10 октября 2008

შეინახე ემოციები


ჩემი საყვარელი გასართობი არის საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა.
ანუ ვდგები გვერდზე და უცხო თვალით ვუყურებ როგორ იქცევა საკუთარი მეორე მე
თუმცა ეს გასართობი ყოველთვის დიდ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული რადგან ყოველი ასეთი პროცედურის შემდეგ აღმოვაჩენ ხოლმე ჩემს თავში იმას რაც საოცრად არ მომწონს სხვებში და მერე დიდხანს ვერბრძვი მას
მოკლედ
უკანასკნელად როცა ჩემს თავს სხვა თვალით შევხედე
დავრწმუნდი რომ უაღრესად ემოციური ადამიანი ვარ
ეს ისედაც ვიცოდი მაგრამ დანახულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა


გავდექი გვერდზე და ადამიანის ნაცვლად დავინახე ბზრიალა
აი სწორედ ის ბზრიალა ბავშვობაში ყველა ჩვენგანს რომ ჰქონია.
ფერადი კაბით.....
ბზრიალის დროს ფერადი ფერები ერთმანეთში ირეოდა და ცისრატყელას ემსგავსებოდა...

....და ბზრიალებდა გაუჩერებლივ,,... გაუჩერებლივ, ლაპარაკობდა, იცინოდა, ტრიალებდა, იცვლიდა ვარცხნილობას, ტანსაცმელს,,. მიმიკებს,
და მე ვიგრძენი როგორ დამღალა საკუთარმა თავმა საოცრად ამტკივდა თავი, მინდოდა მეყვირა "გაჩერდი!!!"
მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა
ბზრიალებდა...
ბზრიალებდა....
ბზრიალებდა....




გაუჩერებლივ

(როგორ მიძლებდნენ ნეტა აქამდე? )

არადა
საოცრად მიყვარს ემოციური ადამიანები, მთრგუნავენ უემოციო რობოტები, თუმცა ის რაც დავინახე საშინლად არ მომეწონა – რა უბედურებაა ასე ხმამაღლა ლაპარაკი, ან სიცილი, ან ეს არეული ფერები, ან ეს ბზრიალა ავატარი ფორუმზე, მუდმივად ეიფორიულ მდგომარეობაში ყოფნა
ღლი ხალხს….
ღლი ...
თრგუნავ ...
თავს ატკიებ...


და უცებ

თითქოს ვიღაც უხილავმა ჩემს კონტოლ პანელში შეაღწია და ოფცია - ემოციები გამორთო

სტოპ

მორჩა .....




..............................


ამის შემდეგ ამბებს ვყვები უემოციოდ, ცივად, სწორხაზოვნად
მხოლოდ ფაქტებს აღვწერ, მშრალ ფაქტებს: ….
ყოველგვარი მიმიკისა და ხელების უმისამართო ქნევის გარეშე
როცა მე თავად მიყვებიან ამბავს, რომელზეც ადრე შემეძლო გაოცებისგან პირი დამეღო და მერე ამაზე მთელი 1 თვე მელაპარაკა
სრულიად გაყინული სახით ვისმენ და ბოლოს ვკითხულობ
“ხო? მერე მოხდა კიდევ რამე თუ სულ ეს არის?”

შეინახე ემოციები
სხვა დროსაც გამოგადგება

P.s. არაფერი არ მჭირს სასიკვდილო
ემოციები გამომირთეს უბრალოდ
ჩართავენ ისევ თავიდან
იმედია

6 комментариев:

  1. არაფერი არ მჭირს სასიკვდილო
    ემოციები გამომირთეს უბრალოდ
    ჩართავენ ისევ თავიდან
    იმედია


    :MO:
    ermmm ramdeni xania magis chartvas velodebi :MO:

    ОтветитьУдалить
  2. ubralod erti ukiduresobidan ucabedad meoreshi gadaxvedi :user:... amitom, martali xar, unda gaufrtxilde emociebs da ar unda flango umizezod, radgan isini sheni sicocxlis eleqsiria da ubralod araa sachiro, yvelgan, yvelastan da yoveltvis emociuri iyo :user: ... faqtiurad mosalocad gaqvs saqme, imitom rom jer erti, dainaxe mowyenilobis mizezi da problemis danaxva, naxevrad gamosworebaa da meorec, ukve ici ra ar uxdeba shens naturas da ra gagdebs mowyenilkobashi, shesabamisad gza ukve napovnia :))))))))

    :2kiss:

    ОтветитьУдалить
  3. "საოცრად მიყვარს ემოციური ადამიანები"
    ე. ი. მე გიყვარვარ? მაგარია...


    "შეინახე ემოციები
    სხვა დროსაც გამოგადგება"

    :მო: ვცდილობ ხოლმე, მაგრამ მე ბევრი მაქვს, ძალიან ბევრი...

    ОтветитьУдалить
  4. katie
    "ე. ი. მე გიყვარვარ? მაგარია..."


    ნუ მაგას რათ უნდა ლაპარაკი
    :2კისს:

    marazma
    ადრე თუ გვიან მაინც ჩართავენ
    :mo: :mo:

    ОтветитьУдалить
  5. "ნუ მაგას რათ უნდა ლაპარაკი
    :2კისს:" მეც მიყვარხარ.

    ОтветитьУдалить
  6. ადრე თუ გვიან მაინც ჩართავენ

    arada memgoni chamrtveli knopka gaafucha :S

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)