25 декабря 2008

ერთი წიგნის გან-ზუმი-ლებაში =)


ბლოგი მხოლოდ მაშინ მახსნედება როცა ცუდ ხასიათზე ვარ
შეიძლება ეს ასეც უნდა იყოს , რადგან ჩემს ბლოგს ფსიქოლოგის ფუნქცია აკისრია. როცა ცუდად ვარ მთელ უარყოფით ემოციას ამოვანთხევ და მერე არა მხოლოდ მშვიდდები , არამედ შემდეგი დღეები გაცილებით უკეთესად მიდის ......


ხოდა რისი დაწერა მინდა
გუშინ მომივიდა მესიჯი ზუმის -გან.... ( ჯეოსელის ახალგაზრდული კლუბი)
24-25-ში ბაკურ სულაკაურის წიგნების გამოფენა -გაყიდვა იმართებოდა ამირანში
და ზუმის წევრებს 25% ფასდაკლებას სთავაზობდნენ.


[ისე 24-25-ში თუ არის ეს აქცია გაუგებარია მესიჯი 24 -ში ღამით რატომ მოდის ,. ]

გამახსენდა რომ წიგნი რომლის შეძენასაც ვეგეგმავდი სწორედ ამ გამომცემლობიდან იყო და გადავწყვიტე მესარგებლა ზუმის მიერ მონიჭებული უპირატესობით

[სახლში განხორციელებულ სახელმწიფო რეკეტზე არაფერს დავწერ]

გათენდა 25 ,.


ჯერ წავედი უზენაეს სასამართლოში
სტაჟირების სერთიფიკატის ასაღებად.
12 საათზე დამიბარეს და მე პირველის ნახევარზე მივედი. ( სულ რაღაც 2 აბზაცის შემდეგ ქართველების არაპუნქტუალურობაზე გამოვთქვამ უაღრესად დიდ შეშფოთებას :D )
მივედი
და სერთიფიკატების გადაცემა დამთავრდა და შენ საერთოდ ვისთან ხარო
ნუ ჯანდაბას
საზეიმო გადაცემას ვერ დავესწარი ისე მაინც ავიღო ეს სერთიფიკატი მეთქი
მაგრამ საშვის დაშვება ზემოდან არ მოხდა, ტელეფონს არ პასუხობდნენ...
მოკლედ წამოვედი....

პირველი საათი იყო ამირანში რომ მივედი
და სად არის გამომცემლობა?
ამირანში მომუშავე გოგოებმა გვითხრეს რომ ეგენი რაიმე დადგენილი გრაფიკით არ მუშაობენ
გუშინაც იყვნენ , მერე წავიდნე , მერე ისევ მოვიდნენ და დღეს როდის მოვლენ და რამდენი ხანით გაჩერდებიან არ ვიცითო (welcome in gerogia :P )
არა რა მართლა თუ აქციას ატარებ მოდი და ჩაატრე ნორმალურად , თუ არადა გეხვეწება ვინემ რამეს?
გაგიჟდები პირდაპირ

ნუ მოკლედ
მე და იქ შეკრებილმა აღშფოთებულმა საზოგადოებამ ქვეტექსტებით - ეს სად ვცხოვრობთ? დავიწყეთ ამირანის მაღაზიების თვალიერება , ხოდა სად იყო და სად არა გამომცემლობის ხალხიც გამოჩნდა ასე ერთ საათში.. :D
სრული საგიჟე იყო.... ე.ი. რომ ამბობე საქართველოში წიგნებს აღარ კითხულობენო ტყუილია
ნუ შეიძლება ზოგს ის წიგნები სურათების დასათვალიერებლად უნდოდა :D მაგრამ მაინც კლიენტი ძალიან ბევრი იყო


ავარჩიე როგორც იქნა ეს წიგნი და ... "უკაცრავად მაგრამ ფასდაკლებით ვერ ისარგებლებთ იმიტომ რომ ანგარიშზე თანახა აღარ გაქვთო ( ქვეტექსტი: ფეხებზე გვკიდია რომ 7 წელი ჯეოსელს ერთგულად უძლებთ )


[არადა ვიცოდი ... ის კი არა ანგარიშზე თანხა რომ არ მქონდა ,, ჯერ კიდე მაშინ როცა უზენაესში საშვი არ დაუშვეს , იქიდან ვიცოდი რომ რაღაც ვერ იქნებოდა კარგად, წიპა დღის არასწორი დასწყისი იყო ....და ა.შ. ]


დრო აღარ მქონდა
და
წავედი უნივერსიტეტში ლექციაზე ,
წერა მქონდა
საოცრად უნიჭო კაზუსი იყო იმის შეხსენება რომ არ არსებობს უნიჭო კაზუსები , არსებობენ მხოლოდ უნიჭო სტუდენტები არ არის საჭირო.

ლექციის მეორე ნახევარში ავოედან გადმოწერილ საახალწლო სიმღერებს ვუსმენდი განწყობის გამოსაკეთებლად მაგრამ არ გაჭრა

ლექციის შემდეგ ისევ ჩავედი ამირანში მეგობრებთან ერთად
ის წიგნი უკვე გაყიდული დაგვხვდა
ე.ი. ადამიანს წიგნის კითხვა უნდოდეს და ასე არ უწყობდნენ ხელს?
მერე იტყვიან უწიგნური თაობა მოდისო.

დამამშვიდეს - ხვალ გამოცემლობაში თუ მოხვალთ 20 % იანი ფასადკლებით ისარგებელბთო
მაშინ კი ვთქვი მივალ მეთქი მაგრამ ეხლა როცა სახლში მოვედი გავთბი და უარყოფითი ემოციებისგან ნაწილობრივ განვთავისუფლდი
ეხლა ვფიქრობ და პაშლი ანი კუდა ნი ბუც პადალშე .... ( რუსული დახვეწილია )

ძალიან მეზარება უნივერსიტეტის მერე იმ ტალახში სიარული ( ქვეტექსტი; შეიძლებოდა გამომცემლობის უფრო ცივილურ ადგილზე გადმოტანა, ყოველ მისვლაზე ტალახი რომ არ ვზილო :P)


P.s.ხოდა ეგრე
აი ასეთი დღე იყო
ეხლა
საერთაშორისო სახელშეკრულებო ბლა ბლა ბლა მაქვს სასწავლი ... არანაკლებად დიდი უნიჭობა, მაგრამ ცხოვრება მაინც მშვენიერია იმ წიგნის გარეშეც კი :P


P.p.s. დღეს გოგოებმა მითხრეს რომ ძალიან მოსწონთ ჩემი ბლოგი, კითხულობენ და ვევასებით
ხოდა გამიხარდა

ეს აღიარება მოხდა მას შემდეგ რაც მთელი გზა ვწუწუნებდი იმაზე თუ რა უბედური ვარ

P.p.p.s. pinky.ge-ზე მარტო მე ვერ შევდივარ თუ ახალბედა ჰაკერების მორიგ სწავლებას შეეწირა? სპყ

2 комментария:

  1. es bavshvi an chveni yofili stajioria an me mchirs deja-vu!

    ОтветитьУдалить
  2. გილოცავ, შენ საქართველოში ცხოვრობ, ასე რომ არაფერია გასაკვირი :ჵ

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)