
ტაკ ადრე თუ გვიან მე ამაზე უნდა დამეწერა
ყველაფერი როგორც ყოველთვის forum.,ge-დან დაიწყო
ეს ის დროა როცა განყოფილება "სილამაზე და მოდა " ჯერ კიდევ არ არსებობდა
სამაგიეროდ არსებობდა "ჯენერალი"
და იქ საკმაოდ მოკრძალებულად სუფევდა ერთ-ერთი ონლაინ მაღაზიის თემა
რომლის დანახვაზეც მე ყოველთვის მეღიმებოდა, რადგან მაშინ ვერ წარმომედგინა რომ შეიძლებოდა ტანსაცმლის გაუსინჯავად ყიდვა.
მაგრამ ერთხელაც მეც მძლია ეშმაკმა

და გადავწყვიტე ამ საიტის დათვალიერება
ხოდა დავათვალიერე
მომეწონა ისე რა
მერე კიდევ დავათვალიერე
მერე კიდევ
მერე სეილები დაემთხვა
მერე ახალი კოლექცია
მერე დავრეგისტრირდი
მერე ვიშ ლისტი ძალიან გაიბერა
მერე დოლარის კურსმა აიწია
მერე ზომებში დავიწყე გარკვევა
მერე სხვა საიტებიც აღმოვაჩინე
მერე ახალი თემებიც გაიხსნა
მერე ახალი განყოფილება
და გილოცავთ თქვენ უკვე მანიაკი ხართ

ვის არ უყვარს მაღაზიებში სიარული?
მნიშვნელობა არ აქვს ფული გაქვთ თუ არა ეს პროცესი ყველასთვის მომხიბვლელია
აი ონლაინ შოპინგი კი სულ სხვა განზომილებაა და ათჯერ უფრო სასიამოვნო
ტაკ
ჯერ ნახულობ სურათს, მერე ადიდებ, უფრო კარგად აკვირდები, დეტალებს სწავლობ, მერე ფერებს უცვლი, ფიქრობ რომელი ფერი უფრო მოუხდება, მერე ფიქრობ რასთან ერთად და სად შეიძლება ამის ჩაცმა, მერე ფიქრობ- S რომ გამოვიწერო პატარა იქნება და M დიდი
რა ვქნა>?
პოსტავ ფორუმზე რომ ამხელა დილემის წინაშე დგეხარ და ბოლოს გადაწყვეტ გამოიწერო მაინც M
გამოიწერ
და ელოდები
1
2
3
ზოგჯერ
4
კვირაც
და ის ჩამოდის
როგორც ყოველთვის სურათზე უფრო კარგი იყო
და აქ იწყება მთავარი
თუ მოგერგო საოცრად ბედნიერი ხარ,რომ სადღაც ოკეანის მიღმა შენთვის სასურველი ფერი ზომა , ხარისხი და ფაქტურა იპოვე.
თუ არა მოგერგო ძალიან გწყდება გული, მაგრამ თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო თითქოს თავიდანვე შეჩვეული იყავი ამას.
უბრალოდ ცდილობდი ამაზე არ გეფიქრა
1
2
3
4
კვირა
მაგრამ მხოლოდ ამაზე ფიქრობდი
და
სწორედ ამ
1
2
3
4
კვირის განმავლობაში იმდენი ადრენალინი გამოიყოფა, რომ ფაქტიურად ექსტრემალური სპორტია.
და გგონია ამით მთავრდება მთელი ეს მანიაკალური მიდრეკილება?
არა
შემდეგ მნიშვნელობა აღარ აქვს რამე გჭირდება თუ არა
გაქვს თუ არა ფული
მაინც
ყოველდღე ათვალიერებ ამ საიტებს
იწერ სიახლეებს
და ყოველდღე ცდილობ რაიმე ახალის აღმოჩენას
და როცა ქუჩაში ხედავ პალტოს, კაბას, ფეხსაცმელს
ის იმდენად ახლობელი და ნაცნობია შენთვის თითქოს შენ უკვე გქონდა ის
იცი რა პერიოდში და რომელ საიტზე იდო
იცი რა ღირდა სეილამდე და რამდენი დააკლდა სეილის დროს
იცი რა დაუჯდა მის პატრონს მისი საქართველომდე ჩამოტანა
ისიც- რამდენი ხანი მოუწია ლოდინი
კიდევ რა ფერი, ზომა და ფაქტურა იყო
და უცებ მისი პატრონიც იმდენად ახლობელი და ნაცნობი ხდება შენთვის რომ გინდა მასთან მიხვიდე და უთხრა
გამარჯობათ
თქვენ ეს პალტო აქედან გამოიწერეთ დაახლოებით ამ პერიოდში
პალტო ღირდა 100 დოლარი გამოწერას დასჭირდა 20 დოლარი
მაგრამ რატომ ეს ფერი, მე მეორე უფრო მომწონდა. თუმცა მართალი ხართ ეს უფრო პრაქტიკულია, დიახ, უფრო თბილისური ფერია
2 კვირა ელოდეთ, შეიძლება უფრო მეტიც ,. შეიძლება ფოსტაშიც აურიეს რამე
ალბათ ბევრი ინერვიულეთ მოგერგებოდათ თუ არა, მაგრამ ტანზე მაინც მშვენივრად ზის, ზუსტად .... ალბათ დიდი ხანია რაც იწერთ არა?
გინდა მიხვიდე და უთხრა მაგრამ არ მიდიხარ და არ ეუბნები
ალბათ იმიტომ გიჟად რომ არ ჩაგთვალონ .....
p.s. ეს პოსტი რომ დავწერე მინდოდა დრაფტებში შემენახა და არ შეინახა ალბათ ბლოგი მიხვდა უაზრობა რომ იყო. მარა მეორედ დავწერე - უპრიამაია

