22 марта 2009

ბლოგერთა შედარებითი დახასიათება

მოკლედ გადავწყვიტე დავწერო იმ ბლოგებისა და ბლოგერების შედარებითი დახასიათება რომელთა ბლოგებს უკვე დიდი ხანია ვკითხულობ და მომწონს და ვაფასებ და ა.შ.
გავაკეთოთ ჯერ 5-ეული ანუ 5 ადამიანი (5 ფორუმელი) რომელსაც რეალში ყველას არა, მაგრამ ბლოგის და ფორუმის დონეზე ასე თუ ისე ვიცნობ და თითქმის ყოველდღე ვეცნობი მათ შემოქმედებას.


1. ქალბატონი Katten vorsvann, იგივე bad bad girl

  • ბლოგის დასახელება - "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"

(ვიმედოვნებ მისი ბლოგის დასახელება ემთხვევა ჩემი ყველაზე საყვარელი მწერლის რომანის დასახელებას)

  • ბლოგის დიზაინი- ერთადერთი თხოვნა რომელიც ავტორთან მექნება: არასდროს შეცვალოს იგი. ძალიან მშვიდი, უპრეტრენზიო, მხატვრულად რომ ვთქვათ იმედიანი დიზაინია, თვალს არ ღლის და მასზე განთავსებული პოსტებიც შესაბამისად სასიამოვნო წასაკითხია.

  • რაზე წერს: ავტორი წერს ზოგადად ყველაფერზე, წერს იმაზე რთუ როგორ ცხოვრობს საქართვლოს გარეთ, რას საქმიანობს, რა წრეებზე დადის, როგორ კლავს თავისუფალ დროს, რა აინტერესებთ შვედეთში, რას კითხულობს ინტერნეტით და შემდეგ გვაცნობს ინტერნეტით მოძიებულ სიახლეებს(ძალიან საინტერესოს სხვათაშორის) . ასევე გამოირჩევა საინტერესო ფსიქოლოგიური კველევებითაც მაგალითად ბოლო პერიოდში დაინტერესებული იყო სპილოების ფრენის უცაბედად შეწყვეტის მიზეზის გარკვევით . :D

  • რატომ ვკითხულობ: საინტერესოა, წერის სტილი არის მარტივი, ადვილად გასაგები, არ არის გადავარდნილი ზემდეტ ფილოსოფიაში. არ ცდილობს მოძებნოს კატა ბნელ ოთახში. წერს ყოველდღიურ პრობლემებზე და ისეთ საკითხებზე, რომელიც ყველასთვის ახლო და ნაცნობია. ასევე მნიშვნელოვანია ზოგადად მისი დამოკიდებულება მკითხველისადმი - ანუ მისთვის სულ ერთი არ არის მის ბლოგს წაიკითხავენ თუ არა. იგი დიდ პატივს სცემს მკითხველს და ყოველთვის ცდილობს გაიგოს მკითხველის აზრი. ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა როცა აინტერესებთ და სურთ მოისმინონ შენი აზრიც, ამიტომ მისი ბლოგი გამოირჩევა კომენტარების სიუხვითაც.

2. ქალბატონი pataputina, იგივე ხათო

  • ბლოგის დასახელება - "მე-ხათო"

  • ბლოგის დიზაინი - მწვანით შავზე. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს რომ ამგვარი დიზაინი წამგებიანია და რთულად წასაკითხი. ჩემი აზრით კი პატაპუტინა არის იმის ნათელი დადასტურება რომ მთავარი ის კი არ არის თუ რა ფერით წერ არამედ ის თუ რას წერ. ანუ ერთ დღეს პატაპუტინამ რომ გადაწყვიტოს წეროს დიდი სტაფილოსფერი ასოებით იასამნისფერ ფონზე, მე პირადად მის ნაწერებს მაინც წავიკითხავ, რადგან ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტი მომხმარებლისთვის (ამ შემთხვევაში მკითხველისთვის) მნიშვნელოვანია არა პროდუქტის შეფუთვა, არამედ თავად პროდუქტი. ( უხეში შედარებაა, მაგრამ ასეა ) საერთო ჯამში მე მომწონს მისი დიზანი, რომელიც გადაწყვეტილია ხათოს ფერებში ანუ მწვანე და წითელში. ჩემს განსაკუთრებით დიდ სიმპატიას იმსახურებს სახლი, რომელიც დგას ბლოგის შესასვლელშივე სადაც ჩემი აზრით თავად ქალბატონი ბლოგერი ცხოვრობს. ასევე აღნიშვნის ღირსია მარჯვენა კუთხეში მოთავსებული წყვილი მწვანე ფეხი, წარწერით "დატოვე მწუეანე კვალი!" რომელიც მე პირადად ერთ სევდიან ლექსს და შემდეგ ერთ სევდიან ისტორიას მახსენებს, შესაბამისად ბლოგის დიზაინი ჩემთვის ძალიან ფერად- ემოციურ -სევდიანია.

