30 декабря 2008

რა ვუსურვოთ ერთმანეთს?!

უკვე მეც ვიგრძენი რომ მალე ახალი წელი მოვა
და დადგება ეს მილოცვების, სურვილების და ათასი ბლა ბლა ბლას პერიოდი
არ მახსოვს როდის მაგრამ .... დავასკვენი რომ ეს მილოცვები და სურვილები არის ძალიან ზოგადი მარაზმი

აი გაიხსენეთ როდესაც ვინმეს რამეს (არ აქვს მნიშვნელობა რას) ულოცავთ
რას უსურვებთ?
დაესწარი მრავალს ჯანმრთელად, ბედნიერად, სულ სიკეთე, სიხარული ბედნიერება და ა.შ.
საერთო ჯამში ეს არ არის ცუდი
პირიქით კარგიც არის ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიკეთე და თან ეს ყველაფერი კიდევ 100 წელი :D

მაგრამ

ვფიქრობ უკვე იმდენად გვაქვს ეს სიტყვები გაზუთხული რომ ვერც კი ვაცნობიერებთ რას ვეუბნევით.....
(მეოთხე კლასში ვეფხისტყაოსნის რამდენიმე სტრიქონს რომ გვაზეპირებდნენ და ჩვენც ვცდილობდით ხმამაღლა და გამოთქმით გვეთქვა ეს სტრიქონები და რა თქმა უნდა ვერ ვიაზრებდით რას ვამბობდით, უბრალოდ ვიცოდით რომ ასე უნდა გვეთქვა.)


არადა რომ დაუკვირდე
სურვილები კი არა ოცნებებიც კი (თითქმის) ყოველთვის ხდება
მთავარია მოინდომო
და
მთავარია გულით გსურდეს
და სხვასაც თუ რაიმეს გულით ვუსურვებთ იქნებ ეს ჩვენი გულითადი სურვილი 0.01%-ით მაინც დაეხმაროს მიზნის მიღწევაში :)

მაგრამ მთავარია რომ ეს სურვილი რაიმე ზოგადი კი არ იყოს წიპა სულ კარგად ყოფნა 1000 წელი და ბლა ბლ ბლა
არამედ რაიმე კონკრეტული

კონკრეტულად რაც ყველაზე მეტად უნდა.
(ხოლო თუ ადამიანს იმდენად კარგად არ ვიცნობთ რომ არ ვიცით რა უნდა კონკრეტულად მომავალ წელს, მაშინ შაბლონური მილოცვების გამეორებას ჯობია საერთოდ არაფერი ვუსურვოთ :D )

P.s. ყველაზე მეტად მიყვარს ფრაზა- " როგორც შენ გინდა ისე იყავი"
თორე აბა რა არის ეს სულ კარგად იყავი?
სულ კარგად ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ,- ეგ ერთი
და მეორეც
იქნებ მე არ მინდა კარგად ყოფნა
იქნებ ემო ვარ
და ბედნიერებას თავის უბედურად გრძნობაში ვპოულობ :D
ან ეს კიდე 100-1000 წელი რა უბედურებაა .... ყვავები ვართ? :spy:


გეტყოდით ეხლა მრავალს დაესწარით მეთქი
მაგრამ რა ვიცი იქნებ არ გინდათ?

მოკლედ როგორც გინდოდეთ ისე ყოფილიყავით
კონკრეტულად მომავალ 2009 წელს! =)

1 комментарий:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)