ხოდა ძალიან გამიხარდება თუ ამხელა პოსტს წაიკითხავთ, უფრო მეტად გამიხარდება თუ მოგეწონებათ
და უფრო და უფრო და უფრო და კიდევ უფრო მეტად- თუ საკუთარი თავის ამოცნობას შეძლებთ
ე.ი. მხოლოდ მე არ ვყოფილვარ ესეთი ავადმყოფი მანიაჩკა

ერთადერთი რატომაც არ მიყვარს ონლაინ შოპინგი არის ის ტომ ვერ ვარტყავ ზომებს
ОтветитьУдалить:D
კალათში ვყრი ყველაფერს,რაც მომწონს. კოლოსალურ თანხებს ვურტყამ ხოლმე. მერე ხელფასი რომ მერიცხება, თვალს ვუსწორებ რეალობას და იმ შეყრილი ნივთებიდან 1–2ს თუ გამოვიწერ, ჰომ კარგი :D ახლაც ხელფასს ველოდები, სტივ მადენის ფეხსაცმელი მინდა :ლოვე:
ОтветитьУдалитьარ ვარ მანიაჩკა, მაგრამ მივქარე და შარშანწინ ვიქტორიას ფეხსაცმელები გამოვიწერე. თითქოს ჩემი ზომა იყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ 1 ზომით დიდი უნდა გამომეწერა. :უსერ: ისე გული დამწყდა ისე რომ... :(
ОтветитьУдалитьეხლა ჩემ დიშვილს აცვია და ისე მიხარია ჭკუაზე არ ვარ, რადგან ტყუილად არ გამოვწერე და ვიღაცისთვის მაინც აღმოჩნდა სასარგებლო.
miramax
ОтветитьУдалитьხო აი ფეხსაცმლის გამოწერა არის დიდი პრობლემა
ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ზომებია
სულ ორჯერ მაქვს ფეხსაცმელი გამოწერილი
ორივეჯერ უშედეგოდ.
:user:
nati kuda
ეგრე მიყრია მე კალათაში ყველაფერი :D
იმ იმედით რომ მოვა დრო და ამ ყველაფერს გამოვიწერ :D
მერე რაც დრო გადის ეს კალათაში ჩაყრილი ნივთებიც მბეზრდება და ისინიც ნელ-ნელა ტოვებენ ჩემ ვიშ ლისტს. :D
წარმატებები შენს ფეხსაცმლის გამოწერაში :)
მე პალტოს ველოდები ახლა დღე დღეზე
ОтветитьУдалитьპოსტი ხომ ძალიან მომეწონა
ზუსტად არის გადმოცემული
იმ განსხვავებით, რომ მე არ მიყვარს მაღაზიებში სიარული და ეს პალტოც მხოლოდ იმიტომ გამოვიწერე, რომ მაღაზიებში სიარულს ვერ ვიტან და თვალები მიჭრელდება და შესაბამისად ვერაფერს ვერ ვარჩევ :(
ხოდა სულ გული მიკანკალებს ს მაქვს გამოწერილი და პატარა არ მქონდეს : )))
ეხლა ერთი კაშნიც უნდა გამოვიწერო, მაგრამ სანამ ის ჩამოვა კაშნის სეზონი გასული იქნება და მე მინიმუმ ანგინა დამემართება :))))
utvino
ОтветитьУдалитьვაიჰ
პალტოს საიდან იწერ?
ვიქტორიას საიტზე ვნახე ერთი ძალიან საყვარელი პალტო და იმას ვუტრიალებ დიდი ხანი
საკმაოდ იაფია მაგრამ გამოწერას მაინც ვერ ვბედავ
რა ვიცი ჯერ არ გამომიწერია პალტო და ვერ ვერკვევი მაგის ზომებში :user:
S და M- ს შორის ვიჭყლიტები :D
შარფის გამოწერა რა გინდა ყველაზე უპრობლემოა ... :)))
საიდან იწერ? :)
ამაზონიდან გამოწერა მინდა და რომელ კომპანიას ჩამოვატანინო არ იცით კარგი რომელია?
ОтветитьУдалить