10 октября 2008

მე აღმოვაჩინე ამერიკა :bis:

სულ სხვაა როცა რაიმე გადმოცემით იცი, წაკითხული ან გაგონილი გაქვს და სულ სხვაა როდესაც რაიმეს თავად აღმოაჩენ, თავად მიხვდები, თავად დაასკვნი

დიდი არაფერი
მაგრამ დღეს თავად აღმოვაჩინე ერთი ურყევი ჭეშმარიტება ......


საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული ხალხი ( a.k.a. ნარცისები) საოცრად საშიში არიან საჭესთან.

მაგრამ მხოლოდ იმ შემთხევვაში თუ მანქანის სალონში მოიძებნება ესოდენ სანუკვარი ნივთი - სარკე.

კატასტროფა გარანტირებულია თუ მძღოლი მოცემულ მომენტში კარგად გამოიყურება - რადგან ასეთ შემთხევვაში მას ერთი წამითაც არ შეუძლია მოაშოროს თვალი ნივთს, საიდანაც ულამაზესი არსება უყურებს და უღიმის.

გაცილებით უფრო დიდი კატასტროფაა მოსალოდნელი თუკი იგი აღმოაჩენს რომ დღეს სათანადო ფორმაში არ არის, რადგან მართვის პარალელურად, ყველანაირი ხერხით ეცდება ფორმაში მოიყვანოს თავი. წარუმატებლობის შემთხევვაში კი......


მოკლედ აქედან მორალი: საკუთარ თავზე შეყვარებულო ადამიანებო! მოხსენით სარკე,
არა ეს აშკარად ცუდი რჩევაა არა?


უბრალოდ
რა საჭიროა ყოველ წამს სარკეში ყურება?
თუ კარგად გამოიყურებით ამას შინაგანადაც ხომ მშვენივარდ გრძნობთ? და ათმაგად უფრო კარგად გრძნობენ სხვები ,, მერწმუნეთ
და თუ ცუდად გამოიყურებით - ჯობია საერთოდ არ ჩაიხედოთ სარკეში.

ხოდა ისა
გუდ ლაქ
მწვანეზე გევლოთ

10 комментариев:

  1. ჰოოოოოოოოო მაგრამ.... უსარკო მანქანით სიარული რო უფრო საშიშია? :D:D:D
    მე მგონი ჯობია ნარცისობაზე ტესტი ჩაუტარდეთ მომავალ მძღოლებს და მართვის უფლება არ მიეცეთ. ან უფრო მარტივად - ქალებს, განსაკუთრებით სილამაზისკენ მიდრეკილებს, ავტომატურად არ მიეცეთ მართვის უფლება :D:D:D


    P:s: შეგიძლია რაღაც ამიხსნა? შენს ბლოგზე ჯერ პატარა ტექსტია და მერე more, ეგ ვერ გავაკეთე ვერაფრით, ჩემთან მთელი ტექსტი პირველ გვერდზე ჩნდება. როგორ შეიძლება შეცვლა?

    ОтветитьУдалить
  2. blogspot-ია ხო შენიც?
    მაშინ აი ეს ნახე http://magicbluehair.blogspot.com/2007/10/read-more.html
    დაწვრილებით აქვს ახსნილი აივერსონს
    რაც მე მაგაზე ვიწვალე :D



    :)

    ОтветитьУдалить
  3. arafers
    ra salaparkoa
    tu ranme ver gaigo mkitxe
    2kiss

    ОтветитьУдалить
  4. replica bags from china free shipping her latest blog l1f57o9b92 replica bags replica bags online uae replica hermes e5d28i9y00 replica bags and watches my sources l1e85s8r08 Ysl replica replica bags in gaffar market p9j87v1t72

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)