07 мая 2009

რა ხალხი ხართ თქვენ?!

გუშინ კავკასიაზე გავიდა ასეთი მესიჯები:
" მიშისტებო ამოგიწყდეთ შვილები და შვილიშვილები რომ მიშას მაგივრად ვაი შვილო იძახოთ "

"ნეტა რუსის ჯარმა მთლიანად ამოწყვიტოს ეგ სპეცრაზმი. ამინ! "

შეიძლება უფრო უარესებიც გავიდა მაგრამ მე ამათ მოვკარი თვალი.
სატელოფონო ზარებზე აღარაფერს ვამბობ.

ძირითადად რეკავდნენ შუა ხნის სოლიდური ვერელი ჰა ჰა ჰა სოლოლაკელი მამაკაცები, რომელთაც რა თქმა უნდა ჯამრთელობის გამო არ შეეძლოთ იქ დგომა და ისე იწყევლებოდნენ სოფლის თავში ჩამომჯდარ დედაბერს შეშურდებოდა.

ასევე გუშინ მაესტროზე დარეკა ქალმა და ტელევიზიას უსაყვედურა რანაირად აშუქებთ მოვლენებსო
ამის შემდეგ დარეკა კაცმა და თქვა:
"ჩემს წინ ქალმა რომ დარეკა ის უნდა წაიყვანო გირგვლიანის საფლავზე შვილები უნდა დაუხოცო და მერე მიხვდებაო! "

რა ხალხი ხართ თქვენ?
თქვენ საერთოდ ვინ დაგარქვათ ხალხი?
რკინის ეკლიანი ღობე უნდა შემოევლოს საქართველოს და ფსიქიატრიული დაეწეროს შესასვლელთან.

მერე დასხდნენ მსოფლიოს ფსიქიატრები და იმსჯელონ ...

3 комментария:

  1. საზიზღრობააა
    იცი რას ვფიქრობ, ადამიანი რომელიც სხვას შვილის სიკვდილს უსურვებს თავად ვერ ხვდება რეალურად რაა ეს.

    ОтветитьУдалить
  2. და ზოგადად , ტრაკში ვართ, არა მხოლოდ იმიტომ რაც დღეს ხდება, არამედ იმიტომაც აქამდე დავედით ასე.

    ОтветитьУдалить
  3. ადამიანი რომელიც სხვას შვილის სიკვდილს უსურვებს თავად ვერ ხვდება რეალურად რაა ეს.

    ან შეიძლბეა თვითონვე აქვს გამოცდილი და იმდენად არის გაბორეტებული რომ სხვასაც იგივეს უსურვებს :( რამ გააბოროტა ასე ეს ხალხი, ადამიანის სახე აქვთ დაკარგული
    :(

    ტრაკში ვართ ტან უკვე დიდი ხანია და კიდევ უფრო ღრმად მივიწევთ

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)