02 февраля 2009

I wish you












ხოდა ისა იმას ვამბობდი
უფრო სწორედ კი არ ვამბობდი
მინდოდა მეთქვა
რომ ძალიან მალე მწყინდება ნივთები
(თუ ძალიან ძალიან ძალიან და კიდევ ძალიან არ შევიყვარე რა თქმა უნდა)


მოკლედ ჩემი ავადმყოფური დამოკიდებულების შესახებ ონლაინ შოპინგზე უკვე მოგახსენეთ
შესაბამისად საკმაოდ ხშირად ვათვალიერებ ხოლმე ამ საიტებს ( ბევრია ღვთის წყალობით ) ყველა მოწონებულ ნივთს ვიშ ლისტში ვყრი და მერე ჩემი ვიშ ლისტის შემხედვარე სადღაც მიხარია კიდეც რომ არ ვმუშაობ და ხელფასი არ მაქვს, თორემ მთელ ჩემ ქონებას ონლაინ შოპინგი შეიწირავდა

მერე ამ ლისტს კიდევ ერთხელ გადავხედავ და ნელ-ნელა არასასურველ ნივთებს ამოვიღებ ხოლმე იქიდან
ზოგი მბეზრდება, ზოგი ბევრი ფიქრისა და დაკვირვების შემდეგ ვხვდები რომ არ იქნება ისეთი კარგი როგორიც სურათზეა, ზოგის ფერი აღარ მომწონს, ზოგის ხარისხი, ზოგის თბილისში ჩაცმა გამიჭირდება და ა.შ.

მოკლედ არ არსებობს ნივთი რომელიც საბოლოო ჯამში არ მომბეზრდეს და ერთი-ორი თვის შემდეგ ისევე საპატიოდ არ დატოვოს ჩემი ვიშ ლისტი როგორ საპატიოდაც იყო მასში შეყვანილი.


გარდა ერთისა





უკვე ერთი წელია რაც ჩემ საოცნებო ნივთთა სიაშია.
სიაშია და ელოდება
ელოდება
დროს
როცა გამოიწერენ
მერე
გადმოლახავს
ცხრა მთასა
და ცხრა ზღვას
ათას ქვეყანას მოივლის
და როგორც იქნება ჩვენს მტვრიან ფოსტაში ამოყოფს თავს
მერე მივალ მე
წამოვიღებ
სახლში
გავხსნი
და
ბედნიერი ვიქნები იმით რომ ზუსტად ისეთია როგორც სურათში იყო და როგორიც წარმომედგინა




დარწმუნებული ვარ რომ ზუსტად ჩემთვის არის შეკერილი... ( რა თავმდაბლობაა )

თითქოს მეშინია კიდეც უკვე მისი გამოწერის
მეშინია მერე ცხოვრების მიზანი არ დავკარგო

8 комментариев:

  1. ვაიმე დიდი მადლობა არჩევანის მოწონებისთვის.... რა საყვარლები ხართ....
    არადა იმედი მქონდ თქვენ მაინც მეტყოდით რას გავს
    ამოიგდე თავიდან ეგო :D



    deka136
    "magas daje me chavicvamdi :S
    "

    :D
    გენაცვალე
    შენ განსაკუთრებით მოგიხდებოდა :2kiss:

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)