06 мая 2009

Changes, changes, changes!


წინა კვირა უნივერსიტეტში ოფიციალურად გამოცხადებული იყო კოლოქვიუმების, რეფერატების, სემინარების და ათასი უბედურების კვირად.


27 აპრილს, ორშაბათსაც უნივერისტეტში სწორედ ამ მიზეზით ანუ პირველი კოლოქვიუმის დასაწერად გახლდით. შუა კოლოქვიუმზე დამირეკეს და მითხრეს სამოქალქო რეესტრის სტაჟირების კონკურსი გაიარეთ და ხვალ 10 საათზე უკვე სამსახურში უნდა გამოცხადდეთო. (აქ ჩემი ბლოგის ერთგულ მკითხველს შეუძლია გულწრფელად გაუხარდეს რადგან ეს იმას ნიშნავს რომ აღარ გავბურღავ ტვინს ამ სტაჟირებით.)


28-ში ვერ მივედი, რადგან ჩემი ძმის ჯვრისწერა იყო ..:)


მიზეზი საფუძვლიანია....

მაგრამ…

თუნდაც 4 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა შენი ძმის ჯვრისწერის წინა დღეს 8 საათამდე უნივერისტეტში იჯდები კოლოქვიუმზეო - ვერ დავიჯერებდი.…


28-ში ყველაფერმა მართლა ძალიან კარგად ჩაიარა. Aამინდიც ნორმალური იყო.. ;) 29-ში დილის 4 საათზე ეგვიპტეში გაფრინდენ :) (ჩემოდანში ჩატევა არც მიცდია :D )


მე კი ათ საათზე ყურებამდე გაღიმებუილი უკევ საჯარო რეესტრში ვიჯექი.


სამუშაო დაახლოებით იგიევა როგორც ბანკებში – საინტერესო, უამრავ ადამიანთან გიხდება ურთიერთობა. რა თქმა უნდა ამას თავისი მინუსებიც აქვს, იქ გატარებული სულ ოთხიოდე საათში უკვე შევესწარი რამდენიმე ისტერიულ სცენას, მიზეზის გარკვევა არც მიცდია რდაგან დარწმუნებული არ ვიყავი, რომ იქ ვინმეს ესმოდა მიზეზი. :D


მოკლედ კარგი სამუშაოა სტაჟირება რომ არ იყოს :D


საერთო ჯამში იქითა კვირა იყო ძალიან დაძაბული იმიტომ რომ: ვწერე კიდევ 3 კოლოქვიუმი, ჩავაბარე 2 რეფერატი, გამოვტოვე ერთი გასაუბრება რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციაში, დავტესტე მაგისტრატურა + ამას მივიღე უამრავი მილოცვა და ვუპასუხე ამდენივე ძირითადად ერთი და იმავე ხასიათის შეკითხვას.
ამ კვირიდან დავიწყე უკვე აქტიური მზადება ბავშვების დასახვედრად. კერძოდ სახლის დალაგება. რასაც ერთი სასიამოვნო პროცესი ახლავს თან - ნივთების გადაყრა. :ჯუმპ:


დანარჩენს სხვა პოსტში მოვყვები.


P.S.ამჟამად დარჩენილი მაქვს კიდევ 1 კოლოქვიუმი, 1 რეფერატი და 1 პრეზენტაცია. რამდენად და როგორ მოვასწრებ ამ ყველფერს პაჟივომ უვიძიმ.. :)


P.P.s ზოგადად ვგიჟდები zeitnot-ზე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ორ რამეს რაც ძალიან მინდა:

-ოთარ ჭილაძის "გოდორის" დამთავრებას;

-ერთი მოთხრობის დაწერას, რომლის დაწერის სურვილი 26 აპრილს გამიჩნდა და სანამ რა დავწერ არ მომასვენებს.

7 комментариев:

  1. welcome!!!

    ახლა შენც ერთერთი ჩემნაირი ხარ. :ბის:




    ხოდა "ჩემოდანში ჩატეავ არც მიცდია" კარგი იყო :D

    მიყვარხარ!

    ОтветитьУдалить
  2. madloba :)


    kate
    ახლა შენც ერთერთი ჩემნაირი ხარ. :ბის:

    anu? ))

    ОтветитьУдалить
  3. "სამუშაო დაახლოებით იგივეა როგორც ბანკებში – საინტერესო, უამრავ ადამიანთან გიხდება ურთიერთობა. რა თქმა უნდა ამას თავისი მინუსებიც აქვს, იქ გატარებული სულ ოთხიოდე საათში უკვე შევესწარი რამდენიმე ისტერიულ სცენას, მიზეზის გარკვევა არც მიცდია რდაგან დარწმუნებული არ ვიყავი, რომ იქ ვინმეს ესმოდა მიზეზი. :D" ანუ მეც ამ პირობებში ვარ. :D

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)