatova jer colma da mere shvilma... :user:
klasikuri nimushi im ojaxisa, sadac sakmarisi siyvaruli ar moipoveba.
ara, jobia gavigimooo :))))