18 мая 2009

Besser als im Athen

როგორც ეს პოსტი იუწყებოდა უნივერსიტეტის იმ საშინელი კოლოქვიუმების კვირიდან დარჩენილი მქონდა 1 კოლოქვიუმი, 1 პრეზენტაცია და 1 რეფერატი.

რა გავაკეთე

  • კოლოქვიუმი დავწერე,
  • პრეზენტაცია წარვადგინე
  • რეფერატს რაც შეეხება დღეს ინტერნეტში 5 საათიანი ძრომიალის შედეგად 5 გვერდი ძლივს დავწერე.... თვალები მტკიოდა, მაგრამ მაინც ძალიან კამყოფილი ვიყავი იმით რომ დავწერე ბოლომდე. :D
  • ის მოთხრობაც დავწერე, 26 აპრილიდან რომ მინდოდა დამეწერა და იმდენად კარგი გამოვიდა რომ ეხლა მეორე ნაწილზეც ვფიქრობ.
  • ჭილაძეც ბოლომდე წავიკითხე უკვე თითქმის.


რა არ გავაკეთე

  • http://www.forever21.com/-დან გამოწერილი ჩემი ჩანთა უკვე მერამდენე თვეა სხვასთან არის და ვინ იცის კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება ასე..
  • gossip girls-ს ყურება უნდა დამეწყო, მაგრამ ვერ მოვიცალე


გადავწყვიტე

  • დავწერო ტუტორიალი პირველ კურსელებისთვის - ანუ რჩევები ახალწვეულებს.
  • ჩემს გარშემო ყველა ისე ისტერიულად აბარებს მაგისტრატურაში, რომ მეც გადმომედო მათი მღელვარება... გადავწყვიტე მეც ვცადო ბედი.. ანუ ისევ ის ცნობილი პრინციპი: თუ ყველა დარბის დაუყოვნებლივ ჩაები მარათონში, რისთვის დარბიან ამის გარკვევას ყოველთვის მოასწრებ - ამ პრინციპს არასდროს უღალატია, ყოველთვის რაღაც სასიამოვნო სიახლეები მოჰქონდა ხოლმე.
    ხოდა....
    to be continued....


p.s. მინდა



1 комментарий:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)