07 марта 2009

რუხი ალები a.k.a სერი ალები

სტასტისტიკას ვეძებდი საშუალოდ რამდენ სერიალს უყურებს ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე.
აღნიშნული სტატისტიკა ვერ ვიპოვე, მაგრამ ის კი გავიგე, რომ დღესდღეობაით არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდეს ნაყურები ერთი სერიალი მაინც თავიდან ბოლომდე.

გადავწყვიტე გამერკვია რამდენად ვარ მეც ნორმალური ადამიანი. და დავიწყე იმ სერიალების გახსენება, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვუყურე. პირველი რაც გამახსენდა ეს იყო "კასანდრა" და "ბლანკოს ქვრივი" - ბავშვობის ტკბილი მოგონებანი " დვიჟოკის" შუქზე.

შემდეგ იყო "მაშველები"/"baywatch"ბოლომდე ვუყურე თუ არა არ ვიცი, მაგრამ წლობით რომ ვუყურებდი მახსოვს



მერე იყო ჩემი ყველაზე საყვარელი საბავშვო სერიალი "ალფი-ALF" ამასაც საკმაო ხანი ვუყურებდი და ვოცნებობდი ჩემს ავტოფარეხშიც ჩამოვარდნილიყიო ესეთი საყვარელი არსება




სულ ჭამაზე ფიქრობდა და კატები უყვარდა მახსოვს. კარგი იყო ბავშვობა.

გადავიდეთ აწმყოში . მას შემდეგ რაც ტელესივრცე წალეკილ იქნა ბრაზილიურ-არგენტინურ- ვენესუალური საპნის ოპერებით დღის შუქზე გამოჩნდნენ უფრო საინტერესო რუხი ალები.


პირველი რომლსაც ვუყურე იყო "დაკარგულები-Lost" თავიდან არ ვუყურებდი, მაგრამ ჩემს გარშემო აბსოლიტურად ყველა იმდენად დაიკარგა ამ სერიალში, რომ გადავწყვიტე სადაც ყველა მეც იქ. საბოოლოო ჯამში სამ სეზონს ვუყურე თავიდან ბოლომდე, მეოთხე სეზონს ნახევრად, მაგრამ ისე აირ-დაირია ყველაფერი გარკვეულწილად ინტერესი დავკარგე, არა სირთულე მიყვარს, მაგრამ ძალიან არარეალურში გადავიდნენ, ასე რომ აღარ მომეწონა და თავი დავანებე.




"გაქცევა-PrisonBreak"




თავიდან არც ამას ვუყურებდი, მაგრამ შარშან ომის პერიოდში სოფელში ჩავრჩი და ისღა დამრჩენოდა იმედზე მედევნებინა თვალი სერიალის პირველი ნაწილისთვის, როცა ხალხი უკვე მეოთხე ნაწილს უყურებდა. 12 სერიის ნახვის შემდეგ ნამდვილად ჩამითრია, თბილისში რომ ჩამოვედი მთელი 3 სეზონი გადმოვწერე და სამ დღეში ვუყურე.

არადა საშინლად არ მიყვარს ასე ერთბაშად ყურება. ტელევიზორით მირჩევნია მთელი თავისი რეკლამებით და ერთ დღიანი ლოდინებით ასე უფრო საინტერესოა.

გაქცევის შემთხვევაში პირველად მოხდა ის რომ კომპიუტერში ვუყურე ისიც მთელ 3 სეზონს და ისიც სულ რაღაც სამ დღეში.

შედეგად მივიღე ის, რომ სახლიდან ვეღარ გამოვდიოდი, მეგონა მე ვიყავი ციხიდან გაქცეული და მთელი ქალაქი მე მეძებდა :D
სამი სეზონის ნახვის შემდეგ მეოთხე სეზონის სამ სერიას ვუყურე კიდევ და ამით დამთავრდა ჩემი დაინტერესება მაიკლ სკოფილდი რაღა იყო და "Prison Break"-ისადმი.

გაქცევიდან გამოყოლილი ინტერესით დავიწყე პატიმარი ქალების ყურება. ანუ "ცუდი გოგონები"/"Bad Girls" მიუხედავად იმისა რომ რომ ვუყურებ კვირაში მხოლოდ ორჯერ ანუ ჯერ პირველ სეზონზე ვარ სულ უფრო და უფრო არ მასვენებს ფიქრი იმის შესახებ თუ რაოდენ საინტერესოა ცხოვრებაა ქალთა ციხეში. :D


ვუყურებ ასევე ბატონ ჰაუსს "Dr.House" ამასაც ტრადიციულად ტვ-თი. ასე რომ ყოველ ხუთშაბთს მიწევს ვუყურო როდის ინებებს სასოწარკვეთილი დიასახლისი - მაია ასათაინი ცრემლიან -სექსუალური ხმით თავისი ასეთივე სენტიმენტალური გადაცემის დამათავრებას.
აი ასეთი მსხვერლის გაღება მიხდება ამისთვის




მაგრამ მგონი ღირს არა?


ე.ი. ვთქვი რას ვუყურებდი...
რას ვუყურებ და...
ხო რისი ყურება მინდა
ძალიან მინდოდა "ზებუნებრივის/Supernatural"-ის ყურება დამეწყო მაგრამ გამაფრთხილეს რომ ეს სერიალი ჩემნაირი ფსიქიკის ადამიანებისთვის არ არის. ისევე როგორც საიდუმლო მასალები. ნუ მე ხომ მედიუმსაც - "Medium" მეორე ოთახის ფანჯრიდან ვუყურებდი, ისიც ფარდაჩამოფარებული ფანჯრიდან . :D



პოსტი გამეწელა მაგრამ აი დარდი :D არ შემიძლია ამ სერიალს არ შევეხო
ყველაზე ფართო მაშტაბიანი სერიალი ჩემთვის Crime_Scene_Investigation ანუ დანაშაულის ადგილი.
გამოსულია მისი სამი ნაწილი:

I. CSI: Las Vegas თავის მხრივ გამოსულია მისი 8 სეზონი
და თუ მეხსიერება არ მღალატობს ყველა უკლებლივ მაქვს ნანახი.

აი ისიც კრიმინალისტიკური ლაბორატორიის უფროსი - გილ გრისომი/Gil Grissom. მსახიობი უილიამ პეტერსენი/William Petersen


რამდენჯერ მინატრია ეს კაცი საქართველოში თავისი ლაბორატორიით :D

II.CSI: Miami გამოსულია 6 სეზონი, რომელიც ასევე ყველა მაქვს ნანახი ამ კაცის გამო




კრიმინალისტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი- ლეიტენანტი ჰორაციო კეინი/Horatio Caine. მსახიობი დევიდ კარუზო/David Caruso.

III. CSI: NY გამოსულია 4 სეზონი, აქედან ნანახი მაქვს მხოლოდ 1
რაღაც ვერ მომხიბლეს მსახიობებმა :D

ეს პოსტი მაინც დავწერე :bis: მიუხედავად იმისა, რომ შავბნელი ძალები ცდილობდენენ ხელი შეეშალათ


to be continued...

2 комментария:

  1. მე ვარ ადამიანი რომელსაც არ აქვს ნაყურები არცერთი ტელე სერიალი თავიდან ბოლომდე.
    მულთფილმებსაც თუ თვლი, ასეთში მაშინ კი მაქვს ნაყურები :)

    ჰაუზს ვუყურებ ხოლმე (ნეტიდან ჩამოვქაჩეთ) და ვხვდები რომ უნდა შევეშვა იმიტომ რომ მოჩვენებები და დიაგნოზის დასმა დავიწყე.

    ОтветитьУдалить
  2. ზემოთ ჩამოთვლილი სერიალებიდან მეც ყველას ვუყურებდი :D ოღონდ თავიდან ბოლომდე არა, "მაშველებს" მგონი კარმენ ელექტრას გამოჩენამდე ვუყურებდი, "ალფი" დედაჩემს უფრო უყვარდა, ვიდრე მე და ვუყურებდით :D ჰაუსი, სი-ეს-აი - განსაკუთრებით მიყვარს და სხვათა შორის "სი-ეს-აი" მერჩივნა კაი ხანს, ოღონდ ლას ვეგასურ სი-ეს-აის ვგულისხმობ, სხვები არ მინახავს, კიდევ ადრე ვუყურებდი "დოუსონის ყურეს" (Dawson's creek), რომელიც უზომოდ მიყვარდა, აი ტირილამდე, ბოლო სეზონის ბოლოსწინა სერია ვეღარ ვნახე და იმდენი ვიტირე.
    ყოველთვის ვამბობ, რომ ამერიკული სერიალები, ანუ ტელე შოუები, როგორც ეძახიან - ძალიან ძლიერებია და ვერავინ შეედრება მათ მოგონებაში, იციან დიალოგების დაწერა, ხასიათების შერჩევა :bow:

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)