29 марта 2009

მარტის ბოლო (ემოც) ია

ფრთხილად! -სუსტია ადამიანი,

მალე ერევა შური და ღვარძლი

და არ დაგითმობს მაინც მთლიანად

შენთვის განკუთვნილ დროსა და ადგილს

... -



და უცებ, როგორც საჭირო სიტყვა,

ძველი სასახლე იელვებს მთაზე,

თითქოს იმიტომ რომ ვინმეს კითხოს,

როდემდე უნდა გაგრძლედეს ასე?

...-


აცვივა წიწვი გადაშლილ წიგნებს,

რომლებსაც ალბათ ფურცლავენ მხოლოდ,

ან არც ფურცლავენ, ასე სჯობს იქნებ?

ვინც ცოტა იცის, უფრო მეტს ცხოვრობს.

(ალბათ.... )

...-

ჯერ კი ადრეა....

ადრეა ფიქრიც,

ან უფრო სწორედ ფიქრია ადრე.


...-



ფრთხილად! -ცხოვრება იწყება ასე!

აჰა, დაიწყო და დღეის იქით .....




ხან 30 ვერცხლი ღირს კაცი,

ხან 30 ერთ ვერცხლად ფასობს!
...-


და უკვე დროა, რომ ღმერთზე მაღლა

და ღმერთზე მაგრად დავდგეთ ყველანი

და ვიმყოფინოთ ჩვენ ჩვენი სახლი,

ჰაერი, წყალი, პური, მელანი.



...-


მაგრამ

ხარბია ადამიანი

დროს არ დაკარგავს

ა ღ ს ა რ ე ბ ი ს თ ვ ი ს!

6 комментариев:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)