25 февраля 2009

წიგნი ზანგურისა

გამარჯობა

არ მახოსვს ის მოგიყევი თუ არა როგორ აღმოვჩნდი გიორგი ზანგურის მეორე წიგნის პრეზენტაციაზე
არა?,, კაი
კი არ გიმალავდი
დამავიწყდა.



მოკლედ ერთ მზიან დღეს ჩემთვის ამ პრეზენტაციის შესახებ გახდა ცნობილი. და მაშინვე დავუმესიჯე მეგობარს- “ მესენჯერში შემო რაღაც უნდა გითხრა-“ პასუხი მომივიდა “-მეც უნდა გითხრა რაღაც.”
მესენჯერში:
-რომელი დაიწყებს?
-მე დავიწყებ. გიორგი ზანგურის პრეზენტაციაზე არ წავიდეთ?
-მეც ეგ უნდა მეთქვა

რაც მთავარია ინფორმაციის წყარო ორივეს ერთი გვქონდა - forum.ge
ლოლ
ასე აღმოვჩნდი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში არც თუ ისე დიდი და არც თუ ისე ცოტა ხნის წინ..
მიუხედავად პოეტისადმი ჩემი დიდი სიმპატიისა თავიდანვე რატომღაც კრიტიკულად განვეწყვე ამ საღამოს მიმართ.
გამოვიდა წიგნის გამომცემელი ქალბატონი და გვამცნო რომ გიორგი ზანგურის ლექსების მეორე კრებულს ერქვა – “წიგნი” ოიჰ კაკ ელემენტარნა- “არა პოეტ კაცს მეტი ორგინალურობა რომ არ ექნება სხვას რა უნდა მოსთხოვო?!” – დამარტყა პირველმა კრიტიკულმა აზრმა თავში.
პარალელურად სცენაზე ვხედავთ მაგიდას რომელზეც დევს ლამპა და წიგნი. ამ ყველაფერმა 90-იანები გამახსენა. ასე რომ უფრო კარგად მოვკალათდი და დაველოდე მოვლენების შემდგომ განვითარებას.

შუქი ჩაქრა, მაგიდის მიმდებარე ტერიტორია უფრო განათდა, მას მიაუხლოვდა ახალგაზრდა კაცი, როგორც შემდეგში გაირკვა - ავტორი
დაჯდა
წიგნი აიღო
გადაშალა და დაიწყო:

Achtung! Achtung! ამის შემდეგ ვსპოილერობ ასე რომ თუ გინდათ არ წაიკითხოთ.


როგორც გაირკვა ამ წიგნს “წიგნი” იმიტომ კი არ რქმევია რომ ავტორს ორიგინალობა არ ეყო სხვა სათაურის მოსაფიქრებლად ( თუმცა ეს ეჭვი პრეზენტაციის ბოლოომდე მიღრღნიდა ტვინს. )

თურმე წიგნის მთავარი მთხრობელი გახლდათ თავად წიგნი, რომელიც თავის ისტორიას გვიყვებოდა :

გადაშლისთანავე ის გესალმებოდა გეუბნებოდა რომ ძალიან ლამაზი ქალბატონი ხარ, ძალიან მოსწონს შენი სახლი, სახლი მშვენიერია მისი პატრონივთ და ბედნიერია რომ სწორედ ასეთ ლამაზი ნივთების და ასეთი ლამაზი ქალბატონის გარემოცვაში მოუწევს გააგრძელოს თავისი შემდგომი ცხოვრება, შემდეგ გსაყვედურობდა მის თხელ ყდაზე ცხელი ყავიანი ჭიქის დადგმისთვის, შემდგე გაფრთხილებდა,,, არა კი არ გაფრთხილებდა, არამედ გთხოვდა რომ ....
-არასდროს გეთხოვებინა ის შენი თუნდაც ყველაზე საუკეთესო მეგობრისთვის, რადგან წაღება კარგად იციან და მოტანა რა :D
-არასდროს მიგეწერა მის თუნდაც ბოლო ფურცელზე შენი მეგობრის ტელეფონის ნომერი, რადგნ ის რამის დასადები ან ჩასაწერი კი არა არამედ წიგნი იყო. ოიჰ კაკ მილა.

