10 марта 2009

ერთი ჩვეულებრივი პოსტი ერთ ჩვეულებრივ დღეზე

დილის 9 საათზე დაბარებულივით გამეღვიძა.
თავიდანვე ცუდ ხასიათზე - ცუდი სიზმარი ვნახე ალბათ.
ამინდმა კიდე უფრო ცუდად იმოქმედა და სადმე წასვლის ყოველგვარი სურვილი იდეაშივე ჩაკლა.
მოკლედ დღე არც თუ ისე კარგად დაიწყო.
უძილობას, უხასიათობას და უამინდობას დაემატა რემონტი ჩემს სახლში რომელიც აგერ უკვე 4 მარტიდან მიმდინარეობს.

ნუ ადრე ოთახიდან იოთახში უაზროდ მაინც ვიბორიალებდი. ეხლა ერთ ოთახში უნდა ვმჯდარიყავი.
გაჯის სუნით რომ არ გავგუდულიყავით ყველა ფანჯარა ღია იყო, გარეთ წვიმდა და დღის პირველ ნახევარში ორპირში ვიჯექი და შესაშური მოთმინებით ვატრიალებდი არხებს 1-დან 40-მდე და მერე პირიქით.
სამი საათი რომ გახდა უბრალოდ შემრცხვა ჩემი თავის ასე უაზროდ რომ ვფლანგავდი დროს, თან მითუმტეს იმდენი მქონდა სასწავლი.
3-დან 4 საათამდე რაღაც დეპრესიულ ნოველებს ვკითხულობდი ნაკლებად ცნობილი მწერლის.
4-დან 5 საათამდე ისევ მრცხვენოდა ჩემი თავის რომ ასე უაზროდ ვიჯექი.
5-დან 6- საათამდე დროდადრო მახსენდებოდა სასწავლი და ვფიქრობდი საიდან დამეწყო.
6-8-მდე ვიჯქი კომპთან და ვცდილობდი წამეკითხა კანონები, რომელთაც მაქსიმუმ 2 თვეში შეცვლიან და მერე ხელახლა მექნება სასწავლი.

რა მშვენიერებაა ცხოვრება.

კითხვას მოვრჩი ,, თვალები დამეთხარა და აივანზე გავედი. მეგონა ძალიან ეციებოდა, იმიტომ რომ სახლში ძალიან ციოდა მაგრამ პირიქით - საოცარი სითბო იყო,.,,
აი ისეთი გაზაფხულმა რომ იცის ხოლმე .. :)
ხოდა ამ სითბომ და სუფთა ჰაერმა ისე იმოქმედა რომ აივანზე მდგარმა ისიც კი ვიფიქრე რომ ცვლილებები აუცილებელია და კანონების ასე ხშირი ცვლა არც თუ ისე ცუდია მეთქი. :)

p.s. რაღაც მიხარია კიდევ ესეთი უაზრო დღე რომ იყო, ე.ი. ხვალინდელი დღე იქნება ძალიან კარგი. :D :ოპტიმისტური ლოგიკა:

2 комментария:

  1. ვაიმე იურისტი ხარ?
    სასწავლი ყოველთვის გექნება ისეთ დამშვენებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ ან არასდროს რადგან კანონი თვად საკანონმდებლო ორგანოშიც არ იციან და ვინც იცის კიდია.

    დროის ფლანგვა კი მართლა საშინელებაა. აი მეც ვზივარ დავფიქრობ როდის დავიწყო სწავლა პარასკევის გამოცდისათვის და რაც მთავარია საიდან იმიტომ რომ რაღაც ნაწილი vიცი და რომელია ეს ნაწილი ეგ უკვე არა :D

    ОтветитьУдалить
  2. ვაიმე იურისტი ხარ?


    xo vcdilob :)))

    სასწავლი ყოველთვის გექნება ისეთ დამშვენებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ ან არასდროს რადგან კანონი თვად საკანონმდებლო ორგანოშიც არ იციან და ვინც იცის კიდია.

    asea
    arada...

    rom vabarebdi ratomgac sxvanairad warmomedgina :)


    რაღაც ნაწილი vიცი და რომელია ეს ნაწილი ეგ უკვე არა :D
    gencavale :2kiss:

    mec egre var ... :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)