  • რაზე წერს: აქ ცოტა რთულად არის საქმე, რამდენადაც წერის სტილი არის ძალიან ორგინალური და საინტერესო. საერთო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბლოგერი წერს საკუთარ თავზე, საკუთარ გრძნობებზ, ემოციებზე, დასკვნებზე, შეცდომებზე, გზებზე, იმედებზე, ზოგადად თავის ცხოვრებაზე, მაგრამ ამ ყველაფერს გადმოსცემს იმდენად ლამაზი ფორმით რომ საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ რომ ბლოგერს თავისი აბსოლიტურად გამორჩეული, განსხვავებული, ინდივიდუალური სამყარო გააჩნია, სადაც ის ცხოვრობს - აი ის პატარა, ლამაზი სახლი თავში რომ ვახსენე.

  • რატომ ვკითხულობ: იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და ლამაზი წერის სტილია, საოცრად არის გადმოცემული გრძნობები, ემოციები, დიდ ემოციას ბადებს, განასკუთრებით მომწონს მისი დაუსკვნელი დასკვნები. ძალიან დიდი იმედით ველოდები მის შემდგომ პოსტს და პოსტის კითხვისას ყოველთვის მინდა კომენტარის დატოვება, მაგრამ როგორც წესი არასდროს გამომდის, იმიტომ რომ იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ რომ ზედმეტად მიმაჩნია მისი ნაწერისთვის რამის დამატება.

3. ქალბატონი ქეთევანი იგივე კაწია, იგივე kate, იგივე kate 789

  • ბლოგის დასახელება- Kate's Universe

  • ბლოგის დიზაინი: ოოოოო მდა. მის დიზაინს მე პირადად გადავყავარ სადღაც ასე მე-17-18 საუკუნეში სადაც აი ასეთ გაყვითლებულ გრაგნილებზე წერდნენ მთრთოლვარე წერილებს მაშინდელი ბანოვანნი და ქეითის ბლოგის დიზაინიც სწორედ აი ასეთ შთაბეჭდილებას მიქმნის. მართალია შრიფტის ზომა სისტემატიურად მახსენებს რომ სათვალე მჭირდება, მაგრამ ნუ როგორც ვთქვი მთავარია პროდუქტი და არა მისი შეფუთვა.

  • რაზე წერს- ბლოგერი წერს საკუთარ თავზე, რა მოხდა დღეს, რა ხდებოდა გუშინ, რას ელის ხვალ. რას კითხულობს, რას უსმენს, რა ფილმებს უყურებს, ზოგადად რას განიცდის, ანუ ბლოგი მთლიანად პირადულია და ძალიან ემოციური.

  • რატომ ვკითხულობ- ძალიან მხიბლავს მისი სოცარი... აი ისეთი.... ბავშვური გულახდილობა ალალობა, როდესაც მის პოსტებს კითხულობ გრძნობ, რომ ავტორი აი ძალიან უშუალო გულახდილობით ყოველგვარი კომლექსების და ტაბუების გარშე გელაპარაკება საკუთარ გრძნობებზე.იმჰო კაწიასთვის მნიშვნელოვანი არ არის ვინ წაიკითხავს და საერთოდ წაიკითხავს ვინმე თუ არა მის ბლოგს, ანუ მას ეს ყველაფერი ძირითადად "კიდია" და ის უბრალოდ წერს იმას რასაც ის იმ მომენტში განიცდის ყოველგვარი ფილტრის გარეშე. ხშირად შეიძლება არც ასწორებს პოსტებს და პირდაპირ აქვეყნებს იმას რასაც ის იმ მომენტში ფიქრობდა. თუმცა, ამ ბოლო დროს დაიწყო უფრო გამოცდილი ბლოგერების რჩევის გათვალისწინება მაგ: დაიწყო პოსტებისთვის სათაურების დარქმევა, ცდილობს აღარ დაწეროს დეპრესიული პოსტები და ა.შ. რაც პრინციპში ცუდია, იმიტომ რომ კაწია არის კაწია იმიტომ რომ არის ისეთი როგორიც არის. ანუ მე პირადად იგი სამი წერტილების, გეზიზღებების, კი არადაების, მკიდიაების, და ბევრი ბევრი ბევრი სმაილიკების გარეშე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.

