- გვყავს პრეზიდენტები, რომელთაც 98.98%-ით ვირჩევთ და შესაბამისად ჭეშმარიტ პრეზიდენტებად 98.98 პროცენტით არჩეულნი მიგვაჩნია.
აქედან გამომდინარეობს ჩვენი მრავალწახნაგინაი "იზმები" და "ისტები".
- ვიღაცა ან ძალიან კარგია ან ძალიან ცუდი.
ღვთაებასა და სატანას შორის რაიმე შუალედური არ არსებობს.
- უნდა იყო ან ერთ ბანაკში ან მეორეში, არავითარი მესამე შუალედური.
პრინციპი" ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია"- დაუმარცხებელია.
გულგრილობა, პოხუისტობა, ნეიტრალურობა სახელმწიფოს ღალატია.
და კიდევ უფრო უარესი თუ არც ერთი მოგწონს და არც მეორე, მეტიც ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავ ამ ორს შორის, ასევე მტერი ხარ.
- ადვილად ვივიწყებთ შეცდომებს.
თუ ვინმემ მოასწრო ჩაძირულად განწირული გემიდან გადმობობღება და გემში დარჩენილთა პოლიტიკის მწვავედ გაკრიტიკება, ის უკვე ჩვენიანია, მერე რა რომ ორი თვის წინ ჩვენს წინააღმდეგ გასროლის ბრძანება გასცა? ის კი არ არის დამნაშავე არამედ ვიღაც სხვა, აი ის .....სულ მთავარი.
(ერთ დღეს პუტინსაც რომ გაახსენდეს თავის "ქართველობა" და კრემლის პოლიტიკის გაკრიტიკება დაიწყოს იმასაც ისევე ჩავიკრავთ გულში და მის კაი კაცობაზეც ისევე ავლაპარკდებით როგორც ბევრზე. )
- გვაქვს მხოლოდ ორი რეჟიმი: არჩევნების და მიტინგების.
ან ერთია ან მეორე. ორივესთვის სუნთქვა შეკრულები ვემზადებით , ყოველ წამს ვითვლით და ვერც კი წარმოგვიდგენია რისი გაკეთება შეიძლება მოცემული რეჟიმების დამთავრების შემდეგ.
იმჰო ეს ყველაფერი პრიმიტიული აზროვნებიდან მოდის
ან ერთია ან მეორე სხვას ვერ ვხედავ
ან შეიძლება სხვაც იყოს რამე,მაგრამ ფიქრი მეზარება.
P.s. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით პოლიტიკურად გათვითცნობიერებული მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის 7 პროცენტია.
პოლიტიკურად გათვითცნობიერებულად ითვლებიან მოქალაქეები რომლებიც
- კითხულობენ პარტიების პროგრამებს;
- ახსოვთ პოლიტიკოსთა წარსული;
- კარგად იციან უახლესი ისტორია;
- შეუძლიათ სწორი პოლიტიკური დასკვნებისა და პროგნოზების გაკეთება.
P.p.s. არადა ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იქნებოდა საქართველოში რომ არ ხდებოდეს. :)
What a crap! რა სასაცილოები ვართ :(
ОтветитьУдалить