02 марта 2009

განათლება ბაიტებში







დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა: არის თუ არა დღევანდელი თაობა განათლებული , ნაკითხი და ა.შ.
ასეთი დისკუსიების დროს უფროსი თაობის პოზიცია უცვლელია:
•წიგნებს ეგენი არ კითხულობენ;
•სამეცნიერო ნაშრომებს ეგენი არ ეცნობიან;
•არაფერი მაგათ არ აინტერესებთ
და ეჰ აი ჩვენ დროს..

აი ასეთ შემთხვევაში რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მექმნება რომ ეს ხალხი იმის გამო კი არ წუხს რომ ახალი თაობა მათი თქმით გაუნათლბელია, არამედ უბრალოდ საფუძველი სჭირდება ახლის გალანძღვის.

მოკლედ ასე :

პრობლემა #1: წიგნებს ეგენი არ კითხულობენ

თუ საჯარო ბიბლიოთეკა გამოტენილი არ არის ახალგაზრდა მკითხველით, თუ ტრანსპორტში არ გხვდებიან წიგნებში თავჩარგული ახალგაზრდები ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ ვიცით რა არის წიგნი. მიუხედავად წიგნისამდი ჩემი განუზომელი სიყვარულისა მეც კი ვფიქრობ რომ წიგნი თავისი კლასიკური გაგებით თანადათან კარგავს თავის მნიშვნელობას. მიდის ის დრო, როდესაც მთელი სახლი გამოტენილი იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოწერილი და წვალებით ჩამოტანილი წიგნებით ისიც არა წასაკითხად, არამედ ისე- ვიზუალური ეფექტისთვის.

აუცილებელი არ არის მაინცდამაინც წიგნი ეჭიროს ხელში ადამიანს რომ იგი აქტიურ მკითხველად ჩავთვალოთ. ინტერენეტში გაცილებით უფრო ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება აქ უფრო ბევრი საინტერესო ბიბლიოთეკაა და რაც მთავარია აქ უფრო სწრაფად, იაფად და ხარისხიანად.

ერთი ასეთი საინტერესო მოსაზრება, რომელიც გაჟღერდა ერთი ახლაგაზრდის მიერ ერთ-ერთ ახალგაზრდულ გადაცემაში: “ ჩემი მშობლები რატომღაც თვლიან რომ ის რაც არის ინტერნეტ სივრცეში ის არ არის წიგნი, და ის მე ვერ მომცემს განათლებას. ეს სავსებით არასწორი მიდგომაა..

თაობა შეიცვალა და თუ თქვენ დროს განათლება იზომებოდა წაკითხული წიგნების რაოდენობით, ჩვენ დროს იგი იზომება ბაიტებით მეგაბაიტებით გეგაბაიტებით და აშ.

წარმოიდგინეთ რა მაგარია. რაიმე კამათი რომ მიდის “ და ბიჭო შენ მე მგაზე რას მეკამათები მაგ საკითხზე ათეულობით მეგაბაიტი მაქვს წაკითხული “- ო.



პრობლემა #2- გაუნათ(ლ)ებელნი
არის თუ არა ჩვენი თაობა განათლებული?

ასევე ერთ-ერთ ახლაგაზრდულ გადაცემაში როცა დათო დოიაშვილს იგივე დოის დაუსვეს მსგავსი კითხვა მან თქვა; “განათლებული არა, მე ვიტყოდი თქვენი თაობა უბრალოდ უსაზღვროდ ინფორმირებულია.” ძალიან მომეწონა მისი პასუხი. რომ იტყვიან არც მწვადი დაწვა, არც შამფური. და აი მართლაც კაცმა რომ თქვას რა საჭიროა ისე პროფილაქტიკის მიზნით უამრავი რამის კითხვა ვაითუ სადმე როდესმე გამომადგესო, რაიმე დაგვჭირდება და გუგლი, ვიკიპედია და ყველაფერზე სრული ინფორმაცია მოგვეპოვება რაც მთავარია სწრაფად, იაფად და ხარისხიანად.


p.s. რატომ არის აუცილებელია მაინცდამიანც შილერის და გოეთეს კითხვა ნაკითხი თაობის იარლიყისთვის?
და რატომ არ მიიჩნევა თანამედროვე პროზა და პოეზია წიგნებად?
აი თუნდაც სულ მარტივი - ბლოგები, ბევრ მათგანზე გაცილებით უფრო საინტერესო რამ წამიკითხია ვიდრე იმ ათ და ოც ტომეულებში ყველა ჩვენგანის კარადებს რომ ავსებს, ისე უბრალოდ დეკორაციისთვის.

და რაც მთავარია აქაც ყველაფერი
სწრაფად
იაფად
ხარისხიანად.

14 комментариев:

  1. მე კიდე საკითხს უფრო სხვანაირად დავსვავდი. 1. რას გულისხმობენ განათლებაში და 2. რა აუცილებელია ყველა განათლებული იყოს?

    ასე რომ ლაპაარაკობენ კიდევერთხელ ვრწმუნდები ქართველების როგრც ერის სნობიზმში. რომ ყველა ნაკითხი, განათლებული მინიმუმ უნივერსიტეტდამთავრებული უნდა იყოს. კი მაგრამ სად ვიპოვოთ მერე ჩვენ მეწაღე, მეეზევო, მშნებელი და ა.შ.

