10 февраля 2009

12-20

"....... ასე აეწყო ჩემი ცხოვრება და ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება არ გაზომილა წელიწადებით ......"


2001- დან 2009-მდე…
ვუუჰუუუ მთელი 8 წელი გასულა
და არც თუ ისე სწრაფად
ამ რვა წელიწადში იმდენი რამ მოხდა 8 საუკუნე ვერ დაიტევდა …

მაშინ 12 წლის ვიყავი

და მეგონა რომ 20-ის რომ ვიქნებოდი
-მექნებოდა შავი მოკლე კარე !
-არასდროს ვუღალატებდი ჩემს სტილს და მაინც ჯინსებით და კეტებით ვივლიდი
-ვისწავლიდი აუცილებლად უნივერისტეტში და აუცილებლად ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე
-დავწერდი ბევრ სტატიას, რომელსაც აუცილებლად დაბეჭდავდნენ ჟურნალები.
-მექნებოდა უფრო დიდი დრო ლიტერატურის წასაკითხად
-აუცილებლად ვივლიდი ბიბლიოთეკებში
-ვიცხოვრებდი ცალკე – მესამე სართულზე(!) აუცილებლად
-აუცილებად დავწერდი დეტექტივს.


-ძალიან მიხარია რომ პირველი სურვილი არ გამართლდა იმიტომ რომ არც მაშინ და არც დღეს არ მომწონდა/მომწონს კარე, მოკლე თმა, შავად შეღებილი თმა და ეს შავი მოკლე კარე საიდან მომაფიქრდა 8 წლის წინ წარმოდგენა არ მაქვს

-კხმ – ალბათ გული გაუსკდებოდა კაბებსა და მღალ ქუსლიანებში რომ ვენახე.

-უნივერისტეტში ვსწავლობ მაგრამ ჟურნალისტიკაზე არა

-სტატიებს ვწერ, მაგრამ არ მიბეჭდავენ კი არადა არასდროს მიცდია მათი დაბეჭდვა, ნუ პრინციპში თუ ბლოგს ჩავთვლით შეიძლება ითქვას რომ საკუთარი ჟურნალიც კი დავაარსე.

-ლიტერატურის წასაკითხად დრო საერთოდ არ მაქვს, ვკითხულობ ბლოგებს, ლიბ.გე-ზე, და გამოცდებიდან გამოცდებამდე თანამედროვე პროზასაც ზოგჯერ.

-ბიბლიოთეკაში ხშირად დავდივარ მაგრამ მხოლოდ იურიდიული ლიტერატურის წასაკითხად. თუმცა ყველა ბიბილიოთეკის საშვი უკლებლივ მაქვს.

-ცალკე არ ვცხოვრობ მითუმეტეს მესამე სართულზე, ან ეს მესამე სართული საიდან მოვიტანე?
-ვაიჰ ყველაზე მაგარი სურვილი – დეტექტივის წერა 13 წლის ასაკში დავიწყე, რომელსაც “ცეცხლის ალზე მოსიარულენი” ერქვა ომგ – და საიდუმლო მასალების სიუჟეტს უფრო გავდა ვიდრე ქართულ დეტექტივს, 15 ფურცლის დაწერის შემდეგ მივხვდი რომ დეტექტივი, ისე მოთხრობასავით არ იწერება და მის დასაწერად უბრალოდ ბევრი დეტექივის წაკითხვა არ არის საკმარისი ,., საჭიროა იურიდიული მეტყველება და იურიდიული აზროვნება და აი სწორედ მივიდივართ იქ თუ რატომ არ ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე.
ნუ ვერ ვიტყვი იმას რომ იურიდიულზე ჩავაბარე იმიტომ რომ დეტექტივი დამეწერა, ნუ ამას უფრო დიდი და საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ არაქვეცნობიერად შეიძლება 0.0.1 % ამანაც შეიტანა წვლილი.
თუმვა 12 წლის ბავშვის ბოლო ოცნება მაინც აუსრულებელი დარჩა, რადგან დეტექტივები მალევე გამოვიდა ჩემი ინტერესის სფეროდან.

როგორც ჰოლივუდის კომედიებში ხდება ხოლმე
ის 12 წლის "მე" რომ მოსულიყო ეხლა აქ 8 წლის შემდგომ ცხოვრებაში შეიძლება ბევრ რამეზე ესაყვედურა და ეთქვა რომ ბევრი რამე ის არ არის როგორც მას 8 წლის წინ წარმოედგინა, თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი ამჟამინდელი ყოფითა და საქმიანობით.
:)

9 комментариев:

  1. ესეიგი დღეს შენი დაბადების დღეა ?? :)
    თუ კი მაშინ
    HAPPY BIRTHDAY !

    ОтветитьУдалить
  2. მე გამომძიებლობა მინდოდა და ვკთხულობდი და ვკითხულობდი დეტექტივებს.. მერე არქიტექტორობა ან არქეოლოგობა (ძაან ახლოსაა :))) ) და ბოლოს მარკეტინგი დავამთავრე და ახლა ბანკში ვმუშაობ :|
    :p
    რა სხვანაირია ყველაფერი 12 წლის ასაკში

    ОтветитьУдалить
  3. რა კარგი ბლოგია!!! ახლავე ვამატებ ფავორიტებში.
    ძალიან კარგად წერ, იმათზე ბევრად თავისუფლად, ჟურნალისტიკაზე რომ სწავლობენ და კარად ვიცნობ ;-))
    შთამაგონებელი პოსტი იყო, დამაფიქრა, მე რა მინდოდა 12 წლის რომ ვიყავი...

    ОтветитьУдалить
  4. ძალიან კარგად წერ, იმათზე ბევრად თავისუფლად, ჟურნალისტიკაზე რომ სწავლობენ და კარად ვიცნობ ;-))


    didi madloba amis mosmenea didi komplimentia chemtvis:)
    შთამაგონებელი პოსტი იყო, დამაფიქრა, მე რა მინდოდა 12 წლის რომ ვიყავი...
    :):)

    ОтветитьУдалить
  5. მაგრად ვიხალისე :)))) მეც თურმე კარე მინდოდა მქონოდა ბავშვობაში თან შინსიფერი :)))))))))

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)