01 февраля 2009

მე მიყვარს გამოცდები!




ხო
არა
მართლა

მიყვარს
ვგიჟდები
ჭკუა მეკეტება ამ პერიოდზე
გამოცდების ციებ-ცხელება
ბრრრრ
ზოგადად ეს ის პერიოდია როდესაც ყველა მაშტაბურად ერთიანდება გამოცდების წინააღმდეგ.
ყველა ითვლის კრედიტებს, ქულებს , როგორც ყოველთვის ყველას ერთი ჰა ჰა ორი ქულა აკლდება მიზნამდე.

გახსენდება იმ საგნების სრული სია რომელსაც სწავლობ(დი)
იწყებენ ლექტორების გვარების, სახელების გაგებას
ჩამჭრელი ლექტორების შავი სიაც ყველაზე აქტუალური თემაა ამ პერიოდისთვის.

ბიბილიოტეკაში ადგილს ვერ იპოვი
ყველა წიგნებში, რვეულებში, კონსპექტებში თავჩარგული დადის
"შპარგალკის" ფორმებიც თანდათან უფრო დახვეწილი და მოდური ხდება.


სკაიპის სტატუსი ქრონიკულად Do not Disturb-ია.
ყველამ იცის რომ არ უნდა შეგაწუხოს, რადგან შენ ასეთი დაკავებული და საქმიანი ხარ ამ დღეებში შენი სულ მცირე ხნით მოცდენაც კი სახელმწიფოს ღალატს შეიძლება გაუტოლდეს.
ნებისმიერი საქმის არ გაკეთების, ნებისმიერი რამის დავიწყების საუკეთესო გასამართლებელი საფუძველი არსებობს: უი არ მეცალა, დამავიწყდა ამ გამოცდების გადამკიდე, თუ კიდე არ მოგეშვებიან შეგიძლია დაიწყო გამოცდების დეტალური ცხრილის მოყოლა.

-გახსენდება თუ რა ბედნიერი იყავი გამოცდებამდე
-ადგენ გეგმას თუ რა ბედნიერი იქნები და რას გააკეთებ გამოცდების შემდეგ
-და თან ამასთან ვერ წარმოგიდგენია რომ ოდესმე დადგება დრო როდესაც გამოცდები აღარ გექნება ჩასაბარებელი
-და როდესაც ეს დღე დადგება ძალიან მოგენატრება პერიოდი როცა კვირაში 9 გამოცდას აბარებდი ( თურმე)

ნუ შვება რომელიც გამოცდის ჩაბარების და მიუმეტეს გამოცდების დამთავრების შემდეგ გეუფლება შუეფასებელია. ( ანუ წიპა: ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის გამოცდების ჩაბარება არსებობს ) ამ ბედნიერების განცდისათვის სწორედაც გამოცდების ჩაბარებაა საჭირო


გამოცდების უარყოფით ნიშნებზე აღარ შევჩერდები
-უძილობა ( ძილი თუ მაინც მოახერხე- კოშმარები)
-გადაღლილობა
-დაძაბულობა
-სტრესი
-მოუცლელობა

ეს არის ის მსხვერპლი რასაც ჩვენ ყველა გამოცდების ჩაბარებისთვის ვიღებთ
სამაგიეროდ შემდეგ ვამჩნევთ რომ თურმე უკვე თბილა, გარეთ მშვენიერი ამინდია, მზე ისევ აღმოსავლეთიდან ამოდის, გარეთ ხალხი დადის.
და საერთოდაც სიცოცხლე გამოცდების შემდეგ არსებობს.




ხო
მოკლედ
ასე
რაც შემეხება მე
ყველაფერი წესის და რიგის მიხედვით რომ წარმართულიყო დღეს 7-ვე გამოცდა უნდა მქონოდა უკვე ჩაბარებული, მაგრამ იმდენჯერ გადაიტან-გადმოიტანეს რომ საბოლოოდ გამოვიდა რომ ჯერ მხოლოდ 5 მაქვს ჩაბარებული 7-დან , ან უკვე 5 მაქვს ჩაბარებული 7-დან

მაგრამ დღეს ისეთი გამოცდა ჩავაბარე, რომლის ჩაბარება ცხოვრების მიზნის დაბრუნებას ნიშნავდა
ამიტომ უკვე ვიგრძენი რომ დღე-ღამის 24 საათი სავსებით ბუნებრივი და საკმარისია.

16 комментариев:

  1. ,,me miyvars gamocdebi!"- vitom? :)))

    gijdebi, chkua geketeba? :O :D

    ai me kide ver vitaaaan :@

    p.s carmatebebiiii... :*:*:*

    ОтветитьУдалить
  2. gamocdebi... otia ioselianis tqmis ar iyos, aba tu ar gaigale da bolomde ar daixarje, rava ginda cxovreba? apaa ravaaa!!!

    ОтветитьУдалить
  3. უჰ.მთელი თებერვალი ტესტები მაქვს. ბლუფ.

    რა გამოცდა ჩააბარე ეგეთი ? :ჵ

    ОтветитьУдалить
  4. me agar maqvs eg bedniereba, etapobrivad vabareb gamocdebs, titoeuli sagnis damtavrebisas :D

    ОтветитьУдалить
  5. "ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის გამოცდების ჩაბარება არსებობს"

    - :)))))))))))))))))))))))))))))


    ძალიან გამახალისა ამ ფრაზამ ამ შუაღამისას :))))))
    და სურათმაც :)))

    ერთი ჰექსე ვიცოდი, მაგრამ... არა, შენ ის არ უნდა იყო, ის მგონი დიდია ჰასაკით(ა სრულ) :)

    ОтветитьУдалить
  6. ally
    ერთი ჰექსე ვიცოდი, მაგრამ... არა, შენ ის არ უნდა იყო, ის მგონი დიდია ჰასაკით(ა სრულ) :)


    albat literatura.ge-el hexes gulisxmob
    :))))))

    ОтветитьУдалить
  7. დიიიაახ, დიახ :P

    ის არ ხარ, ხო? :)

    ОтветитьУдалить
  8. ally


    ara is ar var :) :)
    :)

    ОтветитьУдалить
  9. მაგარი ჯიგრული პოსტია. :) სიმართლე გითხრა არ მიყვარდა გამოცდები, მარა ის მომენტი მეცნო, როდესაც ადგენ გეგმებს თუ რას იზავ გამოცდების მერე. :)პლუს კარგად მახსოვს, ერთხელ ვიღაცამ მითხრა, ტელევიზორში ვნახეო და გამახსენდა რომ ტელევიზორი ეს ისეთი რამეა, რომელიც ოთხკუთხედია და შეიძლება ზედ დაჯდე და წიგნი წაიკითხო. :)

    ОтветитьУдалить
  10. ჰეჰ გურამ ეგ ძალიან კარგი რამ უთქვამს :დ

    ОтветитьУдалить
  11. Here we present to introduce to all visitors in this great blog. and thank you for allowing me .

    cara menggugurkan kandungan
    obat aborsi
    tanda tanda kehamilan

    ОтветитьУдалить
  12. replica bags wholesale in divisoria why not check here l7i20y9q65 replica bags korea you can try these out m7o49j8s76 replica designer bags wholesale replica bags wholesale helpful hints v0k39i4b19 louis vuitton fake replica bags lv d2n21g0s86

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)