05 октября 2008

გავაერთიანოთ სამოთხე და ჯოჯოხეთი
რა მოხდება? :უსერ:
ყოველთვის მიყვარდა ყველაფერი შერეული :D

ვიყავი ჯოჯოხეთში, მაგრამ თავს ისე ვგრძნობდი როგორც სამოთხეში.
აღვწერო? არა ეს უნდა გენახათ......

ყურში ბოლო ხმაზე ღრიალებდა "ზვერი" და იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს მთელი სამყარო "ზვერს" უსმენდა...
ის ყველგან იყო.... ჰაერი მთლიანად მისით იყო გაჟღენთილი....
იქვე ახლოს ეგდო პლეიერი, სადღაც წკრიალებდა ტელეფონი.... სადღაც ზარები რეკავდნენ.
ბნელდებოდა .......
მაგრამ სინათლე უფრო და უფრო მატულობდა. მზე მთელი დღის განმავლობაში გაცემულ სითბოს უკან ითხოვდა, იბრუნებდა.....
ციოდა....... თანდათან უფრო.......
მთვარე ანათებდა საოცრად ნათლად, თბილად, ყურადღებით..... ჩრდილებს ეცემოდა, გულში იკრავდა, ეხუტებოდა, ეფერებოდა. ქარი ქროდა, ბალახი ბიბინებდა.....
მთვარე არ ჩერდებოდა, - მომდევდა, მაგნებდა , მპოულობდა, მიჭერდა, მხედავდა, მგრძნობდა, მისმენდა, ჩემი სუნთქვა ესმოდა და ჩემს გულზე ედო თავი.
ყურთან წიოდნენ მატარებლები, ღამეს გაურბოდნენ ბორბლები, ფანჯრები ტიროდნენ, ცრემლებით ინამებოდნენ, ხეები იზნიქებოდნენ, ღრუბელები იმალებოდნენ......
მთვარე ანათებდა
ქარი წიოდა

და ცაც......
ისე ახლოს იყო დედამიწასთან.....

P.s. რა აბდაუბდაა, მაგრამ ეს დღეს რომ არ დამეწერა ვერასდროს ვეღარ დავწერდი ......

:user:

sweet dreams

3 комментария:

  1. esaaaa prozashi amgrebeuli poeziiss klasikuri numushi....
    :)))))))))))))))


    :user:

    ОтветитьУдалить
  2. nw nw nw
    zveris mosmenas ver gadavachvie me es bavshvi...

    ОтветитьУдалить
  3. ნუ ეხლა ლენონის დონემდე ყველა ვერ მივალთ :boli:

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)