-წერა როდის აქეთ დაიწყე? - მკითხა მან ისეთი ადამიანის ტონით რომელმაც ეხლახანს აღმოაჩინა ამერიკა.
- მე მთელი ცხოვრებაა ვწერ - ვუთხარი საშინელი ბავშვური გულახდილობით.
ქალი შეცბა, შემომხედა ეჭვნარევი სახით და ბოლოს ჩაიბუტბუტა – ე.ი. მთელი ცხოვრებაა რაღაცას მიმალავდი.
-არა მე.. იცით მე არ ვმალავდი.. უბრალოდ მე მათ არავის ვაკითხებ არასდროს.
- და შენი აზრით რას ქვია დამალვა? – შემომხედა მომღიმარი სახით.
ისეთი საშინელი სიჩუმე ჩამოწვა, რომ იმ ოთახში ყოფნა უბრალოდ აუტანელი გახდა. ჭადარი ლამის სახლში შემოგვეჭრა და შუამავლად ჩადგა ჩვენს შორის... პაუზა გაგრძელდა, გაიწელა და რამდენიმე უსაშველო საუკუნის შემდეგ მან თქვა
- რატომ მალავ?
სარკემ დაბნეული იერი 100%-იანი სიზუსტით აირეკლა...
ძალიან მომწონს მისი სარკე... დიდი სარკეა.... დიდი, ძველი, ანტიკვარული.. დიდ ყავისფერ ჩარჩოში. თავად სარკეს კი რაღაც იდუმალი მელნისფერი გადაკრავს თითქოს.
რა დროს სარკეა? :spy:
ალბათ განგებ გადამაქვს სიტყვა .. რადგან თავი ავარიდო მის გამომცდელ მზერას: ასე დედები უყურებენ ხოლმე თავიანთ ქალიშვილებს, რომლებიც ეხლახანს ტყუილში გამოიჭირეს.
- “რატომ უნდა წაიკითხოს სხვამ? .. მე ხომ მხოლოდ ჩემთვის ვწერ?” – ვთქვი მშვიდი და უბრალო ხმით.
მთვარემ ჩიბუხი მეორე ხელში გადაიტანა და ჩაიცინა.......
მეორე დღეს საკუთარი ხელით მივუტანე ჩემი ნაწერები. საკუთარი ფეხით მივედი მის კარს და ჩავაბარე, როგორც დედამ შვილი მკაცრ აღმზრდელს. მან ყავის ფინჯანი გვერდზე გადადო და დამპირდა რომ მალე ყველაფერს წაიკითხვდა .....
მთელი კვირა კვლავ ჩემი ფიქრები მართობდნენ.... მომწყინდა და ნაცნობ კიბეებს აყვა ფეხი .. კარი გამიღეს, მყუდრო სახლში შემიტყუეს... პატარა სავარძელში მიმიჩინეს ადგილი.
გამოვიდა ქალი... მკაცრად შეკრული კაბით.
დაჯდა, სათვალე მოიხსნა ... მაგიდაზე დადო, მის ხელებს გაყვა თვალი.
იჯდა უჩუმრად და მიყურებდა, მეც ვუყურებდი, ჭადარი დაიღალა... მოიწყინა, დაამთქნარა.. მერე გვერდი იბრუნა, ფარდებმა კაბა გაისწორეს.. სარკემ ნაღვლიანად შემოგვხედა, სანთელიც ჩუმად აბუტბუტდა.
- წაიკითხეთ? –ვკითხე მე ბავშვური სულსწარფობით.
- წავიკითხე- მიპასუხა მონაზვნის სიმშვიდით.
ჩვენ ვისხედით ასე ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი. ჭადარზე ჭოტი შემოჯდა, ღამემ ვარსკვლავების თვლა დაიწყო, ქარმა ფოთლები მორეკა, ფანჯრებმა თვალები დახუჭეს.
ქალი ადგა გავიდა და სქელყდიანი რვეულები გამოიტანა. მე ვიცანი ისინი ;) თეთრ ფინჯანს ქვემოთ მასავით თეთრი ხელსახოცი დადეს. Fფიალები შეასწორეს, ფარდები ქარს გამოსტაცეს და მაგიდაზე წყლით სავსე ჭიქა შემოდგეს. ქალმა გვერდზე ჩამოვარცხნილი თმა შეისწორა და ქალისთვის უჩვეულო სითამამით შემომხედა... – “ მე მომეწონა შენი ნაწერები. მართლა მომეწონა და ვფიქრობ შენ მარტო არა ხარ მათი წერის დროს. ეს შენი მუზები საკმაოდ უცნაურები არაიან, მე მათმა კრეატიულობამ საკმაოდ გამაოცა.”
