05 февраля 2009

ფორმალური მარაზმები

რა შუაშია ეხლა ეს სათაური ?

მარაზმების ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ გასაგებია
მაგრამ არა მხოლოდ მარაზმების, არამედ მეტად უცნაური და სპეციფიკური მარაზმების ქვეყანაში.
ანუ არსებობს მარაზმები რომელიც მხოლოდ აქ ხდება.
კი არადა ეს სხვა თემაა....

უბრალოდ მე ვერ ვხვდები შემდეგს:

1. არის ასეთი ცნობილი გამოთქმა "რაც უფრო მეტად ვეცნობი ადამიანებს, მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები " ამ გამოთქმის ანალოგიით მე შემიძლია ვთქვა " რაც უფრო მეტად ვეცნობი ოპოზიციას, მით უფრო მეტად მიყვარდება არა, მაგრმ სიმპატია მიჩნდება ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი " თუმცა შესაშური ხელისუფლება რომ არ გვყავს ეს ყველასთვის ნათელია.

უბრალოდ არ მესმის როგორ შეიძლება ადამიანი ადგეს, ჩაჯდეს სადღაც,.... რომელსაც ციხეს უძახის და იძახოს რომ მანამ არ გამოვალ სანამ პრეზიდენტი არა გადადგებაო. და თან ამ ყველაფრის თავადაც სჯეროდეს? და არა მარტო თავად არამედ კიდევ "მთელ" საქართველოს რომელიც მისი თქმის არ იყოს "ზურგს უმაგრებს".

ეს იგივეა ეხლა მე რომ განვაცხადო იქამდე არ გამოვალ სახლიდან სანამ რუსის ჯარი სრულიად არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას მეთქი - ეს უფრო პატრიოტულიც იქნება და მარაზმის ხარისხშიც დიდად არ ჩამოუარდება მეხუთე საკნის პატიმრის განცხადებას.

თუ პირდაპირი შეუზღუდავი ეთერი გინდა
პირდაპირ თქვი რომ ამას ვაკეთებ იმისთვის რომ უკეთ ვესაუბრო ხალხს და ა.შ.

თორემ თუ შენ ყველას ეუბნები რომ რუსთაველზე "მაგდონალდსის" შესაძენად მიდიხარ და ცოტა ხანში კი ირკვევა რომ თურმე მხოლოდ კოკა-კოლის შეძენის საშუალება გქონია, მეორე შენი გასეირნება სურვილით
" მე მას მაინც ვიყიდი" უკვე არასერიოზულად იქნება აღქმული. მარტივი ფსიქოლოგიაა ადამიანის.

და ეს ყველაფრისადმი კრიტიკა ხო მკლავს რა... ( მე ვისზე რას ვამბობ :D ) მაგრამ
ფრაზა ამ პროექტიდან; " წეროვანში ის ხუხულები რომ აუშენეს, კონცლაგერებივით რომ არის ჩამწკრივებული "

თავად ვიყავი წეროვანში, თავად ვნახე ის ხუხულები და მინდა გითხართ რომ ეხლა მიშას რეზიდენცია მთლად ვერ არის, მაგრამ იმჰო ზამთარში ქუჩაში ყოფნას მგონი მაინც ჯობია.
და ბოლო-ბოლო თუ არ უნდოდათ იმ ხუხულებში ეცხოვრა ხალხს დაეთმოთ ბატონო თავის ბინები უშლიდათ ვინმე?

კრიტიკა ძალიან კარგია მაგრამ დასაბუთებული და არგუმენტირებული და არა ის, რომ მე ვიღაც just არ მომწონს.