მოკლედ სიუჟეტი ისე ვითარდება რომ ერთი პერიოდი მართლა გექმნება შთაბეჭდილება რომ ეს სიფრიფანა წიგნი მართლაც ლაპარაკობს და არა ყველასთნ არამედ უშუალოდ შენ გელაპარაკება, უშუალოდ შენ მოგმართავს, მერე გგონია რომ ზუსტად შენ ზიხარ ეხლა სამზარეულოში ჩაისა და ნამცხვართან ერთად, სიგარეტს უკიდებ მაგრამ არ ეწევი იმიტომ რომ გართული ხარ წიგნით, სწორედ შენ გაცვია ბინდისფერი ხალათი და ძალიანაც გიხდება, ტირი კითხვისას და წიგნიც თავის მხრივ გამშვიდებს და გემუდარება: შენი მლაშე ცრემლებით ნუ მაზიანებო.

ჰეჰ და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი
თურმე წიგნებმა არ იციან თუ რა წერია მათში.
ისინი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებენ თუ მათ ვინმე ხმამაღლა წაიკითხავს ან სარკის წინ დატოვებს გადაშლილს. =)

ამის გამგონეს ისე შემეცოდნენ საწყალი წიგნები სახლში დაბრუნებულს სურვილი გამიჩნდა ყველა ჩემი წიგნი სარკის წინ გადაშლილი დამელაგებინა. მაგრემ მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი არ ღირდა ამის გაკეთება.
წიგნებმა არ იციან რა წერია მათში. შესაბამისად ყველას თავისი ფანტაზია აქვს, ყველას გონია რომ საუკეთესოა და ქვეყნის საოცრებებს მოუყრიათ თავი მათ ფურცლბზე.
მაშ რატომ უნდა გავუცრუო იმედები?
დაე ეგონოთ ასე.! =)

ამ წიგნის მფლობელმა ლამაზმა ქალმაც, აი 37-ე გვერდზე წაკითხული ლექსის გამო რომ ატირდა, ორი წამით სარკესთან დადო თავისი წიგნი, ნამტირალევი თვალები რომ შეეწმინდა, სწორედ მაშინ მოჰკრა თვალი 37-ე გვერდზე დაწერილ ლექსს წიგნმა.... ცოტა ხნით მოკრა თვალი სულ რამდენი სტრიქონი ამოიკითხა..... და უცებ დახურეს.

“რა გატირებთ ქალბატონო ? ”არც ერთი ჩემი სტრიქონი არ ღირს თქვენ რომ ტიროდეთ და გარეთ თოვდეს…” ჰა რა ლექსიც ეს არის? ამის გამო რომ ტიროდეთ, მოიცადეთ არ დახუროთ, ცოტა ხანი მაინც მამყოფეთ სარკესთან, სანამ თქვენ ჩემი კითხვისგან აცრემლებულ თვალებს მოიწესრიგებთ, ცოტა ხანი კიდევ წამაკითხეთ რა წერია ჩემში, არ დამხუროთ… არა.....”

და მოულოდნელად შუქიც ჩაქრა.

აქ აღწერილი ფაქტები შესაძლოა არ იყოს წიგნის copy-paste, იმიტომ რომ პრეზენტაციის შემდეგ წიგნი არ მიყიდია და ვერ გეტვით ზუსტად რა წერია მასში, მაგრამ ეს ის არის რაც დამამახსოვრდა და გამახსენდა.



საინტერესო იყო
არ იყო ცუდი
შთაბეჭდილება დატოვა....



და ჩვენც ზედმიწევნით კარგად შევისწავლეთ ხანძრის დროს ევაკუაციის წესები

ბოლო წინადადებას მხოლოდ 4 ადამიანი გაიგებს.


1 комментарий:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)