- ის რაც გუშინ ხდებოდა ტელევიზიასთან არის კლასიკური მაგალითი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის.
- პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებს არავითარი უფლება არ ქონდათ საბუთების შემოწმების.
- სიტყვის თავისუფლება, რომლის დაცვასაც ასე თავგამოდებით ვცდილობთ, მოიცავს არა მხოლოდ იმას რომ ვილაპარაკოთ ის რაც გვინდა, არამედ იმასაც რომ არ ვილაპარაკოთ ის რაც არ გვინდა
ეს კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილს ეხება - ანუ იმ საცოდავ ჟურნალისტს სწორედ როგორც მოქალაქეს სრული უფლება ჰქონდა საკუთარი პოზიციის არდაფიქსირების.
- ცენტრალური მოედნების საკნებით ჩახერგვა, ასევე წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს პირველ რიგში გადაადგილების უფლების და შემდგომ აქედან გამომდინარე მთელი სხვა რიგი უფლებების შეზღუდვის თუ საერთოდ წართმევის არა.
- ადამიანი რომელიც ამბობს რომ საზოგადოება იზრდება წიგნის კითხვით და არა ქუჩაში დგომით ე.ი. მისი საზოგადოებრივი დაკვეთა სწორედაც რომ სიმშვიდე და წიგნის კითხვაა და მისი მაშინვე პროვოკატორად გამოცხადება რბილად რომ ვთქვათ უზნეობაა.
- თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე, რომელიც პროტესტს გამოთქვამს იმის გამო რომ მის სახლის ფანჯრებთან ათეულობით კარავია გაშლილი და ამდენივე ტონა ნაგავი ყრია მაშინვე ნაც. მოძრაობის აქტივისტად არ უნდა გამოვაცხადოთ
ბოლო-ბოლო ხომ ყველას გვაქვს უფლება
გადაადგილების,
სწავლის
სიმშვიდის
და სუფთა ქალაქში ცხოვრების?
P.S. იმის მტკიცება რომ მეც "იმათ" პარტიაში ვირიცხები აზრს მოკლებულია
კაცმა რომ თქვას მე ხომ არაფერი დამიწერია "ამათ" საწინააღმდეგო
მხოლოდ ფაქტების კონსტანტირება მოვახდინე.
რამდენი ხანია, მეც ამას გავიძახი. სრულიად მესმის შენი. აქამდე უნდა დაეშალა აქციები ხელისუფლებას და ვამტყუნებ კიდეც, იმიტომ, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში აქამდე წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით მოაშორებდნენ ამდენ უსაქმურებს და უსინდისოებს! არც მე ვარ რომელიმე პარტიაში, ყველა ერთმანეთზე გულისამრევია, მაგრამ ასე ხო არ არის, რომ ხალხის არჩეული მთავრობა, ვისაც მოეხუშტურება, გადააყენოს! :angry: :veryangry:
ОтветитьУдалитьsophie.
ОтветитьУдалитьხელისუფელბია ახალი სტრატეგიაა მგონი
ყურადღების არ მიქცევა იმ იმედით რომ მალე მობეზრდებათ და დაიშლებიანო
ოპოზიციას კი არ ბეზრდება პირიქით ეს უფრო მეტად აქეზებს ( სხვა საქმეც არა აქვთ მეტი და)
მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ჩვეულებრივი ხალხის უმთავრესი უფლებები ეწირება მაგათ კინკლაობას თორემ დაუხოციათ ერთმანეთი
Sophie Golden - და შენ ამ კომენტარით იმ ხალხს რომ აყენებ შეურაცხყოფას ეგ არაუშავს?
ОтветитьУдалитьარ არის ეგ შენი გასარჩევი ვინმე უსაქმურია თუ უსინდისო, შეიძლება მასეთებიც არიან, მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდება, რომ იქ ისეთი ხალხიც დგას ვისაც სწამს და სჯერა, რომ მისი იქ ყოფნით რაღაცის შეცვლა შეუძლია და რა უფლებით ხარშავ ამ ხალხს ერთ ქვაბში და რა უფლებით უწოდებ უსინდისოებს...
ხალხის არჩეული არაა მთავრობა, არჩეულია პარლამენტი და პრეზიდენტი, რომლის სამართლიანობაზეც შეიძლება ვიდავოთ ...
რაც შეეხება გადაადგილების უფლებას, რა თქმა უნდა არის დისკომფორტი და რა თქმა უნდა უსიამოვნოა და მეც ისევე არ მომწონს საკნებიანი ჩემი ქალაქი როგორც თქვენ, მაგრამ თუ ვთქვათ (სიტყვაზე) შემდეგ ეს მოვლენები ისტორიამ შეაფასა როგორც ეროვნული საქმე და როგორც სამოქალაქო გმირობა ამ ხალხის ( მაისაშვილებს და ზურაბიშვილებს არ ვგულისხმობ) დამეთანხმეთ,რომ ის უხერხულობა რსაც ტრანსპორტის შემოვლითი გზები ქმნის, მიზერია ...
ზოგადად - მე ისიც არ მევასება და ესეც ...