4. ქალბატონი ნინო, იგივე utvino, იგივე bato-bato.

  • ბლოგის დასახელება- "ვჭრით და ვაძინებთ რადიატორებს"

  • ბლოგის დიზაინი - ჩემი სუბიექტური აზრით ავტორისთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის იგი, რადგან ბლოგზე შემოდგომაა, გარეთ კი უკვე გაზაფხულიაო ამბობენ. მაგრამ მე მომწონს მისი დიაზინის რამდენიმე შტრიხი- პირველი ეს არის მარცხენა კუთხეში მოთავსებული საათი, ბლოგის ფერი, სლაიდები და გენიალური დასკვნა - "ჩრდილში მირჩევნია დგომა,უფრო გრილა."


  • რაზე წერს: ბლოგი პირადულია, ანუ ბლოგერი წერს, თავის თავზე, თავის მიზნებზე, ამოცანებზე, ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე და ა.შ. ( თუმცა ამ ბოლო დროს აღარ წერს სამწუხაროდ :( )

  • რატომ ვკითხულობ - წერს ძალიან მარტივი და გასაგები ენით. სასიამოვნოდ წასაკითხად. ვკითხულობ იმიტომ რომ ვგრძნობ საოცარ მსგავსებას მის პოსტებთან ანუ მქონდა პერიოდი, რომ როდესაც ვკითხულობდი მის პოსტებს, ვგრძნობდი რომ მარტო არ ვიყავი და არსებობდნენ კიდევ ჩემნაირი ადამინებიანუ მარტო მე არ მეწვებოდა ტაფები და ქვაბები სახლში, მარტო მე არ მეზარებოდა სახლის დალაგება, მარტო მე არ მყავდა ისტერიჩკა მეზობლები, მარტო მე არ მომდიოდა კომფლიქტები ოჯახის წევრებთან, მარტო მე არ მქონდა პრობელემები გერმანულის მასწავლებლის არჩევასთან დაკავშირებით, მარტო მე არ მაწუხებდა აზრი სახლში საკუთარი ხელით რემონტის ჩატარებასთან დაკავშირებით და მარტო მე არ მერქვა ნინო ბოლოს და ბოლოს.ანუ მისი პოსტები იყო ძალიან ახლობელი ჩემთვის, ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობდი ეს პოსტი როდის დავწერე და თუ დავწერე რაღა ბატოს ბლოგზე მეთქი. საოცრად დადებითი ემოცია მოაქვს მის ნაწერებს, წერს ძალიან გახსნილად საკუთარ თავზე, არ არის მოქცეული რაღაც დადგენილი ჩარჩოებში. ამჟამად ბლოგერი სამწუხაროდ ისე ხშირად ვეღარ წერს და იმედია ეს გამოსწორდება.


5. ბატონი ჯუმბერი, :D იგივე დეკა, იგივე ძეკა, იგივე deka136.

  • ბლოგის დასახელება- ჯუმბერის აბაზანა. გენიალური სათაურია, მითუმეტეს ბლოგისთვის და მითუმეტეს პირადი ბლოგისთვის კაი მიგნებაა :)+ ამას ბლოგის შესასვლელში უდარდელად წამოწოლილი ბარტ სიმპსონი ზოლიანი პიჟამოთი საერთოდ კლასიკაა :)

  • ბლოგის დიზაინი - თეთრით შავზე.

  • რაზე წერს - სწავლაზე, ლექციებზე, გამოცდებზე, მაღლივზე, სამასახურზე, განსაკუთრებით უფროსზე, მუსიკაზე, ფილმებზე, დროდადრო საინტერესო ვაკანსიებიც აქვს ხოლმე თუმცა მოთხოვნები აქვს ძალიან მაღალი, ასევე დროდადრო გამოურევს ზოგადსაკაცობრიო პოსტებსაც. ასევე უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ მოცულობითი პოსტები აქვს. სანამ ბოლომდე ჩავალ სულ მავიწყდება რა ეწერა თავში :D ( ყვავმა ყვავს უთხრაო თუ რაღაც ეგრე გამომივიდა)

  • რატომ ვკითხულობ- მიუხედავად იმისა რომ წერს დიდ პოსტებს, შეიძლება ითქვას რომ ის ამად ღირს. საკმაოდ კარგი ენა და გადასარევი იუმორის გრძნობა აქვს, წინადადებები ლოგიკურად ებმის ერთმანეთს და შესაბამისად ადვილი წასაკითხია, აზრი ნათელი და გასაგებია. (c) ფილოლოგი.ჩემს განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს უფროსზე დაწერილი პოსტები :D ( იმდენს ვლაპარკობ ამ უფროსზე იმედია პრობლემებს არ შევუქმნი სამსახურში :D ) ძალიან სამწუხაროა რომ ბოლო ბლოგერიც აღარ წერს ხშირად და იმედი მაქვს ეს პოსტი სტიმული იქნება ბოლო ორი დავიწყებული ბლოგერისთვის რომ უნდა წერონ ....


