14 июня 2009

HoooT



"....და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად, ხელში უჭირავს სიცხეს ქალაქი!"



თუ აქამდე ზაფხულის მოსვლას მხოლოდ კალენდარი იუწყებოდა და ამინდები ოქტომბრის უფრო იყო ვიდრე ივნისის
დღეს ისე ძლიერად დააჭირა მზემ, აქამდე მობეზრებული წვიმა სანთლით გახდა საძებარი და ხალხმაც ისე სწრაფად და ხარისხიანად დაიწყო გახდა, ფლეიბოის მოდელს შეშურდებოდა.

ყველას ერთდროულად, ერთნაირად და ერთ დროს, დიდი ხნის წინ მიტოვებული საყვარელივით, მოენატრა შვებულება, არდადეგები, დასვენება, გრილი სიო და ცივი ლუდი.....


შუადღით, როცა ყველაზე ვნებიანად აჭერდა მზე და სიცხე ნაყინის ფასის პროპორციულად იზრდებოდა ჩახუთული ავტობუსის გაღებული კარებიდან მოგუდული ხმით იკითხეს: "ზღვაზე ადის? ".... და 50 წყვილი სასოწარკვეთილი თვალი იმედიანი მუდარით შეეფეთა მძღოლს ეგება და მარშუტი შეიცვალესო. პასუხის მოსმენის შემდეგ ავტობუსმა ერთხმად ამოიხვნეშა და ისევ მარაოს, რვეულის, ჟურნალის, ცხვირსახოცის ქნევის ავტომატურ რეჟიმში გადაერთო.

4 комментария:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)