მაგრამ სახლში დაბრუნება უკვე გვიან იყო ამიტომაც თავი გმირულად გადადო დახუთვისკენ.
გაჩერებაზე იმდენი ხალხი იყო რომ მაშინვე თავში გაუელვა სტანდარტულმა კითხვამ:“ნეტა სად დადის ამდენი ხალხი ყოველდღე?” მერე გაახსენდა რომ თავადაც არ იცოდა სად დადიოდა ყოველდღე.
ამიტომ გაჩუმდა.
ავტობუსები დაუდგენელი კანონზომიერებით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მეოთხე ავტობუსის გასვლის შემდეგ გაჩერებაზე დარჩა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად აგვიანდებოდა, მაგრამ რატომღაც ეს სრულებით არ ანაღვლებდა. ავტობუსში ხანში შესული ქალი ნაცნობი ისტორიის უცნობ დეტალებს ყვებოდა თან 4 შვილსა და 6 შვილიშვილს იფიცებდა – ალბათ ინფორმაციის უფრო მეტად სარწმუნოობისთვის.
ბიბლიოთეკაში ისეთი სიწყნარე იყო ერთი წამით უკანაც კი მიიხედა რათა დარწმუნებულიყო ნამდვილად ბიბლიოთეკაში შემოვიდა თუ არა?
კედელზე გაკრულ განცხადებას ისე მისეოდა ხალხი დაეჭვდა რამეს უფასოდ ხომ არ არიგებენო?
მერე გაახსენდა რომ პირველ კურსელი ისიც ასეთი იყო.
ლექციაზე მყოფი იმაზე ფიქრობდა რა ცუდია როცა ადამიანი დალტონიკია. მერე მიხვდა რომ უფრო საშინელი რამეებიც არსებობს ვიდრე დალტონიკობა, მაგალითად ჭკუასუსტობა.

ფუდში იმდენად ცოტა ხალხი იყო, იფიქრა საჭმელი ხომ არ არის მოწამლულიო?
ქალი რომელიც მის წინ იდგა – ქსეროქსის ფურცლებს აფრიალებდა. არ ეჩქარებოდა, მაგრამ მაინც საოცრად ნერვიულობდა.
ბოლოს წითელ ტაქსში გაუჩინარდა.
დღის განმავლობაში სულ ერთი ტიპი ებლანდებოდა ფეხებში. მერე მიხვდა რომ ეს ერთი და იგივე ადამიანი არ იყო, უბრალოდ რაღაც მასიური ტიპი იყო რომლის მსგავსებიც მრავლად არიან. ნუ ამას ისე რთულად მიხვდა რომ თავადაც გაუკვირდა როგორ მიხვდა და იმასაც ვერ მიხვდა რას მიხვდა.

შენობაში რომელიც გარედან საოცრად პირქუში და ცივი ჩანდა გაზაფხულივით თბილოდა. იმდენად საოცარი სიჩუმე იყო, ეგონა სრულიად მატო დატოვეს ამხელა შენობაში.
მხოლოდ ჩუმი კაკუნი, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის მოურიდებელი მაგრამ მაინც ჩუმი კაკუნი ,,, ისიც ზოგჯერ. იშვიათად.
გარეთ როცა გამოვიდა მიხვდა რომ უფრო მეტად ციოდა ვიდრე შენობაში ყოფნის დროს ეგონა.
გაჩერებაზე უფრო მეტი ხალხი იყო ვიდრე დილით. და ისევ გაუელვა სტანდარტულმა კითხვამ “ ნეტა სად დადის ამდენი ხალხი ყოველდღე?”
მერე შეეცადა წარმოედგინა ამ ხალხის სახეები მსგავსი კითხვის დასმის შემდეგ.
ამის წარმოდგენის შემდეგ გამოკითხვის ჩატარება გადაიფიქრა.

sheni chveulebrivi weris emociuri stili 10 tavit jobia, am uemocio, marto faqtebis agmwer stils... :user:
ОтветитьУдалитьturashaulis patroni tyeshi pantas ar unda edzebdes... :mo:
იურიდიულმა წერის სტილმა შეჩვევა იცის და თანაც ძაან
ОтветитьУдалитьხოდა ესეც საინტერესოა
ნაკლებად დამღლელი და გადატვრითული
imho :)
iuridiuli weris stili ra shuashia am shemtxvevashi, ar mesmis :user: ubralod, im sxvebs, ar sheudzliat ise wera, rogorc shen wer da shen ki imati weris stilis mosinjva ginda :user:... ravi, ubralod usamartlobaa da :mo:
ОтветитьУдалить