თქვენ კითხულობდით 5 აბსოლიტურად განსხვავებული და ჩემთვის საყვარელი ბლოგერის შედარებით დახაიათებას.
პოსტის ბოლოს წაიკითხეთ ორიოდე განცხადება:

  • თუ რამე ისე ვერ დავწერე როგორც არის, მაპატიონ ბლოგერებმა ეს მხოლოდ ჩემი თვალით დანახული მათი "მეა".
  • დავწერე მათზე ვის ბლოგებსაც დიდი ხანია ვკითხულობ, ასე რომ თქვენამდეც მოვალ :evil:
  • ამ პოსტის დაწერაში ფული არ გადაუხდიათ.
  • :D

8 комментариев:

  1. wow : )))
    ძალიან მაგარი პოსტია
    და რომ იცოდე როგორ გამიხარდა მასში ჩემს ბლოგზეც რომ არის ლაპარაკი :))
    რა უიმედოდ ჩამოვსქროლე და რა დიდი იყო გაკვირვება ჩემი ურლ რომ დავინახე.
    მე და ჩემი რადიატორი დიდ მადლობას გიხდით და ჰაეროვან კოცნებს გიგზავნით :*

    ОтветитьУдалить
  2. უმაგრესი პოსტი იყოოო, ძაააან ძააან მომეწონა, რაღაც მაგდაგვაერის დაწერას ვაპირებდი კაი ხანია, მაგრამ რაღაც ამ ბოლო დროს იშვიათად ვწერ არადა აღმავლობის თუ რაღაც მაგდაგვარის პერიოდებიც მქონდა :დ ხოოოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ შენი ბლოგი ჩემი კარგი აღმოჩენაა, კარგი პოსტები გაქვს :)

    ОтветитьУдалить
  3. sheeen xar korumpirebuli..
    diaxt :yes: : ))
    daa isa..
    chemze ar dacero da ar gamataxsiro tore gichivleb : )))

    ОтветитьУдалить
  4. ჰხუხ
    ე.ი. პირდაპირ სიურპრიზი იყო ამის წაკითხვა
    კი არა და
    გავჩემთმისფერდი



    სად შემიძლია მე ამდენი
    ვაჰხთ
    :ც:ც:ც:ც:ც:ც:ც


    კი არა და

    :ბევრიუსერ:

    ОтветитьУдалить
  5. utvino
    მადლობა პოსტის შექებისთვის
    ჰაეროვანი კოცნები შენც :2kiss:


    lalena
    "იმის თქმა მინდოდა, რომ შენი ბლოგი ჩემი კარგი აღმოჩენაა, კარგი პოსტები გაქვს :)"

    :)

    დიდი მადლობა კარგი კომპლიმენტისთვის :)))))

    ამ პოსტის დაწერას მეც დიდი ხანია ვაპირებ
    და თავად პოსტს სამი დღე ვწერდი :D
    შენც თუ დაწერ კაი იქნება
    დიდი სიამოვნებით წავიკითხავ :)


    თაკა


    შენზეც დავწერ
    მოემზადე
    შემდეგი შენ ხარ
    :evil:
    :2kiss:



    pataputina


    :2kiss:
    მორცხვო :user:

    ОтветитьУдалить
  6. ვაა, რა საინტერესოა, ჩემი დეშბორდი მეუბნება რომ ამ პოსტიდან შემომავალი ბმული გაქვსო და შემოვედი და აბა შემომავალი ბმული? ფაფუ!

    ჩემზე რამე გეწერა და წაშალე? :spy:

    ОтветитьУдалить
  7. ვნახოთ ჩემზე რას დაწერ პარტნიორო : ))


    :შ თუ ვაბშე დაწერ..

    ОтветитьУдалить
  8. sweet
    არა არაფერი მეწერა :)



    ნინა
    შენზეც დავწერ :evil:
    ჯერ კარგად შევისწავლიშ ენს ბლოგს და მერე
    პარტნიორშა :2kiss:

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)