22 октября 2008

ითამაშე!!!..... პროფესიონალურად


ოთხი წელი დასჭირდათ იმის მისახვედრად რომ საკმარისია ამდენი უაზრო კანონისა და კოდექსის ზუთხვა.

კიდევ ორიოდე თვე გავიდა სანამ გადაწყვიტეს რაიმე არაიურიდიული დისციპლინა აერჩიათ
ბევრი არჩიეს...ქექეს, ეძებეს.....
ძალიან ბევრი.....
ჟურნალისტური გამოძიებიდან დაწყებული მსოფლიო ტერორიზმით დამთავრებული.....

ბოლოს გადაწყვიტეს
ბოლომდე არ ეცათ პატივი პროფესიისთვის
და
რაიმე
რადიკალური, უაღრესად არაიურიდული რამ აერჩიათ


ბოლოს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ცხრილში ერთი საინტერესო რამ იპოვეს "მსახიობის ოსტატობა."
დისციპლინის დასახელებამ -
გარშემომყოფები გააღიმა.
მეგობრები გააცინა.....
კიდევ უფრო ახლობლები გააკვირვა......

თუმცა ისინი მაინც აღმოჩნდენ
მეორე კორპუსის დიდ ჩახუთული აუდიტორიიდან მერვე კორპუსის მხიარულ და ხმაურიან სააქტო დარბაზში....



. . . . .
ასეა საქმე ჩემო კარგებო
ერთი შეხედვით სად იურიდიული და სად მსახიობის ოსტატობა ... ო ბოჟე მოი
მაგრამ როგორც ჩვენი პატივცემული ლექტორი ამბობს ცხოვრება თეატრია , თამაშია და და რადგან ყოველი ჩვენგანი ყოველ დღე, ყოველ წამს გვინდა თუ არა მაინც ვთამაშობთ
პროფესიონალურად მაინც ვითამაშოთ(ო)


ხალხი- საინტერესოა..... ძირითადად ... ჟურნალისტები.
ლექტორი- კდიევ უფრო საინტერესო
ატმოსფერო და სიტუაციაც ძალიან კარგია, რაც მთავრაი ზიხარ თავისუფლად და იძულებული არ ხარ აიტანო ლექტორის მონიტორული ხმა და გარშემომყოფთა უაღრესად ჭკვიანური და ღრმა ფილოსოფიური კითხვები.
ნუ ისეთი სიტუაციაა - ბევრი კურიოზია მოსალოდნელი....რაც რაღა თქმა უნდა დაიბლოღება....
რაც მთავარია
ახალია
უცხო
ეგზოტიკური
საინტერესო
უფრო მეტად შემოქმედებითი, თავისუფალი, და არადოგმატური

4 комментария:

  1. ჰეჰეეეე მე-8 კორპუსის სააქტოში ისლამის ლექცია მიტარდებოდა
    რა დრო იყო :((
    მომინდა უცებ : ((
    საშინლად მენატრება უნივერსიტეტი :((

    ОтветитьУдалить
  2. universitetis atana ar mqonda iko dro..
    magram xandaxan ise menatreba auditoriashi dzili rooom :love: :D

    ОтветитьУдалить
  3. უიი, წინა ორშაბათს ვიყავი მაგ ლექციაზე, მაგარი კაცია : ))

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)