19 марта 2009

გვეშველება!!!

მოკლედ ორი ახალი ამბავი მაქვს, ნუ ახალი არა მაგრამ ჩემს მიერ აღმოჩენილი ახალი



ერთი კარგი, ერთი ცუდი.

კარგით დავიწყებ

კარგი ისაა რომ პასუხი გავეცი ყბადაღებულ და ფსიქოზამდე დასულ კითხვას

- გვეშველება რამე?

-კი გვეშველება.


ეს კარგი ამბავი.




ცუდი ის არის რომ ამ დროს შეიძლება ჩვენ ვეღარ მოვესწროთ.

ჩვენი შვილები და შვილიშვილები რამდენად მოესწრებიან არ ვიცი 2012 წელს მეცნიერები ხომ სამყაროს აღსასრულს ქადაგებენ.


მაგრამ მთავარია რომ ქართულ აზროვნებას რომელსაც ზოგი ქართულ მენტალიტეტს უწოდებს, ზოგი ქართველობას, ზოგი მეობას და ზოგი მწვავე დიაგნოზსს ეშველება თუმცა ამ ყველაფერს დრო სჭირდება

რამდენი კაცმა არ იცის მაგრამ მაინც.


აი მაგალითად: - უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში სექსოლოგია?

დღეს ამ საკითხზე პოზიცია გარკვეულია უმრავლესობა თვლის რომ არა. ბევრმა შეიძლება საერთოდ არ გაგცეთ ამ კითხვაზე პასუხი და სოროსელად და სატანისტად მოგნათლოთ.
ტელევიზიითაც არაერთი დავა და წიხლების რტყმა გვინახავს ამ საკითხთან დაკავშირებით.


გერმანიაში აღნიშნული დავა იყო დაახლოებით 50 წლის წინათ. მაგრამ იქ საქმე უფრო ცივილიზებულად, სასამართლო წესით გადაწყდა ( ევროპაა მაინც :D )

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა რომ აღნიშნული საგანი უნდა ისწავლებოდეს სკოლებში და ნუ კანონმორჩილი გერმანელების შესახებ ხომ გსმენიათ. :D


მოკლედ ამ მაგალითს და საქართველოს განვითარების ტემპებს თუ გავითვალისწინებთ 50 თუ არა 70 წლის შემდეგ ჩვენთანაც შეიძლება აღარ იდგეს მსგავსი პრობლემები.

აი მაგალითად ჩვენ ხომ უკვე აღარ გვიკვირს ქალი საჭესთან, ქალი სიგარეტით, და სხვა რაც 50 წლის წინ კატასტროფად ითვლებოდა.

ე.ი. ვითარდებით ხომ? :D

3 комментария:

  1. ამბათ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, რომ არ/ვერ გავსაბჭოებულიყავით... ანუ ჩვენც ნაშველი გვექნებოდა ევროპასავით :?
    მოკლედ მომიტევეთ ვბოდიალობ, ალბათ თვალს მორეული ძილის ბრალია ...

    ОтветитьУдалить
  2. გვეშველება, მეც მაგას ვამბობ სულ... ოღონდ ლელა კაკულიასა და სხვა "მეცნიერებივით" ზუსტი თარიღები და ვადები არ ვიცი. დრო უნდა ყველაფერს. ერთი, რომ სამყაროს შექმნიდან სამყაროს აღსასრულს ელოდებიან ადამიანები და თავი მომაბეზრეს, სანამ მართლა კატას არ გამოთხრიან, იმ თაგვისა არ იყოს, ანდაზაში რომ არის... ხოდა, ჰექსუს, კარგი იყო - ორივე ამბავი ;)

    ОтветитьУдалить
  3. ჩემს გარშემო იმდენად დაშტამპული ადამიანები არიან და შესაბამისად ზრდიან შვილებს, არამგონია რამე გვეშველოს...

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)