
თავიდან იყო შეშფოთებული თვალები....
მერე შემპარავი კითხვები:
-ხომ არ ნერვიულობ რამეზე ?
-გამოცდები დაგეწყო?
-ბევრს მუშაობ?
ნუ მე პრინციპში ამას ყურადღებას არ ვაქცევდი და ზრდილობიანი ხალხის კიდევე ერთ ზრდილობიან ჟესტად ვთვლიდი
მაგრამ....
მერე ჩემი ყოველდღიური ტანსაცმელი რატომღაც გადიდდა, დიდი ხნის წინ გადაფასებულ ტანსაცმელში კი შესაშური სიზუსტით ჩავეტიე
აი, ბოლოს ჩემმა ყველაზე გამხდარმა დაქალმა რომ მითხრა - ეხლა შენ ჩემზე გამხდარი ხარო! მეთქი ოოოო.... ეხლა კი მიტირეთ ბოხი ხმით
არადა ჯერ გამოცდები არც კი დამწყებია და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა სადღაც ივლისის შუა რიცხვებში ალბათ კონცლაგერიდან გამოსულებს გავუწევ კონკურენციას წონის მხრივ :D
p.s. დიდად არ მაღელვებს არც გარშემომყოფთა აღშფოთება- შეშფოთება და არც დაკლებული კილოგრამები.
დისკომფორტს ტანსაცმელი მიქმნის მხოლოდ...
ვიცი ეს დროებითია, მაგრამ მაინც გული მწყდება ბევრ ჩემ საყვარელ ტანსაცმელს რომ ვეღარ ვიცმევ
კონსტრუქციული დიალოგი... ტფუ დიეტაა საჭირო აი რაღაც ამის მსგავსი

:)
mshurs sheni :D
ОтветитьУдалитьalbat sicxis bralic aris :)
მეც მინდა ძველ ტანსაცმელშჳ რომ ჩავეტიო.
ОтветитьУдалитьისე, ჯობია კეთილისმსურველებს დაუჯერო და ჭამო საჭმელი, რომ ავად არ გახდე, ჯანმრთელობას არაფერი ჯობია, ხომ იცი.
ОтветитьУдалить