14 апреля 2009

მოკლედ...

- დღეს ვიყავი ისევ სამოქალაქო რეესტრში ამჟამად უკვე მესამე ტურში, რომელიც გასაუბრების ფორმით ჩატარდა. ოთახში ისხდნენ შვიდნი, რომლებიც ერთდროულად სვამდნენ კთთხვებს და ისეთი სიტუაცია იყო აი რომ არ იცი საით მიაბრუნო თავი :D მაგრამ მაინც კაი ხალხია, მომეწონნენ, მიუხედავად ამისა წამოსვლის წინ მაინც ვუთხარი გასაუბრებისთვის ცოტა ადრე უნდა დაგერეკათ მეთქი :D


- kate წერს ბლოგზე ჩანაწერებს შეყვარებულზე და ისე ლამაზად წერს და ისეთ საინტერესო ადგილას წყვეტს თხრობას რომ ერთი რომ ყოველ მის მომდევნო ჩანაწერს სულისფანცქალით ველოდები და მეორე ყოველი პოსტის მერე მიჩნდება სურვილი მეც ხომ არ დავწერო მეთქი :mo: მაგრამ ერთი რომ მე სად მაქვს მაგდენი გამბედაობა და მეორე მე რომ იქ მივყვები .... ტომები გამომივა ასე რომ ჩუ!



-შეგრძნება იმისა რომ ვიღაც გამუდმებით გიყურებს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ვიღაც გამუდმებით ფიქრობს შენზე - ერთი ფსიქოლოგის განმარტებით OOO ეგ კარგია, მაგრამ უფრო კარგი იქნება თუ ჭკუიდან არ გადავალ მალე :D


-. აი ასე მარტივად წერტილი, რადგან ადამიანის დეგრადაციას ზღვარი უბრალოდ არ გააჩნია.

3 комментария:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)