...... ღამემ ვარსკვლავების თვლა განაგრძო, მთვარემ ჩიბუხს მოუკიდა და საინტერესო საუბრის მოლოდინში ფანჯრის კიდესთან ჩამოჯდა ... –“ შენ ისევე წერ როგორიც ხარ ( ჰმ! ეს როგორ მივიღო კომპლიმენტად თუ დაცინვად? სპყ ) – ეს შენი ნაწილია, მართალი ხარ შენი სულის მეორე ნაწილია, ანარეკლია, სარკეა” - სარკემ უინტერესოდ გადმოგვხედა და მწვანედ შეღებილი თვალები უკადრისი ქალიშვილივით ააფახუნა... – “ შენი ნაწერები ისეთია, როგორიც შენ ხარ, მაგრამ იცი მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე” – ქარი თმის ვარცხნას შეეშვა და საუბრის უკეთ გასაგონად ფანჯარა უფრო შემოაღო. ვარსკვალავებმა თვალები ფართოდ გაახილეს და სანთლებმა შუქს განგებ დაუწიეს. – “ზოგიერთი შენი ნაწერი შენი ნიღაბია... შენ გალაქტიონის მიბაძვით შენს ნაწარმოებებს ნიღბად იყენებ, ზოგიერთ მათგანს”
“გალაქტიონიო?”- გულში ჩაიხითხითა ვიღაც უჩინარმა ...გარეთ კატებმა დაიყეფეს. (ნიღაბი, გალაქტიონი, გალაქტიონის ნიღაბი... ატმის რტოო... დაღალულო რტოო.... ერთმანეთში აირია ყველაფერი)
გარეთ კატები ისევ განაგრძობდნენ ყეფას.
“და უმეტესობა შენი ნაწარმოებისა” – განაგრძობდა ქალი მკაცრად შეკრული კაბით - მთვარიან ღამეს არის დაწერილი, შენ და მთვარე ერთად წერდით.”
-“ჰმ! როგორც იქნა მეც მახსენეს – თქვა მთვარემ და ფურცლებს უინტერესოდ გადაავლო თვალი - თორემ დავიღალე ამდენი უანგარო შრომით - აბუზღუნდა და გვედრი იბრუნა.
- რას მებუტები? - სარკემ წარბშეკრული გოგოს სახე აირეკლა.
- თავი დამანებე არ გებუტები - ხოდა ზურგს ნუ მაქცევ მაშინ - ვუთხარი მთვარის ანარეკლს სარკეში.
მთვარემ ცის კაბადონი სწრაფად გადმოჭრა და ზუსტად ჩემ ცხვირწინ დადგა. ჭადარი მორჩილად ჩადგა ჩვენს შორის.
ქალმა ლამბაქი ხელში შეათამაშა და ნაწერს თვალი მოწყვიტა
– “ სიმართლე გითხრა მე ბევრი ვერაფერი გავიგე აქედან, ბოლომდე ვერ ჩავწვდი. ( მე გამიხარდა )
- “და ეს ასეც უნდა იყოს და ამას კიდვე ბევრი ვერ გაიგებს. და ვინც გაიგებს, ის შენც გაგიგებს, ხოლო ვისაც შენი გაგება მოუნდება ის იტყვის, რომ მან გაიგო შენი ნაწერი :)))) მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება. “
წითელ მარაოანმა ქალმა მედიდურად შემომხედა, მერე თვალი ჩამიკრა მოხეტიალე ბოშა ქალივით. მის გვერდზე ჩამომჯდარმა თეთრბაფთიანმა ბავშვმა ცისფერი ბურთი გამომიწოდა, თვითონ კი პეპლებს გაედევნა სათამაშოდ.
- “რა უცნაურია?! “ - ვთქვი მე იდუმალი ხმით.
- “ხო ასეა ჩემო კარგო”- მარგალიტის საყურე ნერვიულად შეათამაშა ქალმა მკაცრად შეკრული კაბით.
საოცრად ბნელი ღამე იყო. ფეხაკრეფით ჩავიარე კიბეები. ტაქსი გააჩერეს ... მე ჩავჯექი და ალბათ უფრო ინსტიქტურად ავხედე ნაცნობ აივანს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე გაბუტულ მთვარეს ვარსკვლავებიც სადღაც გადაეკარგა მე მაინც დავლანდე ფარდის უკან მიმალული ქალის მზერა, ასე მამები უყურებენ ხოლმე თავიანთ ქალიშვილებს: ჩუმად და მკაცრად.
სახლში მოვედი, ფანჯარა ისევ დამრჩენია ღია ... მუზები ისევ სადღაც გაფრენილან... ფანჯარას არ ვხურავ ... ვზივარ არ ვიძინებ .. ტელეფონი რეკავს, არ პასუხობენ, სძინავთ..... ის მაინც განაგრძობს რეკვას იმ იმედით, რომ უპასუხებს ის ვისაც არ სძინავს. მე ვზივარ ჩუმად ღამის წყვდიადში და ისევ სარკის ანარეკლს ვეჩურჩულები.
