უბრალოდ საინტერესოა როდის ხვდება ადამიანი რომ ის სხვაზე უკეთესია და აქედან გამომდინარე ის უბრალოდ ვალდებულია სხვას რამე ასწავლოს, მისცეს განუზომლად მრავალი რჩევა, რომლის სისწორეში ის აბსოლიტურად დარწმუნებულია.
და თანაც დიდი იმედი ჰქონდეს იმისა, რომ იმ სხვას სწორედ მისი რჩევა სჭირდებოდა სრული ბედნიერებისთვის. და სწორედ იმას ელოდა როდის გაიმეტებდა ეს ღვთისმოსავი ადამიანი მისთვის ერთ-ორ ტკბილ სიტყვას.
უცნაურია, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ ადამიანების დასახმარებლად სანამ ისინი თავად არ მოგვმართავენ დასახმარებლად ( ხშირ შემთხვევაში ასეთ დროსაც არ ვაკეთებთ არაფერს) ხოლო აი რაც შეეხება რჩევებს და ზოგად რეკომენდაციებს უკითხავად უხვად გავცემთ... არ ვეკითხებით სჭირდებათ თუ არა ისინი მათ რამეში.
ჩვენ ხომ არ დავდივართ კარდაკარ ადამიანების პრობლემების მოსასმენად და გადასაჭრელად?
სამაგიეროდ შეგვიძლია საათობით ვილაყბოთ ტელევიზიით და ჭკვიანი სახეებით ვურჩიოთ ადამიანებს რა და როგორ უნდა გააკეთონ...
და იქნებ ჯობდეს, რომ რჩევები მხოლოდ მაშინ გავცეთ როცა ამისთვის ჩვენ მოგვმართავენ?
სხვა შემთხვევაში ნებისმიერ გაბეზრებულ მსმენელს სრული უფლება ექნება მოტრიალდეს და გითხრათ: "უკაცრავად, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ სულ ფეხებზე არ მკიდია შენი რეკომენდაციები ცხოვრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით? "
და კიდევ ერთი
აი რატომ... რატომ არის რომ ცნობილი დიზაინერები, სტლისტები და ა.შ. რომლებიც ყოვედღე გამოდიან ტელევიზიით და ტვინს გვიბურღავენ იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა ჩავიცვათ და როგორი თმის ვარცხნილობა და მაკიაჟი ვატაროთ იმდენად უგემოვნოდ აცვიათ და ისე კატასტროფულად გამოიყურებიან რომ შენ უბრალოდ გეშინია მათი რჩევების გათვალისწინება ... მათ რომ არ დაემსგავსო.
ტვინთან იძულებითი სქესობრივი კავშირი როდის გახდება ამ ქვეყანაში დასჯადი?
საინტერესოა.
28 марта 2009
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
”სხვაზე უკეთესია და აქედან გამომდინარე ის უბრალოდ ვალდებულია სხვას რამე ასწავლოს, მისცეს განუზომლად მრავალი რჩევა, ”
ОтветитьУдалитьუკეთესობასთან კი არა ”სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო ” ხო გაგიგია , აი ამასთან გვაქვს საქმე.
დიზაინერებს რაც შეეხება კიდე, ახლა არ ვიცი შენ ვის მოუსმინე, მაგრამ ფეშონ ტიპები რომ არიან, მხოლოდ მაშინ იძლევიან რჩევას როცა ეკითებიან :)თან ხო იცი ეგენი რა როჟები არიან, რარაც დაფრინავენ საცხა, და ცუდად თუ აცვიათ არ ნიშნავს რომ გემოვნება არ აქვთ :) ამისათვის მათ ტანსაცმელს კი არა არამედ მათ კოლექციას უნდა შევხედოთ :)
აუ რა ძლიერი ფინალი ქონდა პოსტს, ბრავო რაააა, აი ბრავო, ტაშის კვრით ქედს ვიხრი (რაღაც მთლად ისე არ ჟღეს ”ქე” რო მინდოდა, მაგრამ მაინც :) )
ОтветитьУдалитьმე, როგორც, ტვინთან სექსუალური მოძალადე პროფესიის წარმომადგენელი, გეტყვი, რომ ძალით არავინ არაფერს ურჩევს. ტელევიზიას რაც შეეხება, ძაან მარტივია, არ მოგწონს რჩევები, გადართე და ნუ მოუსმენ. რჩევების მიცემა იქნება თუ ტვინის სხვა ფორმით ტ**** ადამიანების უმრავლესობას მოსწონს, მინდა გითხრა, რადგან სხვა შემთხვევაში, "რეკლამოდატელები" ფულს არ დახარჯავდნენ ;) ფსიქოლოგის ფუნქციაა, როცა ვინმე მივა მასთან, მაშინ მისცეს რჩევა, "ტელევიოზონშიკების" კიდევ - როცა უნდათ ;) get with it :)
ОтветитьУдалитьტელევიზია აქ სრულიად შემთხვევით ვახსენე
ОтветитьУдалитьუფრო სწორედ უფრო ისე,, მაგალითისთვის.
სტილისტებიც მაგალითად მოვიყვანე ....
თორემ საერთო არ ვუსმენ მაგათ.
ხო მოკლედ რაღაც ისეთის თქმა მინდოდა და როგორც ჩანს არ გამომივიდ :user:
ბოლო დროს ვგონებ კომუნიკაციის პრობლემა მაქვს
სულ სხვას ვფიქრობ , სულ სხვას ვიძახი და სულ სხვანიარად აღიქმევა ხოლმე :user:
უბრალოდ ორი რამის თქმა მინდოდა:
1. ადამიანმა რამე რომ გირჩიოს უნდა წარმოადგენდეს კიდეც რამეს იმ საკითხში. (imho)
2. სასაცილოა, როცა რჩევას იძლევა ისეთი ადამიანი, რომელსაც თავად არ აწყენდა ასეთი რჩევა ( სტილისტების მაგალითზე) ანუ წიპა შენ ვის უნდა უჯიკო , თავად საჯიკავებელი ხარო :D :tan:
coach outlet online coach factory outlet
ОтветитьУдалитьmarc jacobs outlet
adidas wings
ugg boots
coach outlet
longchamp handbags
louis vuitton outlet
rolex watches
nike air force 1
michael kors outlet
20170322lck