11 декабря 2008

lucky/unlucky




კატასტროფულად საშინელი და უიღბლო დღე მქონდა გუშინ. სწორედაც რომ უიღბლო თანაც იმდენად უიღბლო რომ თავი ჰოლივუდის მორიგი უნიჭო ფილმის მსახიობი მეგონა. აი ცხოვრებით ნიუდაჩნიკებზე რომ არის ფილმები, ყვლაფერი ისე რომ ეწყობა რომ მთელი ცხოვრება არ უმართღლებთ და ბოლოს კრუგნი ვიზუჩები რომ ხდებიან .. აი ისეთი.
წინა ღამით დავაყენე მაღვიძარა დილის 8 საათზე, მაგრამ არავინ იცის რატომ - შუადღის 4 სათზე ძლივს ავწიე თავი. პრინციპში ბევრი დილის სწორედ ასე დაწყებაზე ოცნებობს, ხოდა რა მოხდა მერე ისეთი? არაფერი, უბრალოდ 2 ლექცია გამიცდა + ამას თითქმის მთელი დღე დავკარგე თან მეორე დღით კოლოქვიუმი მქონდა და დილის 8 საათზე ადგომა სწორედ კოლოქვიუმისთვის მომზადებით იყო განპირობებული. გადავწყვიტე სემინარზე მაინც წავალ მეთქი მოვემზადე და გავედი სახლიდან, ჩავჯექი მარშუტკაში და მივდივარ ჩემი ჭკუით, სანამ მე ჩემი სახლიდან უნივერსიტეტში მივაღწევ მანამდე ერთი-ორი რევოლუციის მოწყობას კი მოასწრებს კაცი თუ მოინდომა,(სან-ზონის გზის გაკეთებამდე სამის მოსწრებაც შეიძლებოდა:D ) ხოდა შუა გზაში მირეკავს მეგობარი და მეუბნება აღარ მოხვიდე ლექტორი არ მოვაო .... წამოვბუნძულდი უკან.
რამდენიმე საათი სახლში უსარგებლო ბოდიალის შემდეგ გადავწყვიტე მემეცადინა. მაინც საშინლად მეძინებოდა. 100 ფურცლამდე წავიკითხე რაღაც უმაღლესი ხარისხის უაზრობა და თავში მაინც არაფერი არ შევიდა. ყველაზე საშინელება მაინც ის იყო რომ მეორე დღით დასაწერ კოლოქვიუმს და წაკითხულ მასალას ერთმანეთს ვერ ვუკავშირებდი. (დალენჩების რომელი სტადიაა ნეტა ეს? )

ინტერნეტს სრული მასშტაბით ეტირა ყოფა, ისეთი ინტერვალებით მიდი-მოდიოდა როგორც აი დაახლობეით 90-ინ წლებში შუქი.

მერე პაინტში დავიწყე ჩემი თავის ხატვა, როცა დავხატე და ნახატი უნდა შემენახა, სწორედ მაშინ გაჭედა კომპმა,თან ისე სასტიკად რომ კომპიუტერს დარესტარტება მოუწია და რომ ჩავრთე რა თქმა უნდა ნახატი შენახული არ დამხვდა. საღამოს ჩემმა ძმამ ნაუშნიკები მომიტანა რომლის მოტანაზე უკვე დიდი ხანია ვებუზღუნები და ხან რჩება ხან ავიწყდება და ხან ღმერთმა იცის რა მაგრამ გუშინ მომიტანა, მაგრამ რათ გინდა მოტანიდან ზუსტად ერთ საათში ისეთი საშინელი სისასტიკით მივამსხვრიე რომ გაკეთების ყოველგვარი პერსპექტივა დავუკარგე.
ნუ რა თქმა უნდა მე კი არ ვარ დამნაშავე, თვითონ ის იყო უხარისხო :დ მაგრამ მაინც გული დამწყდა საშინლად.
ხო მანამდე აღმოვაჩინე, რომ მელიას გამოგზავნილი ალადინის საუნტრეკები ჩემ ძმას წაუშლია. არა კი არ წაუშლია, დესკტოპზე ეგდო და შემთხვევით წაეშალა და საერთოდაც რამდენჯერ უნდა გამაფრთხილოს რომ ნუ ვყრი ჩემს დოკუმენტებს ამ დესკპტოპზე, რადგან თურმე ვერ იტანს არეულ მაგიდას. პადუმაეშ. გავცოფდი. გუგლითაც ვერ მოვძებნე მელიაც არ იყო სკაიპში ან როგორ იქნებოდა ინტერნეტი არ მქონდა. :დ
მოკლედ ამდენი მაშინ ან მიწკნავლია ვინდოუსს მთელი ჩემი ფოლდერები რომ გადააყოლა.
მაშინაც ზუსტად ასე – წაეშალა :დ


ნუ ამდენი წვალების მერე გამახსენდა და რომ მალე "ცუდი გოგოები" უნდა დაწყებულიყო რუსთავზე ხოდა გემრიელად მოვკალათდი სავარძელში შოკოლადთან, თხილთან და მანდარინებთან ერთად და შევუდექი რეკლამების ყურებას იმ იმედით რომ მალე ჩემი ფავორიტი სერიალი დაიწყებოდა. შენც არ მომიკვდე
დაიწყო რაღაც დებილობა კლიპები ომგ
თურმე ფეხბურთი ყოფილა
ბრრრ.
განრისხების უნარიც კი დავკარგე
მომინდა ეს ყველაფერი
ბლოგზე დამეწერა
ჩავრთე კომპიუტერი
და ინტერენეტი ისევ არ იყო
გამოვრთე
და როგორც კი დავწექი მაშინ ატეხეს გარეთ წივილ-კივილი
ომგ
დილით ძლივს ჩამეძინა
სიზმარი ვნახე ფორუმელებზე, უცნაური, მარა ალბათ მაგას მერე დავწერ.


აი ასეთი დღე მქონდა გუშინ
ნუ ეხლა ვუყურებ და თითქოს დიდი არაფერი მარა მაინც
უსერ

1 комментарий:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)