ის სადღაც ძალიან ახლოსაა და ელოდება, როდის მომწყინდება ერთგული ცოლის როლი, ის ელოდება რადგან იცის რომ მალე მომწყინდება, მე ველოდები და არ მწყინდება, რადგან ვიცი რომ ის ამას ელოდება. ქარი ფანჯრებს მინგრევს და სახლში მივარდება.
სიზმრებმა სანთლები ჩააქრეს და საათები გააჩერეს.
........... და როცა გარეთ ძაღლებმაც კი შეწყვიტეს ყეფა, ხოლო ფოთლებმა ღრუბლებთან გააბეს ფლირტი.... ის დაბრუნდა. დაბრუნდა გვიან ღამით...... დაბრუნდა ეჭვიანი ქმარივით.. ჯერ კიდევ გაბუტული. ჯაგარაშლლი კატასავით შეუბღვირა მისი გამოჩენით უეცრად აყეფებულ ძაღლებს და ცის კაბადონზე უხმოდ გაბატონდა.
მან ფრთხილად შემოაღო ოთახის კარი, რომელსაც შორიდან დიდხანს უყურებდა.. საათებს ხელი კრა, სანთლები აანთო, სიგარეტს მოუკიდა. "- აქ ნუ ეწევი !!!“
-და შენ ელოდი რამეს უკეთესს?.. - ცინიკურად ჩაიცინა მან - ვის შეეძლო კიდევ ამის გაგება? გაგება იმის რასაც ზოგჯერ შენ თავადაც ვერ ხვდები.... შენ ხვალ ადგები, აიღებ ნაწერებს და უჩვეულო მოთმინებით ისევ იმ იდუმალი ადამიანს დაუწყებ ძებნას, რომელიც თუნდაც 10 %-ს მაინც გაიგებს რამეს აქედან.. მერე მოგწყინდება..... და ისევ ნაცნობ ბილიკებს გამოყვები. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამის გაგება... ჩვენ უხმოდ ვწერთ და რასაც ვწერთ, სხვა ვერ გაიგებს ჩვენ ორის გარდა.
“ - გასაგებია, - ზამთრის სიცივე შემეპარა ხმაში - ახლა კი ჩააქრეთ სიგარეტი, დამიბრუნეთ ჩემი სიზმრები და თქვენ თავადაც, ისევ თქვენს ძველ ადგილს დაუბრუნდით!
ქუჩაში ქარი ისევ უპატრონო ძაღლივით დაწანწალებდა.. ფოთლები ისევ ღრუბელბთან ფლირტით ირთობდნენ თავს.. მე ნელ-ნელა მიბრუნდებოდნენ ჩემი სიზმრები, მაგრამ მაინც ვხედავდი, როგორ ტოვებდა ჩემს ოთახს სიგარეტის კვამლი- ასე დედები ტოვებენ ხოლმე ახლადჩაძინებულ ჩვილ ბავშვებს – ჩუმი სიმღერით, ფეხაკრეფით და დიდი სიყვარულით.
ყველაფერი თავის ძველებურ რიტმს იბრუნებდა.......
“კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე
შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე
და დაეჭვებულ მიჯნურის მსგავსად
ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს.”
03 октября 2008
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
შენ დაწერე?
ОтветитьУдалить"sxva ver gaigebs chven oris garda"… :mo:
ОтветитьУдалить"sxva ver gaigebs chven oris garda"... :mo:
ОтветитьУдалить@ nati kuda
ОтветитьУдалить"შენ დაწერე"
:yes: :user:
WOW!
ОтветитьУдалитьშშშთამბეჭდავია :)
2hexe -
ОтветитьУдалитьსმაილიკები არ უხდება ტექსტს, აღქმას ხელს უშლის. ისე ძალიან მაგარია - 5+
ჰო, სმაილიკები ამოიღე და დანარჩენი :უპ:
ОтветитьУдалитьვუჰ დიდი მადლობა კომენტებისთვის
ОтветитьУдалитьდა რჩევისთვის
არადა რატომღაც მეგონა რომ სმაილიკები უფრო მეტად ალამაზებდა ტექსტს და მის აღქმას უფრო მეტად უწყობდა ხელს
:2kiss: თქვენ
wow
ОтветитьУдалитьგაოგნებული ვარ..
wow
ОтветитьУдалитьგაოგნებული ვარ..
wow
ОтветитьУдалитьგაოგნებული ვარ..
wow
ОтветитьУдалитьგაოგნებული ვარ..