12 апреля 2009

ჩამოდით , გაერთეთ!!!

მეგობარმა დამირეკა გერმანიიდან
რა ხდება მანდო?

ზოგადი ფონი - რუსთაველის ტკეპნა, მასობრივი ფსიქოზი და საერთო ეროვნული ნძრევა.
გადადექი-არ გადავდგები, წადი-არ წავალ.

პარალელური მოვლენები-
- მიშა სრიალებს გუდაურში;
- გრეჩიხა აგრძელებს ვენების ხსნას - "მიშა მოვდივართ , მიშა მოვედით , მიშა გავშალეთ და ვწევართ უკვე. "
-გრეჩიხა ჯუნიორი რეჟიმთან ბრძოლაში წამებულის როლთან ერთად ასევე აქტიურად ითავსებს ქვეყნის საყოველთაო მასხარის როლსაც და დაუღალავი ენთუზიაზმით ართობს ტელევიზორთან დარჩენილ საზოგადოებას;
- ძიძიგური მოსახლეობის დივანზე კოტრიალის ფაქტებს გმობს;
-მაისაშვილი გამზრდელის გინების საყოველთაო კულტურას ამკვიდრებს ხალხში;
-მიტინგზე ისევ აფრიალებენ პარტიულ ჭანჭებს, იმიტომ რომ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა პრეზიდენტს ჰქონია პრივატიზირებული;
-რეზიდენციასთან სტაფილოს სროლის პარალელურ რეჟიმში ცოცხალ ბაჭიებს ისვრიან;
-მაისაშვილი ქართულ ჟურნალიზმს უბიწო ქალწულობას სთხოვს ( სად იყო აქამდე ეს კაცი ? )
-უგულავა ისევ უგუვებელყოფს თავის უპირველეს მოვალეობას- ქუჩებიდან ნაგვის გატანის.

ქვეყნის გარეთ
-მეთიუ ბრაიზა გადააყენეს! რაღა გვეშველება? აწი ვიღა შეეფასებს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიის წალკოტად;
-რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავს;
-სხვა დანარჩენები- ისვე როგორც ადრე- შფოთავენ, გმობენ, ძრწიან, ძრწუნავენ.

და ყოველივე ამის შემდგე
თუ თქვენ მე მკითხავთ
ღირს თუ არა ჩამოსვლა საქართველოში?

მე გიპასუხებთ:
რა თქმა უნდა ბატონებო!
ჩამოდით გაერთეთ. :bis:


ქვეყნის გარშემო სკამების დამონტაჟებასაც შეგვპირდნენ
და ცირკია რა პრაქტიკულად :D

10 комментариев:

  1. ლოოოლ :D ბრაიზა გადააყენეს? დამშვიდდება უცნობი მაშინ, აბა ეგ ჯეფერსონ-ლინკოლნის ფანია :D

    ОтветитьУдалить
  2. ცოცხალი ბაჭისს გადაგდება გადამლაშება იყო უკვე. აზრზე არ არიან უკვე რას აკეთებენ, გეგმები თავიდანვე არც ქონიათ ნორმალურად დაწყობილი და ”პო ხოდუ” აკეთებენ იმაზე მეტ სისულელეს რაც 10 წუთის წინ ჩაიდინეს.

    მაგათ უნდათ ქვეყნის სათავეში მოსვლა?? :(

    ОтветитьУдалить
  3. რა სამწუხაროა, რომ ფაქტია :((

    ОтветитьУдалить
  4. არ გეშველება ბედკრულო საქართველო :|

    ОтветитьУдалить
  5. ეეჰ, რამდენს ვიკაიფებდი ეს ყველაფერი საქართველოში რომ არ ხდებოდეს :(

    ОтветитьУдалить
  6. :D:D:D

    :სახლში სკამდადგმული:

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)