07 октября 2008

მთავარია დაინახო.....

სულ ცოტა პოზიტივი
მაინც.......


ყველაფერი ისვე ისე მოხდება, როგორც ხდება ხოლმე.. ღმერთი ისვე არ შეეკითხება არავის, სურს თუ არა ამ ქვეყნად მოსვლა. ადამიანდ გააჩენს და აბსტრაქტულ თავისუფლებას უსახსოვრებს. ამ თავისუფლებას მერე ათასჯერ აბრუნებენ, ათასგვარად განმარტავენ და ათას ფორმას მისცემენ, ბოლოს მაინც ვერაფერს გაუგებენ და მობეზრებული სათამაშოსავით კუთხეში მიაგდებენ.
ცხოვრება კი გაივლის ახალგაზრდობასავით სწრაფად და სიკვდილივით ნელა. უცებ დაბნელდება და უბედურება სასურველი სტუმარივით მოაწყდება კარებს, ზარს დარეკავს და კარის გაღებას არ დაელოდება. მის ნაკვალევს დეპრესია გამოყვება ბინდისფერი მოსასხამით ... გამოყვება და უხმოდ გაბატონდება უბედურების მიერ შენგრეულ კარში.

ქარი ისევ სიყვარულზე დაიწყებს ამბის მოყოლას ......

მარტი ვინ იცის უკვე მერამდენედ გაიხსენებს ერთი ქალის ისტორიას......

და მტკვარიც სულმოუთქმელად ჩაიკითხავს ნაცნობი ლექსის სტრიქონებს.

შენ ისევ უცნობ ფურცლებს დაუწყებ ძებნას, ისევ მწვერვალებს დაუწყებ ხატვას და ისევ ბილიკებს დაუწყებ თვლას.
ბოლოს შენთანაც მოვა უცნაურად ჩაცმული მოხუცი და გეტყვის: “დაიხსომე! თუკი რამე გულით გწადია, მთელი მსოფლიო გაერთიანდება შენს დასახმარებლად.”
მერე შენ დაინახავ როგორ ადგება მთელი მსოფლიო და როგორ წამოვა შენკენ, როგორ გაერთიანდება ყველა მხოლოდ ერთი მიზნისკენ, როგორ დაიხურება და გაიღება უთვალავი კარი. და როცა ამდენი ემოციით თავბრუ დაგეხვევა, იგრძნობ როგორ დაიწყებს დედამიწა შენს გარშემო ბრუნვას.
და ბოლოს, როცა მიხვდები რომ შესაძლებელია ოცნებების 120%-ით ახდენა, მათემატიკოსები ნერვიულად დაიწყებენ დერეფნებში მოწევას, ათეისტები კვლავ ვერ მიხვდებიან ვის გადაუხადონ მადლობა მიღწეული წარმატებისთვის, ასტროლოგები ახალ ვარსკვალვებს დაუწყებენ ძებნას, ფილოსოსფოსები კი ისევ წუთისოფლის ამაოებაზე განაგრძობენ ფიქრს.
დღე და ღამის ბრძოლა ისევ ყაიმით დამთავრდება....
სიკეთე ბოროტებას ჩამოართმევს ხელს.....
მწუხარება სიხარულს ჩაიკრავს გულში...
და ბედნიერება უბედურებსთან ჩამოჯდება საჭორაოდ...
ყველაფერი კარგად იქნება..
მთავარია გჯეროდეს... :)

2 комментария:

  1. მე მჯერა რომ თუ გჯერა ყველაფერი გამოვა..
    მარა საქმეც იმაშია რომ არ მჯერა.. :S

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)