07 октября 2008

ქალაქი სადაც.......

რატომღაც მგონია რომ ეს ლექსი თბილისს ეძღვნებაშეიძლება დღევანდელი თბილისი არა, მაგრამ ასე 90-იანი წლების თბილისს ნამდვილად გავს ზანგურის მიერ აღწერილი ქალაქი .....



ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას _
ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა,
სიზმრის მოყოლად გაუმხილეს მტერს ისტორია
და ყოველ ღამეს ტრადიციად გადექცა სროლა;

სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას
და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან,
სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება
და ლოლოები მაისშიაც აღარ დნებიან.

ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,
ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს გატეხილ სარკეს...
იქ, სადაც კვდება მიჯნურებში ალერსის ნიჭი
და ბუხარს შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკესს.

ქალაქს, რომელსაც სასაფლაოს გალავანი აქვს
და მტრედებს ჭამენ, ისე შიათ დაკარგვა რწმენის,
ღამე კახპებით დატვირთული ქარავანია,
სადაც სიცოცხლე სულელია, სიკვდილი _ ბრძენი.

სადაც ყოველთვის საუბრობენ ძალიან ცოტას,
მაგრამ ნერვებით, ერთმანეთის ზიზღით, ხმამაღლა,
სადაც სიკეთე გამოცდაზე აბარებს ცოდვას
და სიყმაწვილე ნაოჭებმა მტვერში დამარხა.

ასეთ ქალაქში შემოფრინდა ზაფხულის მაცნე,
პეპლების გუნდით, ყვავილების ლურჯი ნიავით,
იწრიალეს და საღამომდე ვერაფრით გაძლეს
ქალაქში, სადაც ვერ იპოვეს ადამიანი.



4 комментария:

  1. ჰეექქქსს გავცვალოტ ლინკები :2კისს:

    ОтветитьУдалить
  2. ჰანი? სპყ
    არ ვიცოდი ბლოგი თუ გქონდა
    გვაცვალოთ
    :2kiss:

    ОтветитьУдалить
  3. არა ჰანი არა,წიზარდ :დ :2კისს:

    და რატო გეგონე ჰანი? :დ

    ОтветитьУдалить
  4. uih uih uih
    saxeli ar vicodi sheni sexniav :P

    nu nina honey-stan asocirdeba ratomgac
    xoda
    ese
    momeowna sheni blogi
    da dagamate ,.... )))))
    :2kiss:


    warmetbuli blogeroba shen :tan:

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)