2.ის ბორდელი თუ სტრიპტიზ-კლუბი თუ რაც არის,... დაარსების წელი და თარიღი არ მახსოვს ( და როგორც ირაკლი ჩარკვიანი იტყოდა მე რომ კუნთმაგარი პროზაიკოსი ვიყო ვეცემოდი ეხლა კარადებს და ამოვქექავდი დაარსების თარიღს :D )
მაგრამ ის კი ვიცი რომ საკმაოდ დიდი ხანია რაც არასებობს
და რაღა მაინცდამაინც როცა კაცებმა დაიწყეს იქ ცეკვა მაშინ შეაწუხა იქ მცხოვრები ხალხი ხმაურმა? ., მაშინ აშენდა მეორე სართულზე სკოლა? მაშინ გახდა საშიში იმ ტერიტორიაზე გავლა და მაშინ გამოვიდა საპატრიარქო მის წინააღმდეგ?
ან თუნდაც გასაგებია რომ გარყვნილებას და უზნეობას ებრძვიან მაგრამ მაგის გარდა იმდენი სტრიპტიზ-კლუბი და ბორდელია თბილისში რომ .... რაღა ამას ეცნენ ?

ისე მაინტერესებს თორემ წილი კი არა მაქვს იქ?

3. აქვე ვიტყვი ამასაც - "საქართველოს დიდი ათეული" უკევ დიდი ხანია გადის ეთერში, და რაღა ეხლა გაახსენდა საპატრიარქოს რომ იქ თურმე წმინდანებიც ყოფილან შეტანილი და წმინდანის რეიტინგი დაუშვებელია?
დავიჯერო მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ისტერიკულმა გამოსვლებმა უბიძგა? თუ ეს მართლა ასეა სასაცილოა. The best Marazm of Georgia

და მეორე ფაქტორი რა საჭირო იყო ტელევიზიის მხრიდან ამხელა წივილ-კივილის აწევა ქვეტექსტით "სიტყვის თავისუფლებას ებრძვიან "... თუ მაინც არავინ არ გაითვალისწინებდა საპატრიარქოს მოსაზრებას და გადაცემა მაინც ისე გაგრძელდებოდა როგორც ადრე .. ( ნუ ეს პიარისთვის იყო საჭირო, პრინციპში გასაგებია )





ამონარიდი ერთ-ერთი ტელეგადაცემიდან

-რა არის იმაში ცუდი თუ 5 წლის ბავშვმა ზეპირად იცის მამაო ჩვენო და ყოველ ძილის წინ იძახის ამას?
- ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მთელი უბედურება მაშინ დგება როცა მის მშობელს სახლში მიყავს ტელევიზია, უღებს ძილის წინ მლოცველ თავის 5 წლის ბავშვს და მერე 2 საათიან ინტერვიუს იძლევა თავისი მორწმუნე ოჯახის შესახებ.


ესეც თქვენი ფორმალური მარაზმი
ამონარიდი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებსა და სიუჟეტზე.


პ.ს. კომენატრების გათიშვა მინდოდა, მაგრამ იყოს
სიტყვის უფლება გარანტირებულია და დაცულია ჩემს მიერ


ამ პოსტში რამდენჯერაც ვახსენე მარაზმი იმდენი თუქისი მარაზმაწიკს.

3 комментария:

  1. ”ამ პოსტში რამდენჯერაც ვახსენე მარაზმი იმდენი თუქისი მარაზმაწიკს.”


    შემოგევლეე : )))
    თავიდან გული გამისკდა სათაურზე მეთქი რა უნდა რას მერჩის : ))
    :*

    ОтветитьУдалить
  2. მე ძაღლები ყველაფერს მირჩევნია :ჵ:ჵ

    ОтветитьУдалить
  3. შენ მარტო წეროვანში ყოფილხარ, მე კიდევ უფრო "იქით" ვიყავი და საშინელ მდგომარეობაშია ხალხი. წეროვანისგან განსხვავებით, იქ არც გაზი აქვთ სახლში, არც სააბაზანო, წყალიც კი გარეთ მოდის... ტრამალებში რომ დაასახლეს და სოფლის მოსახლეობამ იქ რა უნდა გააკეთოს, რითი ირჩენს თავს, არ ვიცი.

    მარაზმი ცალკე თემაა, პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ უფრო. მაგრამ რაც ერი, ის - ბერიო და ამიტომ მარტო საპატრიარქო არაფერ შუაშია; პიარია ყველა მხრიდან :|

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)