უინტერნეტობის ჟამს როდესაც წიგნების კითხვას მივყავი ხელი
მეგობარმა მათხოვა აწ გარდაცვლილ ირაკლი ჩარკვიანის ავტორომანი "მშვიდი ცურვა"
მე წავიკითხე, არ მომეწონა და აბა შენ ნახეო
ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებას ადრეც ( იგულისხმება მის გარდაცვალებამდეც) ვაფასებდი , თუმცა მანამდე მას მხოლოდ როგორც კომპოზიტორს ვიცნობდი
წავიკითხე
დიდი ზემოქმედება იქონია თქო ვერ ვიტყვი
მაგრამ წერის სტილმა კი შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ მომხიბლა - აბსოლიტურად გულახდილი, გახსნილი, ინტიმურ საუბრამდე დაყვანილი -არაფერი დაფარული. ზედმეტი ფორმალობებისა და მიკიბულ-მოკიბული საუბრის გარეშე.
ხო და რაც ყველაზე მთავარია
ავტორი საკმაოდ ხშირად (თითქმის ყველა თავში) გვახსენებს, რომ ეს წიგნი არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი მისი ტრილოგიისა და ამ წიგნით მაინცდამაინც ნუ შევაფასებთ მისი წერის ნიჭს, მის გმირებს, ფანტაზიასა და ა.შ. რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია და შემდეგი რომანები გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იქნება....
ყოველი ასეთი წინადადების წაკითხვის შემდეგ (ბუნებრივია) მახსენდებოდა ერთი ცნობული ანდაზა კაცის ბჭობისა და ღმერთის სიცილის შესახებ .
და სულ უფრო და უფრო დაუძლეველი სურვილი მიპყრობდა იმ დღესვე დამეწერა, დამემთავრებინა, გამესწორებინა ყველა მოთხრობა, ლექსი, ჩანაწერი, რომანი რომელიც ოდესმე დამიწერია და რომლის დაწერასაც სამომავლოდ ვაპირებდი და ხან გადაუდებელ საქმეებს ვიმიზეზებდი და ხან უგზო-უკვლოდ დაკარგულ მუზებს.
არ ღირს საქმეების გადადება არც ერთი დღით,
თორემ ვინ იცის
იქნებ ხვალ მეც დამარტყას გულმა ან ნარკოტიკების დიდმა დოზამ შემიწიროს,
და თქვენ ვერ წაიკითხოთ ის რისი დაწერასაც მე ადრე თუ გვიან ვაპირებდი
და ჩემს შემოქმედებით უნარზე მხოლოდ და მხოლოდ უკვე დაწერილით იმსჯელოთ
მოკლედ ამ რომანმა თითქმის შეცვალა ჩემი ცხოვრებისეული დამოკიდებულება და თითქმის დამარწმუნა რომ უმჯობესია ყველა საქმის დღეს გაკეთება
მაგრამ მხოლოდ თითქმის :P
16 ноября 2008
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
heqsus dabrundi ra..
ОтветитьУдалитьiseti mshvidi da tbili aurit rogoritac damtove :) :*
dabrundi da tu ginda mshvidad icure,tu ginda mshvidad ifarfate :love:
მე ვერ გავედი ბოლომდე, თან გამოუშვეს თუარა, მაშინვე დავიწყე კითხვა და ალბათ მაინც ახალი გარდაცვლილი რომ იყო თუ რავი, ძალიან მემძიმა და შევეშვი. ერთ დღეს აუცილებლად გავალ ბოლოში :)
ОтветитьУдалитьმე რამდენი ხანია ფეხს ვითრევ ამ წიგნის წაკითხვისგან..
ОтветитьУдалитьარადა მინდა...
ერთ დღეს, როცა მთლიანად მზად ვიქნები, მაშინ წავიკითხავ...
marazma
ОтветитьУдалитьme davbrundebi isev yvavilebit xelshi
:tan: