30 марта 2009

მ-ART

ეს ის დრო იყო როდესაც მარტი...
ვეღარ ერევა დამღუპველ სურვილს...
აუტანელი, რომ ხდება პალტო
და ჭირვეული რომ ხდება სული.


ეს ის დრო იყო, როცა უმიზნოდ
გამოდის ხოლმე ქუჩაში ხალხი
ერთს რომ ღიღინებს და სხვას გულისხმობს,
როგორც ყოველთვის ცხოვრების ჩარხი.


ქრებოდა ხალხი მეტროს ხახაში
ისვე მიწაზე ამოსვლის ჟინით.....

ხოლო დაზოგილ დროსა და ნაბიჯს
სამარადჟამოდ ტოვებდა ზემოთ.



ლამაზი იყო
მარტი
2009-ისა
მაგრამ
მაინც
ყველაფერი საუკეთესო
აპრილში
2009.

1 комментарий:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)