    ОтветитьУдалить
  2. "კი მაგრამ სად ვიპოვოთ მერე ჩვენ მეწაღე, მეეზევო, მშნებელი და ა.შ"


    ჩვენთან ეგენიც უმაღლესგანათლებულნი უნდა იყვნენ
    როგორც მინიმუმ 2 უმაღლესდამთავრებულები
    ნუ ინგლისური და კომპიუტერი მაინც უნდა იცოდნენ.
    :rolleyes:


    ntvare

    დიდი მადლობა :)

    ОтветитьУдалить
  3. miyvars kritikuli postebi :D

    tavidan ise daicye, metqi or punqtze gacilebit meti gamogividoda :D

    ОтветитьУдалить
  4. hexe - მაგიტომაცაა რომ არაფერს აქვს ფასი, არც განათლებას და არც უმაგისობას.

    ОтветитьУдалить
  5. deka136


    mec egre megona rom ufro mets davwerdi
    magram mere gamaxsenda zalian didi zomis rom ar unda iyos posti :D da satqmeli sxvasac davutove. :)

    ОтветитьУдалить
  6. lol :D

    daucereli kanonebit xelmdzgvanelob ceris dros? :D

    ОтветитьУдалить
  7. deka

    :D :D ;D :D


    ara magram vifiqre mobezrdeba metqi xalxs kitxva
    tvqenze vzrunav isev :D


    vapireb am temis gavrcobas :D

    ОтветитьУдалить
  8. ჰექსე, ნამდვილად ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ ინტერნეტში ან სადმე სხვაგან შეიძლება იმხელა განათლების მიღება, როგორიც წიგნებში. ოქეი, გოეთე არც მე მიყვარს, სიმართლე გითხრა და გენიალურობის საზომს სულაც არ წარმოადგენს, მაგრამ - მარკესი, სელინჯერი, ჰემინგუეი, ბაირონი, რუსთაველი, ჯავახიშვილი, პუშკინი - ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მათი წიგნების გარეშე.

    გეთანხმები იმაში, რომ ბლოგები ერთერთი საუკეთესო გამოგონებაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ბლოგებზე მიიღებ ინფორმაციას, მიიღებ რაღაც ნაწილს, რაც ვერ გაგიფართოებს, აი, რუსულად საკაიფო "მიროვოზზრენიე" რომ ჰქვია. ეს იგივეა, სამოგზაურო გადაცემებით ტკბებოდე და ამბობდე, მოგზაურობას ეს მირჩევნიაო.
    თანამედროვე ახალგაზრდობა ნამდვილად ინფორმირებულია და არა - განათლებული, აუცილებელი არ არის ყველა შექსპირზე აღიზარდოს და ამაღლებულ მატერიებზე ნიცშეს ეკამათებოდეს (ნუ, ეს უკვე არანორმალურობა იქნება ;) ), უბრალოდ - წიგნები სულ სხვა სამყაროა, უფრო სულიერი, რაც ადამიანს ზრდის და ადამიანად აგრძნობინებს თავს :)

    ОтветитьУдалить
  9. არც მე ვამბობ იმას წიგნები არ წაიკითხოთ
    მხოლოდ ინტერნეტში იძრომიალეთ მეთქი
    პოსტშიც აღვნიშნე რომ წიგნები ძალიან მიყვარს და გოეთეც :D
    მაგრამ იგივე
    ამის
    მარკესი, სელინჯერი, ჰემინგუეი, ბაირონი, რუსთაველი, ჯავახიშვილი, პუშკინი
    წაკითხვა ინტერნეტის საშუალებითაც შეიძლება
    ყოფილა შემთხვევა რომ წიგნები ინტერნეტით უფრო სწრაფად მიპოვია ვიდრე რეალში.


    ანუ საერთო ჯამში იმის თქმა მინოდა თაობა რომელიც ინტერნეტშია ჩაფლული არ შეიძლება ჩაითვალოს გაუნათლებლად, რდაგან ინტერნეტი საუკეთესო წყაროა განათლების მისაღებად იმჰო .. :)

    ნუ ეს მხოლოდ ჩემი აზრია.:)

    ОтветитьУдалить
  10. საჯარო ბიბოლიოთეკა სწორედ რომ გამოტენილია მკითხველებით. ახალ თაობას ვგულისხმობ

    :მცოდნე:
    :დ

    ОтветитьУдалить
  11. ახლა რაც შეეხება შილერს და გოეთეს. იარლიყებს სნობები ანიჭებენ :)
    და სად არ მიიჩნევა თანამედროვე პოეზია და პროზა წიგნებად?!
    წიგნეს კი ინეტი ვერ ჩაანაცვლებს.
    მე ასე ვიტყოდი, ისინი ერთმანეთს ავსებენ შედეგისთვის. განათლება და ნაკითხობაც განსხვავდება და ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ..
    და თუ რომელიმე ოჯახში წიგნის კარადა დეკორაციაა, იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად წიგნების კარადა ნაგავში მოსასროლია.

    ბლოგებიდან განათლების მიღებაზე კი არაფერს ვიტყვი. სოფიმ კარგად თქვა.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)