04 апреля 2009

ალო! სცენარისტი დამალაპარკეთ!!!


იმ დღეს ფორუმის კითხვისას მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ერთი და იმავე სპექტაკლს ვთამაშობთ.


"ეუF რამდენი ხანია ჩვენ მაგას მიხვდითო"-შეგიძლიათ მითხრათ და აღარ გააგრძელოთ კითხვა.


უბრალოდ, როდესაც ფორუმს ვკითხულობდი დავინახე, რომ სხვა ადამიანები - განიცდიან იმავეს რასაც მე განვიცდიდი, ვგრძნობდი, ვფიქრობდი 2 წლის წინათ, ანუ ამჟამად ისინი თამაშობენ იმ როლს, რასაც მე 2 წლის წინ. და შესაბამისად ამჟამად მეც განვიცდი, ვგრძნობ, ვფიქრობ იმას, რასაც ორი წლის წინ კიდე სხვა და ა.შ.


ხომ არის ისეთი ბესცელერად აღიარებული სპექტაკლები 20-25 წლის განმავლობაში რომ იდგმევა 25 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სცენარი....



ამასობაში მსახიობები ბერდებიან და იცვლიან როლებს ასაკისა და დამსახურების შესაბამისად - ერთი აკეთებს იმას რასაც 15 წლის წინ მეორე აკეთებდა და რასაც კიდევ 15 წლის შემდეგ მესამე გააკეთებს.



ვინ არის ცხოვრების სცენარისტი?

ყოველი ჩვენგანი?

მეც ასე მეგონა ამ პოსტამდე.

აღარ მახსოვს რა მოხდა ამ დღეს - უბრალოდ პირველად მაშინ ვიგრძენი რომ მხოლოდ სხვის მიერ დაწერილ ტექსტს ვკითხულობდი მექანიკურად.


მოკლედ, არ ვიცი ვინ არის ცხოვრების სცენარისტი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ის დარწმუნებულია, რომ ძალიან მაგარი სცენარი დაწერა და ატრიალებს მას უკვე მერამდენე წელია.


ჩვენ კი ფირფიტაზე დალაგებული თოჯინებივით ვბზრიალებთ და ამ ფირიფიტიდან ჩამოვარდნამდე ყველა როლის შესრულებას მოვასწრებთ.


ვიქნებით : ბედნიერნიც, უბედურნიც, მდიდარნიც, ღარიბნიც, წარმატებულნიც და უიღბლოებიც.



ასე, რომ ნუ დაგწყდებათ გული თუ ამ პოსტის წაკითხვისას თავს მაინცდამაინც ბედნიერად ვერ გრძნობთ ე.ი. ამ როლს ჯერჯერობით სხვა ასრულებს და

თქვენი რიგიც მალე მოვა. :)



p.s. ამ პოსტის წერისას ისეთი არაორდინალური და სასაცილო წინადადებები მირტყამდა თავში რომ,... ლოლ

ცხოვრება ზოგჯერ რა შემაძრწუნებლად მარტივია

ომგ.

3 комментария:

  1. 1. ფორუმს აღარ ვკითხულობ, შენც იგივეს გირჩევ :)

    2. ცხოვრება იმდენად მარტივია რამდენადაც ჩვენ ვუყურებთ მას :) ვართულებთ ყველაფერს, ვხდით ბუზისაგან სპილოს მაშინ ძალიან რთულია. :)

    3. მეეჭვება ერთ როლს თამაშობდე. როგორც წესი რამოდენიმე როლს ვთამაშობთ :) მეგობრის როლს, შვილის როლს, შეყვარებულის როლს, პროფესიონალის როლს და ა.შ. ეს როლები მეტ ნაკლებად გავს ერთმანეთ მაგრამ იმავდროულად განსხვავდება ერთმანეთისაგან

    ОтветитьУдалить
  2. "სცენარისტის" ძებნაში გადის მთელი ცხოვრება, ხან მგონია, რომ ვიპოვე და ხელიც კი ჩავავლე და მერე მისხლტება...

    ОтветитьУдалить
  3. არავინაც არ არის სცენარისტი და არც იმას ვეთანხმები რომ ცხოვრება თეატრია და ჩვენ მსახიობები.
    თეატრში მოულოდნელობები არ არსებობს და ყველაფერი გეგმით მიდის რასაც ვერ ვიტყვით ცხოვრებაზე.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)