12 февраля 2009



მესიჯის დაწერა მეზარებოდა
მაინც დავწერე
დიდი არაფერი სულ 5 სიტყვა
ან შეიძლება 6-იც
არ დამითვლია
ან დავითვალე
და არ დავიმახსოვრე
ან უბრალოდ დამავიწყდა

გავგზავნე
არ გაიგზავნა
კიდევ ერთხელ ვცადე
კიდევ კიდევ კიდევ კიდევ


არადა მესიჯები უნდა მქონოდა ჯერ კიდევ
მახსოვს 8 ან 7
შევამოწმე
6 მქონია
რა ამბავია?

6 მესიჯით ხომ 6-ჯერ მივწერ
ან 6 ადამიანს მივწერ 1ხელ

არადა ამბობდნენ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლებაო
თურმე იცვლება

არ იგზავნება....
არადა რატომ ?
მთელი 6 მესიჯი
6 მთელი

ალბათ ანგარიშზე აღარ მაქვს
და თუ აღარ მაქვს არ გაიგზავნება
არადა მქონდა
მთელი 37 თეთრი ან უფრო მეტი 40-მდე
არა უმეტეს 40-ისა
მაგრამ მაინც ხომ არის?
შევამოწმე
00.00
არადა
სად წავიდა 37 თეთრი ან 38 ან 39
რაღაც 40-მდე
?
თურმე
გუშინ დამირეკია სულ შემთხვევით .,...
არ მინოდოდა
ისე
შემომერეკა
სავით

არადა უნდა დავურეკო...
სახლის ტელეფონი

8
და ზუმელი ითიშება
8
კიდევ ითიშება
888888888
შედეგი არ აქვს

აი კიდევ ერთხელ
8
და არ გაითიშა
მეორე ციფრი
მესამე
რახან მესამეზეც არ გაითიშა
მაშინ მეოთხეც...
გაითიშა
ცუდად მუშაობენ
ან მე ვრეკავ ცუდად.

კიდევ ერთხელ 8 23 4 და კიდევ გაითიშა
კიდევ და კიდევ

ერთხელ კიდევ 8 23 456 და გგონია რომ არ გაითიშება, მაგრამ გაითიშა
ამასობაში ნომერიც კი ვისწავლე ზეპირად
არადა რა უაზრო ნომერია
რთულია დამახსოვრება
ისედაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ნომერი ვიცი ზეპირად, ისიც ისე რომ ყოველი დარეკვისას მაინც მჭირდება დაფიქრება

დავდე ყურმილი
ხელახლა ავიღე
კიდევ დავდე
კიდევ ავიღე
8 23 456 78
და კიდევ გაითიშა
არადა რა ახლოს ვიყავი მიზანთან


კიდევ 8 23 456 789



და.....



გავიდა
..............................

7 комментариев:

  1. ამოვისუნთქე ბოლო სიტყვა, რომ წავიკიტხე : ))))))))

    ОтветитьУдалить
  2. I'm not exactly sure (correction: I have absolutely no frigging clue :) ) why you are link to my rather boring blog - but hey, thank you!

    unfortunately I can't read Georgian, so I'ma little bit lost here... (is there any useful Georgian online translator in the web?)

    greetings from Freiburg
    renke

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)