20 марта 2009

ემო-(c)-ია




მე ვუცდი სტუმარს და ისიც მოვა
მე იმედისთვის ყოველთვის ვტოვებ
პატარა ადგილს და ბევრი დრო მაქვს.

იმდენად ბევრი, რომ თავი მტკივა
და გული მიცემს. მაგრამ ის მოვა.
მოდის. მოვიდა. ასეთი მძივი
სწორედ ასეთი, ვიღაცამ მთხოვა.

.......................................................................
იგვიანებდა,

იგვიანებდა,

იგვიანებდა

შენი წერილი
ის კი უცდიდა .....
და დაიცდიდა
სანამ საერთოდ შეძლებდა ლოდინს.

...............................................................

ხოლო წერილი: ცრემლით მდიდარი
და მგრძნობიარე, როგორც კიდური,-
ეჩვენებოდა სხვის მაგიდაზე,
სხვისი სათვალის ქვეშ გარინდული.


...................................................................
და რასაც ფიქობ ყველას აჩვენე,
ან ვისთან რა გაქვს დასამალავი?!

2 комментария:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)