10 марта 2009

სექსუალურ-პოლიტიკური news

ფორუმის პოლიტიკაში იშვიათად შევდივარ, გუშინ მაინც შემიცდა ფეხი.
დიიიიიიიიდი ვნებათაღელვა იყო იქ.
წარმოგიდგენთ გუშინდელ 2 სექსუალურ-პოლიტიკურ news:

1. ნინა წკრიალაშვილი დაინიშნა კულტურის სამსახურის უფროსად.

თემაში თავიდანვე გაკეთდა აქცენტი ნინას დიდ მკერდზე, მის სექსუალურ-პოლიტიკურ მიღწევებსა და შესაძლებლობებზე და რა თქმა უნდა არც playboy დავიწყებია ვინმეს. მუსირებდა აზრი, რომ დიდი ძუძუ საქართველოში წარმატების საწინდარია :D.
ერთი სიტყვით საზოგადოება სასიამოვნოდ იყო აღშფოთებული.

ჩემი ერთადერთი კომენტარი ფოურმზეც და ბლოგზეც"ღირსების ორდენი მისცეს ორი ნაბიჯის გადადგმისთვის და კულტურის სამსახურის უფროსად რომ დაენიშნათ ვითომ რატომ იყო გასაკვირი?"

2. მიხეილ სააკაშვილი ივნისში ბერლინში, ხოლო თებერვალში საქართველოში სარგებოლბდა მასაჟისტის დრ. დოტის მომსახურებით.

დეტალები: დრ.დოტის myspace, დრ.დოტის ბლოგი, პოსტი საქართველოზე.
გირჩევთ თავად წაიკითთხოთ ეს პოსტი. ორი სიტყვით გეტყვით, რომ ეს ქალბატონი საქართველოში სარგებლობდა პრეზიდენტის თვითფრინავით და დაცვით. აღფრთოვანებულია მისი ხელგაშლილობით. აღშფოთებულია იმით რომ პრეზიდენტის დაცვამ არ იცის ინგლისური, ბათუმში წაიყვანეს ჭუჭყიან პლიაჟზე, " შავი ზღვა მართლაც შავიაო" მოატარეს ეკლესიები არადა ქალი თურმე ვერ იტანს ეკლესიებს და საერთოდ მწყრალად არის რწმენაზე და ა.შ.

სად არის ოპოზიცია? სად არის საზოგადოება თორემ ამ ამბავზე ისეთი სკანდალის აწევა შეიძლება კლინტონი-ლევინსკის ამბავი მონაგონი გახდეს, მაგრამ ჩვენ "გადადექის" ყვირილის მეტი არაფერი შეგვიძლია და არც ვიმსახურებთ უკეთესს.

დავაზუსტებ: კარგია როცა შენი ქვეყნის პრეზიდენტი თავს უვლის და ფუფუნებაში ცხოვრობს, ცუდია როცა ამ ყველაფრისთვის ფულის გადახდა შენ გიწევს.
ფორუმის თემაც ისე განვითარდა, რომ ვერ მივხვდით გვეტირა, გვეცინა თუ just შეგვშურებოდა.

ანგედოტი თემიდან სტალინთან მივიდა ბერია და მოახსენა რომ რაკასოვსკი ძალიან აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევა, იქეთ ეს ბალერინაო, იქეთ ის მომღერალიო... ვინ აღარ იხმარაო,
- შტო ბუძემ ძელაწ ტავარიშ სტალინ?
- ზავიდავაწ ბუძემ, ტავარიშ ბერია, ზავიდავაწ - პაუზის მერე უპასუხა ბელადმა.


ხოდა ეგაა რა. :D

6 комментариев:

  1. მოკლედ საშინლად მგონია, რომ გიცნობ :დ

    და ისა, საშინლად პოლიტიზირებული და არასტაბილური ქვეყანაში ვცხოვრობთ :((

    და კიდე ისა, უნდა ჩაგამატო (angel)

    ОтветитьУдалить
  2. კომენტარი პირველ პუნქტთან ანუ ”1. ნინა წკრიალაშვილი დაინიშნა კულტურის სამსახურის უფროსად.” დაკავშირებით. მოსალოდნელი იყო მაგრამ ჩემი პირადი რეაქციაა - ვაი ჩვენს პატრონს უბედურს!

    კომენტარი მეორე პუნქტთან დაკავშირებით - ეტყობა კაი მასაჟს აკეთებს :ჵ და არა მარტო ხელებით. (ვაიმე რა ცუდი ვარ :ჵ :ჵ)

    ОтветитьУдалить
  3. დღეს სასწაულ პოსტებს გადავაწყდი, არ ვიცი პახმელიის ბრალია, თუ რის, მაგრამ არ მიკვირს, man! რაც ერი, ის ბერიო :| მოროშკინა იქნება თუ წკრიალაშვილი ერთი და იგივე არაა? ადრე ხო ეგ იყო მაგ თანამდებობაზე?

    ОтветитьУдалить
  4. Sophie Golden არც მაროშკინა მოგვწონს!

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)