21 декабря 2008

თითქმის იდეალურად


პოსტი შთაგონებულია ამ პოსტით , და შესაბამისად იდეაში მე უნდა დამეწერა იდეალურ ურთიერთობებზე.
მაგრამ მოდით იდეა იდეად დავტოვოთ და დავწეროთ ზოგადად იდეალურზე.
რას ნიშნვს იდეალური ჩემთვის ცოტა გაუგებარია. იდეაში ეს არის ყველაზე საუკეთესო და შესაბამისად აღნიშნული სიტყვა იდეაშივე დიდი მარაზმია ჩემთვის. რადგან (იმჰო) არ არსებობს ყველაზე საუკეთესო. ყოველთვის მოიძებნება რღაც /ვიღაც ვინც იმ იდეალურზე კიდევ უფრო სრულყოფილი, დახვეწილი და იდეალური იქნება და ასე უსასრულოდ დაუსრულებლივ...

მთელი ჩემი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე არასდროს ვყოფილვარ იდეალურად.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ უბედური ვარ და ცხოვრებაში არ გამიმართლა .. პირიქით..

უბრალოდ არასდროს ვაღიარებდი და დღემდე არ ვაღიარებ ჩემს იდეალურად ყოფნას
და როცა უბრალოდ ძალიან ძალიან კარგად ვგრძნობ თავს - ტრადიციულ კითხვაზე "როგორ ხარ?" ტრადიციულად ვპასუხობ - " თითქმის იდეალურად."
და მერე ყველა იწყებს დაკითხვას - "რა მოხდა?" " რატომ თითქმის?"

პირველ რიგში იმიტომ რომ აბსოლუტური არაფერი არსებობს თავისუფლებიდან დაწყებული იდილიით დამთავრებული.
მეორე - სრული იდილია მოსაწყენია, თანაც ძალიან.
წარმოიდგინეთ რა იქნებოდა ცხოვრება ყველაფერი რომ კარგად იყოს
ყველაფერი ვიცოდეთ
ყველაფერი შეგვეძლოს.
დილით ალბათ გაღვიძებაც არ მოგვინდებოდა, რადგან ყოველ დილით თვალის გახელა ხომ იმას ემსახურება რომ კიდევ ერთი დღე ვიცხოვროთ კიდევ ერთი სირთულე დავძლიოთ, კიდვ ერთი რამ გავიგოთ.
დიახ.....
პრობლემები საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო უარესი ამ საშინელების გარეშე ცხოვრებაა.

და მთავარი მიზეზი იდეალურად არ ყოფნის სურვილისა ზემოთაც დავწერე და უფრო განვმარტავ/განვავრცობ -
ადამიანი ხომ ყოველთვის უკეთესისკენ მიისწრაფის. საშინლად არ მიყვარს გამოთქმა - " უკეთესად არც შეიძლება იყოს." ჯერ ერთი იმიტომ რომ არ არსებობს სიტუაცია რომლის უკეთესად ყოფნაც არ შეიძლება. და მეორეც ადამიანი რომელიც ამ სიტყვებს ამბობს თითქოს იყინება, აღარ ვითარდება. იმიტომ რომ თავად არ უნდა, მეტიც, ვერც კი წარმოუდგენია უკეთესად ყოფნა.
აი "თითქმის" კი სწორედ იმას გულისხმობს რომ ყველფერი ძალიან კარგად არის, მაგრამ შესაძლებელია უფრო კარგად. ეს სიტყვა გაძლევს შესაძლებლობა( სტიმულს ) განვითარების, უფრო კარგად ყოფნის.


გაცილებით უკეთ შემეძლო ეს ყველაფერი დამეწერა, მაგრამ ასე რომ მომხდარიყო იქნებ თქვენ არც კი გეფიქრათ და უსიტყვოდ დათანხმებულიყავით მოსაზებას რომელიც შესაძლოა არც არის სწორი. მე კი უფრო მეტი სტიმული მექნება გაცილებით უკეთ დავწერო შემდეგი პოსტი რომლის იდეაც ამ პოსტს წერისას გამიჩნდა.


და ბოლოს
გულითადი რჩევა:
ნუ ეცდებით იყოთ იდეალურად - მერწმუნეთ ეს მოსაწყენია.
ეცადეთ იყოთ თითქმის იდეალურად- ეს ნიშნავს რომ იდილია ჯერ კიდევ წინ არის

:)

5 комментариев:

  1. სულ იდეალურად ვერც იქნები და თანაც მოსაწყენია მართლა . . .

    ხო მგონი ეგრე ჯობია, თითქმის იდეალურად , მაგრამ სულ ეგრე ყოფნაც მოსაბეზრებელია :D

    ОтветитьУдалить
  2. არ ვიცი რააა. მართლა იდეალურად არასდროს არ ვყოფილვარ, თითქმის იდეალურადაც კი. სულ რაღაცა მღღრნის შიგნიდან. ასე რომ არ ვიცი რაა იდეალიზმი.

    უი, ახლა გამაზსენდა და დავწერ ბარემ. სამსახურიდან წამოსვლამდე 1 თვით ადრე წარმოშობით ერთი ჩეჩენი გოგო შევარჩიე და ვამზადებდი ჩემს ადგილზე დასატოვებლად.ხოდა მახსოვს ზოგიერთი განყოფილების უფროსს არ მოსწონდათ ეს გოგო და მიზეზი იყო: ”Она слишком правилная”

    ОтветитьУдалить
  3. ამიტომაც ყოველთვის უნდა იყო ამაყად
    როგორც მე :ბის:

    როცა მეკითხებიან როგორ ვარ
    ვპასუხობ ამაყად
    :ყეს:

    ОтветитьУдалить
  4. naweris temas ar shevexebi, ubralod imas vityvi, rom stili ori wvetivit gavs im stils, romelitac studentobis dros vwerdi... ras ar gaigebs da dainaxavs kaci

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)