19 октября 2008

ჩემს სიკვდილს ღია ზღვისფერი თვალები აქვს ......


....." და როცა მისი თვალები სიკვდილის ცივ და უგრძნობ თვალებს შეხვდა....."


....."სიკვდილმა თავისი ყინულივით ცივი და ღამესავით ბნელი თვალები შეანათა..."

......"სიკვდილი მიყურებდა, ქვის შავი თვალებით...... "


ძალიან ბევჯერ წაიკითხავთ და მოისმენთ ასეთ რამეს

არ მესმის.....
რატომ ჰგონია ყველას რომ სიკვდილს მაინცდამაინც ცივი, უგრძნობი, გამყინავი, ქვის შავი თვალები უნდა ქონდეს

მე კი ვფიქრობ რომ
სიკვდილს საოცრად სევდიანი თვალები აქვს
თანაც არა შავი
არამედ ზღვისფერი
ფერმკრთალი
ნაღვლიანი
ღია
ბავშვური
ალალი
ფიქრიანი
......

დღეს ვნახე ზუსტად ასეთი თვალები
და როგორც კი ვნახე მაშინვე გავიფიქრე-სიკვდილი ხორციელი რომ იყოს ზუსტად ასეთი თვალები ექნებოდა-მეთქი......
მიუხედავად ასეთი დიდი სიმპატიისა მაინც ვერ გავბედე მეთქვა
- იცით თქვენ ზუსტად ისეთი თვალები გაქვთ როგორც სიკვდილს......


რაღაც უაღრესად მგრძნობიარე თინეიჯერის ჩანაწერრებს გავს ეს ყოველივე,,,
მე მომიტევეთ

მაგრამ მაინც მინდოდა მეთქვა
არავითარი შავი ქვის თვალები
ჩემს სიკვდილს ღია ზღვისფერი თვალები აქვს ......

13 комментариев:

  1. სევდიანი ალბათ იმიტომ,რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლის მტერია :)

    ისე კი კაცმა არ იცის როგორი თვალები აქვს მას :)

    შავთან იმიტომ ასოცირდება ალბათ,რომ სიკვდილის მერე სიცოცხლე ძალზედ ბუნდოვანია: )
    თან ყველას ძლიან ეშინია მისი))

    ОтветитьУдалить
  2. @ნინა

    "შავთან იმიტომ ასოცირდება ალბათ,რომ სიკვდილის მერე სიცოცხლე ძალზედ ბუნდოვანია: )"


    იქნებ ყველაფერი საუკეთესო სიკვდილის მერე იწყება? :tan:
    რაღაც ისე პოეტურად გამომივიდა მაგრამ მაინც ესე ვფიქრობ :yes: :2kiss:

    ОтветитьУдалить
  3. Tvalebi ar vici da kani morZevo feris aqvs :(... ratomRac....

    ОтветитьУдалить
  4. me ki vfiqrob, rom yvela adamianis sikvdilia gansxvavebuli, anu ramdenic adamiania, imdeni sikvdili arsebobs...
    yvela adamians tavisi sikvdili hyavs :user:

    xoda, shens sikvdils cisperi tvalebi eqneba tu shavi, anu angelozs emgvaneba tu eshmaks, es isev adamianzea damokidebuli

    :))

    ОтветитьУдалить
  5. nemorez

    "Tvalebi ar vici da kani morZevo feris aqvs :(... ratomRac...."

    vuh
    ra saintereso mosazreba ki arada warmodgenaa
    kanis ferze arasdros mifiqria
    mgram raxan gia cisferi tvalebi aqvs tetri kani unda qondes logikurad :user:

    ОтветитьУдалить
  6. არანაირი შავი და ზღვისფერი

    სიკვდილს საერთოდ არ აქვს თვალები

    ОтветитьУдалить
  7. მეც მიფიქრია სიკვდილზე..
    რატომ ხდება რომ ზოგი ადრე კვდებ და ზოგიც გვიან..?
    მე რომ რეჟისორი ვიყო სიკვდილი შუახნის მებაღე იქნებოდა.. მშვიდი, კეთილი და ცოტათი უკარება..
    რატომღაც ასე მგონია რომ სიკვდილს ადამიანი მაშინ მიჰყავს როცა ის უკეთესი ვეღარ გახდება.. ანუ თუ მისი კიბე ზევით აღარ მიდის მაშინ გზაც მთავრდება..

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)