04 декабря 2008

კაშმარ

ბლოგის სიზმრების დღიურად გადავაქციე მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენად რეალურ სიზმრებს ვხედავ რომ უკვე სერიოზულად მიჭირს იმის გარკვევა რომელია რეალობა და რომელი სიზმარი..
გაღვიძებისას კი საოცრად დაღლილი და დატვირთული ვარ ემოციებისგან....


გუშინ....
კლასელი, რომელიც მეექვსე კლასიდან არ მინახავს, სასამართლო პროცესზე ( რომელიც ჩვენ კლასში იმართებოდა) ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი ორსულობა.
რაღაც მძიმე დანაშაულში სდებდენე ბრალს და თუ თავის ორსულობას დაამტკიცებდა ბრალდებას მოუხსნიდნენ.
მისი აბსოლიტურად არავის სჯეროდა
სამი ექსპერტიზა იყო უკვე ჩატარებული
მაგრამ ექიმები დაზუსტებულ პასუხს ვერ იძლეოდნენ მართლა იყო ეს გოგო ორსულად თუ არა
მოკლედ სრული დილემა იყო
მე კი რატომღაც მჯეროდა მისი და რატომღაც ველოდებოდი ექიმ ჰაუსის :D მოსვლას რომელიც უდაოდ მოფენდა ნათელს ყველაფერს ( სერიალის რეკლამას მოვკარი გუშინ თვალი და ალბათ იმოქმედა :D)


შემდეგ რაღაც საშინელ კლუბში მოვხვდი.....
ნუ ყველა კლუბს ეძახდა მაგრამ ტრადიციული ქართული რესტორანი იყო
ერთი კედლიდან მეორე კედლამდე გაშლილი სუფრით, თამადებით, ყანწებით, უსაშინლესი მუსიკით და კიდევ უფრო საშინელი საჭმლით
ყველა ყველას ძალიან კარგად იცნობდა და ყველა რატომღაც დარწმუნებული იყო რომ ძალიან მაგარ კლუბში ერთობოდა.
წამოსვლა მინდოდა, მაგრამ ხალხი ვისთან ერთადაც ვიყავი იქ მისული ძალიან მაგრად ერთობოდა და არავინ მთამხდებოდა წამოსვლაზე
თანაც ვიცოდი, ან ვგრძნობდი რომ ძალიან ძალიან ახლოს ვიყავი სახლთან, მაგრამ მაინც ვერ გამებედა ფეხით მარტო წამოსვლა.


დილით რომ გავიღვიძე თავი მისკდებოდა. და დიდი ხანი ვიხსენებდი მართლა ხომ არ ვიყავი გუშინ იმ საშინელ რესტორანში მეთქი :D

1 комментарий:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)